ვინ არის კორონავირუსის მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ, - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ:
1. ჩაგიტარდათ ორგანოს გადანერგვის ოპერაცია.
2. იტარებთ ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიის ან რადიოთერაპიის ინტენსიურ კურსს.
3. მათ, ვისაც აღენიშნებათ სისხლის ან ძვლის ტვინის კიბო (მაგალითად, ლეიკემია, ლიმფომა ან მიელომა)
4. 6 თვის განმავლობაში ჩაგიტარდათ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ან კვლავ იღებთ იმუნოდეპრესანტულ მედიკამენტს.
5. ფილტვის მძიმე დაავადების დროს (მაგალითად, კისტოზური ფიბროზი, ან სხვა მწვავე დაავადება)
6. იღებთ მედიკამენტებს, რის შედეგადაც ინფექციების ალბათობა გაცილებით მეტია (მაგალითად, სტეროიდების მაღალი დოზები ან იმუნოდეპრესანტული მედიკამენტები)
7. გულის სერიოზული დაავადებების დროს (მძიმე მანკები)
8. დაუნის სინდრომის მქონე მოზრდილები, რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა და უტარდებათ დიალიზი.
საშუალო რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები:
1. 70 წლის ან უფროსი ასაკის პირები, რომლებსაც აქვთ ფილტვის დაავადება (როგორებიცაა: ასთმა, COPD, ემფიზემა ან ბრონქიტი).
2. გულის დაავადების მქონე პირები (მაგალითად, გულის უკმარისობა).
3. დიაბეტით დაავადებულები.
4. თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის მქონე პირები.
5. ღვიძლის დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, ჰეპატიტი).
6. პარკინსონის დაავადების მქონე პირები.
7. გაფანტული სკლეროზის მქონე პირები.
8. ცერებრულიი დამბლის მქონე პირები.
9. ორსულები.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი იწვევს მუცლის მოშლას ან გავლენას ახდენს ორსულობის დროს თქვენი ბავშვის განვითარებაზე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
თუ მეუღლეებიდან ერთ-ერთი კოვიდდადებითია და მეორე არა - აღნიშნულ შემთხვევას გიორგი ღოღობერიძე განიხილავს
თუ მეუღლეებიდან ერთ-ერთი კოვიდდადებითია და მეორე არა - აღნიშნულ შემთხვევას გიორგი ღოღობერიძე განიხილავს.
მისი თქმით, ცოლ-ქმარი არ არიან გენეტიკურად ნათესავი ადამიანები, თუ გენეტიკა სხვადასხვა აქვთ, სხვადასხვა აქვთ რეცეპტორებიც, რომლებიც სჭირდება ვირუსს, რომ ორგანიზმში გავრცელდეს:
,,რეცეპტორი ეს არის სპეციალურ კარი, ყველა კარი სხვადასხვანაირია, ვირუსს კი აქვს ერთი გასაღები, რომელიც ზოგიერთ ერგება, ზოგიერთს კი არა. მე შეიძლება დამემართოს, ჩემს მეუღლეს კი არა, იმიტომ რომ მას სხვა კარი აქვს. ამიტომ შეიძლება ადამიანები იყვნენ ერთად, მაგრამ მეორეს არ დაემართოს. ასევე კორონა დაემართება თუ არა ადამიანს, დამოკიდებულია იმუნიტეტზე. ჩვენ ყველას თავიდანვე გვაქვს რაღაც რაოდენობის იმუნიტეტი, რომელიც ცხოვრების განმავლობაში იცვლება. ადამიანს, რომელიც მწეველია, აქვს შაქრიანი დიაბეტი, ნაკლებადაა ფიზიკური აქტიური და ა.შ უქვეითდება იმუნიტეტი და ემართება ვირუსი, მეორეს კი არა,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.