ექიმი ნანა სხილაძე მედიკამენტების მიღების შესახებ საკუთარ ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„
პარაცეტამოლი მოქმედებს როგორც სიცხის დამწევი მხოლოდ 38 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე. უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე სიცხეს არ დაგიწევთ. მხოლოდ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.
გაითვალისწინეთ, რომ პარაცეტამოლს ჭარბ დოზებში აქვს მძიმე ჰეპატოტოქსიური ეფექტები. მიღების დოზებს მოეკიდეთ ძალიან ფრთხილად და მოიხმარეთ საჭიროებისამებრ.
ნიმესილი
ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ კორონავისურით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევაში, მაგრამ ექიმის გასინჯვის გარეშე ვერ გაიგებთ, გაქვთ თუ არა პნევმონია.
მეორე მომენტი დოზის და მიღების პერიოდის სწორად შერჩევაა, რაც ექიმმა უნდა გააკეთოს. არასწორი მკურნალობა უფრო სახიფათოა, ვიდრე არმკურნალობა.
ნუ მიიღებთ „იმუნიტეტის გასაძლიერებელ“ პრეპარატებს. ვირუსის არსებობის შემთხვევაში ისინი უფრო მეტად შეუშლიან ხელს ორგანიზმს ბრძოლაში, ვიდრე დაეხმარებიან. ეს იგივეა, სკოლაში გაკვეთილს რომ კარგად ვყვებოდით და ოროსანი მერხის მეგობარი ცდილობდა, წიგნიდან ეკარნახა უმიზნო წინადადებები. ხელს გვიშლიდა, მეტი არაფერი..ასეა აქაც.
ასპირინი და კარდიომაგნილი
სითხეების დალევა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია! წყალი ცალკე 2 ლიტრი მინიმუმ დღეში + ჩაი და დამატებითი სითხეები.
მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გადაიტანეთ ყურადღება რამეზე, დაისვენეთ და მიეცით თქვენს იმუნურ სისტემას საშუალება „კონცენტრირდეს“ ვირუსთან ბრძოლაზე! მას ეს შეუძლია! თქვენს ორგანიზმში 1 და 2 კი არა, ასი ათასობით უჯრედი იბრძვის თქვენი ჯანმრთელობისთვის!
იმოძრავეთ ოთახში ზომიერების ფარგლებში, იყავით ფიზიკურად აქტიურები,“ - წერს ექიმი ნანა სხილაძე.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)