Baby Bag

პედიატრი ეკა უბერი მშობლებს ამშვიდებს

პედიატრი ეკა უბერი მშობლებს ამშვიდებს. მისი თქმით, კოვიდ-ინფექცია ჯანმრთელ ბავშვებში ან უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიდის. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: ​TV პირველი

,,ძროხის რძის მიღება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში რკინადეფიციტური ანემიის განვითარების ერთ-...
რკინადეფიციტური ანემიის შესახებ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, პედიატრი ეკა უბერი საუბრობს. მისი თქმით, ​რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ პირველ რიგში დღენაკლული,...
წონის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში - ეკა უბერის რეკომენდაციები მშობლებს
​​პედიატრი ეკა უბერი ბავშვებში წონის დეფიციტის პრობლემის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მშობლები ხშირად პრობლემას სწორად ვერ აფასებენ:„პირველ რიგში, უნდა შეფასდეს ბავშვს წონის დეფიციტი აქვს თუ...
,,კორონავირუსი არც ისეთი ტრაგიკული და სახიფათოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს'' - კორონავი...
,,კორონავირუსი არც ისეთი ტრაგიკული და სახიფათოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს'' - ექიმი გიორგი ღოღობერიძე სახლის პირობებში კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით საუბრობს. ნახეთ ვიდეო&nbs...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვასწავლოთ ბავშვს შეცდომის აღიარება?

როგორ ვასწავლოთ ბავშვს შეცდომის აღიარება?

შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს. დედებიც ბავშვებთან ურთიერთობისას ხშირად უშვებენ შეცდომას და საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ. ბევრ შეცდომას უშვებენ ბავშვებიც. ისინი თითქმის ყოველდღიურად ავლენენ ნაკლებად მოსაწონ ქცევას, როდესაც იზრდებიან და ვითარდებიან. როდესაც ბავშვი შეცდომას უშვებს, მთავარია, რომ ​მან თავი უფროსებთან კომფორტულად იგრძნოს და შეცდომის აღიარება არ გაუჭირდეს. მშობლებმა შვილებს ყველანაირი პირობა უნდა შეუქმნან იმისთვის, რომ მათ საკუთარ შეცდომებზე ღიად ისაუბრონ.

რატომ არის ასეთი რთული იმის აღიარება, რომ რაღაც გვეშლება? მშობლები ბავშვებს შეცდომებზე ღიად მიუთითებენ და მათ ხმამაღლა ადანაშაულებენ. ბავშვები კი პასუხისგმებლობის არიდებას ცდილობენ. ეს ნორმალური რეაქციაა, რადგან ადამიანი გაურბის ღიად საუბარს იმაზე, რომ მას რაღაც შეეშალა. ბავშვები აწმყოში ცხოვრობენ. ისინი დაშვებულ შეცდომას სწრაფად ივიწყებენ და მასზე რეფლექსია უჭირთ.

ბავშვმა რომ შეცდომის აღიარება ისწავლოს, მას ​მშობლისგან სათანადო მოდელი უნდა ჰქონდეს. ბავშვები ყველაფერს აკვირდებიან. ისინი ხედავენ, რომ დედა მათთან მიმართებაში ზოგჯერ შეცდომას უშვებს, თუმცა ამას არ აღირებს. თუ ბავშვი ხედავს, რომ დედამ დაშვებული შეცდომა აღიარა, ის თავს კომფორტულად გრძნობს. ეს მაშინაც ასეა, როდესაც დედა უმიზეზოდ გაუბრაზდა ბავშვს და ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა მის მიმართ.

ბავშვებს შეცდომის აღიარება ხშირად აშინებთ კიდეც, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ ზედმეტ პრობლემებს შეუქმნის. როდესაც ბავშვის შეცდომაზე საუბრობთ, სიმკაცრეს ნუ გამოიჩენთ. ამგვარად ის მიხვდება, რომ საკუთარი შეცდომის აღიარებაში საშიში არაფერია და ამაზე დედასთან მშვიდად ლაპარაკი შესაძლებელია.

ბავშვი გულახდილობას თუ გამოიჩენს და შეცდომას აღიარებს, ნაცვლად იმისა, რომ მას მკაცრად ესაუბროთ, გულწრფელობისთვის შეაქეთ. ბავშვს უთხარით, რომ მისი სიმამაცე დასაფასებელია და შეცდომის აღიარება კარგი საქციელია. ამის შემდგომ კი ​აუხსენით, თუ რატომ იყო მისი ქცევა მიუღებელი და რა გაკვეთილი უნდა მიიღოს დაშვებული შეცდომისგან. ბავშვთან ერთად განიხილეთ, რა უნდა გაეკეთებინა მას სხვაგვარად. ბავშვს თქვენი იდეები არ შესთავაზოთ. ეცადეთ, რომ საუბრით ის სწორ პასუხამდე მიიყვანოთ. გახსოვდეთ, შეცდომები სწავლისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით


წაიკითხეთ სრულად