,,მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, ოჯახებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები"
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობა, ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროგრამას იწყებს.
,,ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.