ექიმი გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა, სადაც ფეხმძიმე ქალბატონი მიყვებოდა, რომ ის A, C და D ვიტამინს სვამდა!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფეხმძიმეების შემთხვევაში A ვიტამინის მიღება ძალიან სახიფათოა!
ეს ვიტამინი ტერატოგენურია ანუ ჩანასახის (ემბრიონის) განვითარებას ხელს უშლის!
ფეხმძიმობის პირველ თვეებში მისი მაღალ დოზებში მიღება შეიძლება დასრულდეს:
- გულის მანკების განვითარებით;
- თიმუსის არარსებობით;
- სახის განვითარების დეფექტებით!
გთხოვთ, ფეხმძიმობის პერიოდში ექიმის გარეშე ნუ მიიღებთ A ვიტამინს ან სხვა მედიკამენტს!,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.