6 წლის დავით თათვიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
6 წლის დავით თათვაძე 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, ზედიზედ რვა პარტია მოიგო.
„დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული”, - აღნიშნულია ჭადრაკის ფედერაციის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.