წყლის დალევა ჭამის დროს ან მის შემდეგ, აქვს თუ არა მას ზეგავლენა საჭმლის მონელებაზე ან წონაზე? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„არსებობს სპეკულაცია, რომ ჭამის შემდეგ წყლის დალევა ხელს უშლის მონელებას და წონის კლებას. სამწუხაროდ, ამ სპეკულაციის ავტორები ადამიანის ფიზიოლოგიაში ვერ ერკვევიან.
ეს არის რჩევა, რომელიც შეიძლება მოისმინოთ სადილის დროს მეგობრისგან ან ექიმისგან: „ჭამამდე, ჭამის დროს და ჭამის შემდეგ წყალი არ უნდა დალიო - ეს საჭმლის მონელებისთვის საზიანოა და წონის კლებაში ხელს შეგიშლის.“
ეს რეკომენდაცია მან შეიძლება წლების წინ გაიგო ან წაიკითხა საბჭოთა ლიტერატურაში და ჩათვალა, რომ სიმართლე იყო, ან ახლახან წაიკითხა ინტერნეტში, სადაც ასეთი არასარწმუნო ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და მარადიულად ცოცხლობს.
მოდით განვიხილოთ ეს საკითხი:
1. წყლის უარყოფითი გავლენა საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ არ შეესაბამება ადამიანის ნორმალურ ფიზიოლოგიას.
საჭმლის მონელების პროცესის სწრაფი მიმოხილვა:
საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუში, სადაც საჭმელი ქუცმაცდება და რბილდება - ფიზიკურად ღეჭვით და ქიმიურად სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი ფერმენტებით. შემდეგ საკვები საყლაპავის გავლით გადადის კუჭში, სადაც იშლება კუჭის მჟავა წვენით. ამის შედეგად მიღებული ნარევი გადადის წვრილ ნაწლავში.
ზემოთ მოცემულ ეტაპზე ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვის 75 პროცენტი.
დანარჩენი, რაც არ შეიწოვება გადამუშავდება მსხვილ ნაწლავში და შემდეგ გამოიყოფა.
მთელი პროცესი 24-დან 72 საათამდე გრძელდება.
მითი იმის შესახებ, რომ წყალი ახდენს კუჭის წვენის განზავებას, არ შეესაბამება ადამიანის ფიზიოლოგიას რამდენიმე მიზეზის გამო:
1. წყალი მიღების შემდეგ შეიწოვება კუჭში საკმაოდ სწრაფად - როგორც წესი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შესაძლო განზავება კუჭის წვენისა წყლით ტრანზიტორულია (გარდამავალი).
მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კუჭი წყლით მთლიანად სავსე იქნება, ეს ხელს არ შეუშლის საჭმლის მონელებას, რადგან წყალი ხელს არ შეუშლის ფერმენტების აქტივობას, რადგან ფერმენტები უერთდებიან და ზემოქმედებენ მხოლოდ საკვების ნაწილაკებს, იმის მიუხედავად რა რაოდენობის წყალია კუჭში.
2. ასევე არც წყალი არ მოქმედებს კუჭის მჟავიანობაზე.
კუჭი გამოყოფს და რეაგირებს იმდენი მჟავის გამოყოფით, რამდენიც საჭიროა კუჭში მოხვედრილი საკვების მოსანელებლად.
არ არსებობს კონკრეტული მჟავის გამოყოფის რაოდენობა, ის დამოკიდებულია კუჭში მოხვედრილი საკვების რაოდენობაზე.
3. მითია, რომ წყალი ანელებს ტემპს, რომლის დროსაც საკვები გადადის კუჭიდან წვრილ ნაწლავში, ასევე ეწინააღმდეგება ფიზიოლოგიას.
ჭამის დროს წყლის დალევა გავლენას არ ახდენს კუჭის დაცლის სიჩქარეზე.
პირიქით - ჭამის დროს წყლის დალევამ შეიძლება, ხელი შეუწყოს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ღეჭვის და ყლაპვის ეტაპზე, სადაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს საჭმლის დარბილებას და საყლაპავში გადატანას.
ასევე კარგად ჰიდრატირებული სხეული ეხმარება საჭმლის მონელებას ელიმინაციის ეტაპზე - ეხმარება განავალს დარბილებაში და ნაწლავში გადაადგილებაში, შესაბამისად, ამცირებს შეკრულობას.
ასევე ჭამის წინ წყლის დალევის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი არის ის, რომ წყალი დროებით (გახსოვდეთ, ის შეიწოვება დაახლოებით 20 წუთში) იკავებს ადგილს თქვენს კუჭში.
ეს ხელს შეუწყობს ჭამის დროს სავსეობის შეგრძნებას.
თუ თქვენ წონაში დაკლებას ცდილობთ, ჭამის წინ 1½ - 2 ჭიქა წყლის მიღება ასოცირდება ნაკლები საკვების მიღებასთან ჩატარებული კვლევების მიხედვით.
უფრო დეტალურად:
არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ წყალს შეუძლია განზავება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი წვენის ან ხელი შეუშალოს საჭმლის მონელებას.
შეუძლებელია კუჭის მჟავა წვენის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი განზავება წყლის მიღებით:
კუჭის მჟავის pH (მჟავიანობა) არის <1.
ეს ნიშნავს, რომ თქვენი კუჭის მჟავა 100 000-ჯერ უფრო მჟავურია ვიდრე წყალი (წყლის pH ~ 7).
You cannot dilute your stomach acid in any physiologically meaningful way (e.g. HURT the digestive system)1 by drinking water during a meal. The pH of stomach acid is <1. That means your stomach acid is 100,000 x more acidic than water (pH of ~7).
წყალმა შეიძლება შეამციროს მადა და შესაბამისად, მიღებული კალორიების რაოდენობა.
საჭმელთან ერთად წყლის დალევა ასევე დაგეხმარებათ პაუზის გაკეთებაში, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სიგნალი თქვენი შიმშილისა და სავსეობის შესახებ.
ამან შეიძლება, თავიდან აგაცილოთ ზედმეტი ჭამა და შესაძლოა, წონის დაკლებაშიც კი დაგეხმაროთ.
გარდა ამისა, ერთმა 12-კვირიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომლებიც სვამდნენ 17 უნცია წყალს (500 მლ) თითოეული ჭამის წინ, დაიკლეს 2 კგ-ით მეტი, ვიდრე მათ, ვინც არ იღებდა წყალს ჭამამდე.
საჭმელთან ერთად ან მის შემდეგ წყლის დალევა ხელს შეგიწყობთ მადის რეგულირებაში, ხელს შეუშლის ზედმეტი საკვების მიღებას და ხელს შეუწყობს წონის კლებას“, - წერს ექიმი ზაზა თელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორი უნდა იყოს ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის გოგონების ჰიგიენა? - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციები
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგისრეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის გოგონების ჰიგიენაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. ახალშობილის ბავშვის დასაბანად დაგჭირდებათ შემდეგი ნივთები:
თბილი წყალი (და არა ცხელი)
ღრუბელი
საბავშვო საპონი (მყარი ან თხევადი)
მხოლოდ ბავშვისთვის განკუთვნილი სუფთა პირსახოცი
აუცილებელია შემდეგი ნორმების დაცვა:
ჩვილ ბავშვებში:
უპირველეს ყოვლისა, სანამ შეუდგებით ბავშის დაბანას, კარგად დაიბანეთ თქვენი ხელები
თქვენი ფრჩხილები მაქსიმალურად უნდა იყოს მოჭრილი, რათა არ მოხდეს ბავშვის კანის დაზიანება.
აუცილებელია:
გოგონას სასქესო ორგანოების მაქსიმალური დაცვა უცხო მიკროფლორისგან (გახდა-ჩაცმისას უშუალოდ დააწვინეთ მისთვის განკუთვნილ სუფთა თეთრეულზე ან პირსახოცზე)
გარეგანი სასქესო ორგანოების დაბანა თბილი გამდინარე წყლით გარედან შიგნით (გარეთა სასქესო ორგანოებიდან ანუსისკენ და არა პირიქით)
ჩვილ ბავშვთა დაბანა სავალდებულოა დილას და ძილის წინ, ასევე ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ
აუცილებელია ნეიტრალური PH-ის მქონე დასაბანი საშუალებების შერჩევა
უშუალოდ ბავშვისთვის განკუთვნილი რბილი პირსახოცი
სველი ხელსახოცის გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ხელსახოცი არ უნდა შეიცავდეს სპირტსა და ანტისეპტიკურ საშუალებას.
აუცილებელია პამპერსის გამოცვლა 2-3 საათში.
როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვის პამპერსი შეიცავს დიდი რაოდენობით ფეკალიებს და ეს ფეკალიები მოხვდა ბავშვის სასირცხვო ბაგეებზე?
ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ პამპერსის სუფთა ნაწილი გენიტალიების გასაწმენდად - წინიდან უკან ანუ გარეთა სასქესო გაბეეგიდან (თუ უკვე დასვრილია ფეკალიებით) ანუსისკენ. ამის შემდეგ სუფთა ხელებით ფრთხილად გადაუწიეთ გარეთა სასქესო ბაგეები, სუფთა ბამბის დისკით ან სველი ხელსახოცით (რომელიც არ შეიცავს სპირტსა და ანტისეპტიკს) ფრთხილად გაუწმინდეთ წინიდან უკან, ასევე სათითაოდ სასირცხვო ბაგეები. მხოლოდ ამის შემდეგ დაბანეთ ზემოთ აღნიშული რეკომენდაციის მიხედვით.
როგორია სკოლამდელი ასაკის გოგონების ჰიგიენის რეკომენდაციები?
ამ ასაკის გოგონებში მაღალია ვულვიტისა და ვულვოვაგინიტის განვითარების რისკი მათი სასქესო ორგანოების ანატომიური აგებულების გამო. კერძოდ კი:
სასქესო ბაგეების არასრული დახურვა უკანა ნაწილში
ესტროგენის დაბალი დონე ორგანიზმში
საშოს ნეიტრალური ან ტუტე გარემო
ადგილობრივად იმუნიტეტის დაქვეითება
ამიტომ:
ყოველდღიური ჩაბანა წარმოადგენს აუცილებლობას
აუცილებელია საცვლის ყოველდღიური გამოცვლა (ფიზიოლოგიური გამონადენი შარდის წვეთებთან ერთად რჩება საცვალზე, რაც იწვევს ნაზი კანის გაღიზიანებასა და ინფექციური პროცესის განვითარებას)
აუცილებლად ასწავლეთ გოგონას ტუალეტის ქაღალდის გამოყენება ყოველი მოშარდვის შემდეგ
საპნის გამოყენება დასაშვებია კვირაში 2-ჯერ
გოგონას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური პირსახოცი
პირსახოცი და საცვლები უნდა გაირეცხოს ცალკე, ოჯახის სხვა წევრების ტანსაცმლისგან დამოუკიდებლად
დაუცველი ჰიგიენის, მოჭერილი საცვლების, უხეში ტუალეტის ქაღალდის გამოყენების გარდა, ანთებით პროცესებს ასევე იწვევს მახვილა ჭიები, რომლებიც ბუდობენ მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილში. ზოგჯერ შესაძლებელია ეს ჭიები შეძვრნენ საშოში.
ნებისმიერი ასაკის გოგონებში უნდა მივაქციოთ დროული ყურადღება შარდის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის დროულ დაცლას, ვინაიდან მუდმივად გადავასებული შარდის ბუშტი და და ქრონიკული ყაბზობა (შეკრულობა) ზრდის ვულვიტის და ვულვო ვაგინიტის განვითარების რისკს.