შეზღუდვები, რომლებიც, სავარაუდოდ, 28 ნოემბრიდან დაწესდება
საქართველოში კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდოდ, აიკრძალება ყველა ტიპის მაღაზიის საქმიანობა, გარდა სურსათის მაღაზიებისა( ონლაინვაჭრობა ნებადართული დარჩება). შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, აიკრძალება სპორტდარბაზები, თუმცა იმუშავებს სალონები. გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს.