Baby Bag

,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა'' - გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს

,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა'' - გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა, სადაც ფეხმძიმე ქალბატონი მიყვებოდა, რომ ის A, C და D ვიტამინს სვამდა!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფეხმძიმეების შემთხვევაში A ვიტამინის მიღება ძალიან სახიფათოა!
ეს ვიტამინი ტერატოგენურია ანუ ჩანასახის (ემბრიონის) განვითარებას ხელს უშლის! 

ფეხმძიმობის პირველ თვეებში მისი მაღალ დოზებში მიღება შეიძლება დასრულდეს:
  • გულის მანკების განვითარებით;
  • თიმუსის არარსებობით;
  • სახის განვითარების დეფექტებით!
გთხოვთ, ფეხმძიმობის პერიოდში ექიმის გარეშე ნუ მიიღებთ A ვიტამინს ან სხვა მედიკამენტს!,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა უნდა დავაყოლოთ მარილიან საკვებს, რომ კენჭების რისკი ნულამდე დავიყვანოთ?

მარილიან საკვებსა და კენჭებზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

გიორგი ღოღობერიძე ხსნის, თუ რომელი მარილიანი საკვების მიღება არ ღირს, თუ უკვე გაწუხებთ კენჭები და თუ მაინც მიირთმევთ მარილიან საკვებს, მაშინ რა უნდა დააყოლოთ, რომ კენჭების რიცხვი ნულამდე დაიყვანოთ. 

ნახეთ ვიდეო ☝️


წაიკითხეთ სრულად