წყლის დალევა ჭამის დროს ან მის შემდეგ, აქვს თუ არა მას ზეგავლენა საჭმლის მონელებაზე ან წონაზე? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„არსებობს სპეკულაცია, რომ ჭამის შემდეგ წყლის დალევა ხელს უშლის მონელებას და წონის კლებას. სამწუხაროდ, ამ სპეკულაციის ავტორები ადამიანის ფიზიოლოგიაში ვერ ერკვევიან.
ეს არის რჩევა, რომელიც შეიძლება მოისმინოთ სადილის დროს მეგობრისგან ან ექიმისგან: „ჭამამდე, ჭამის დროს და ჭამის შემდეგ წყალი არ უნდა დალიო - ეს საჭმლის მონელებისთვის საზიანოა და წონის კლებაში ხელს შეგიშლის.“
ეს რეკომენდაცია მან შეიძლება წლების წინ გაიგო ან წაიკითხა საბჭოთა ლიტერატურაში და ჩათვალა, რომ სიმართლე იყო, ან ახლახან წაიკითხა ინტერნეტში, სადაც ასეთი არასარწმუნო ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და მარადიულად ცოცხლობს.
მოდით განვიხილოთ ეს საკითხი:
1. წყლის უარყოფითი გავლენა საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ არ შეესაბამება ადამიანის ნორმალურ ფიზიოლოგიას.
საჭმლის მონელების პროცესის სწრაფი მიმოხილვა:
საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუში, სადაც საჭმელი ქუცმაცდება და რბილდება - ფიზიკურად ღეჭვით და ქიმიურად სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი ფერმენტებით. შემდეგ საკვები საყლაპავის გავლით გადადის კუჭში, სადაც იშლება კუჭის მჟავა წვენით. ამის შედეგად მიღებული ნარევი გადადის წვრილ ნაწლავში.
ზემოთ მოცემულ ეტაპზე ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვის 75 პროცენტი.
დანარჩენი, რაც არ შეიწოვება გადამუშავდება მსხვილ ნაწლავში და შემდეგ გამოიყოფა.
მთელი პროცესი 24-დან 72 საათამდე გრძელდება.
მითი იმის შესახებ, რომ წყალი ახდენს კუჭის წვენის განზავებას, არ შეესაბამება ადამიანის ფიზიოლოგიას რამდენიმე მიზეზის გამო:
1. წყალი მიღების შემდეგ შეიწოვება კუჭში საკმაოდ სწრაფად - როგორც წესი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შესაძლო განზავება კუჭის წვენისა წყლით ტრანზიტორულია (გარდამავალი).
მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კუჭი წყლით მთლიანად სავსე იქნება, ეს ხელს არ შეუშლის საჭმლის მონელებას, რადგან წყალი ხელს არ შეუშლის ფერმენტების აქტივობას, რადგან ფერმენტები უერთდებიან და ზემოქმედებენ მხოლოდ საკვების ნაწილაკებს, იმის მიუხედავად რა რაოდენობის წყალია კუჭში.
2. ასევე არც წყალი არ მოქმედებს კუჭის მჟავიანობაზე.
კუჭი გამოყოფს და რეაგირებს იმდენი მჟავის გამოყოფით, რამდენიც საჭიროა კუჭში მოხვედრილი საკვების მოსანელებლად.
არ არსებობს კონკრეტული მჟავის გამოყოფის რაოდენობა, ის დამოკიდებულია კუჭში მოხვედრილი საკვების რაოდენობაზე.
3. მითია, რომ წყალი ანელებს ტემპს, რომლის დროსაც საკვები გადადის კუჭიდან წვრილ ნაწლავში, ასევე ეწინააღმდეგება ფიზიოლოგიას.
ჭამის დროს წყლის დალევა გავლენას არ ახდენს კუჭის დაცლის სიჩქარეზე.
პირიქით - ჭამის დროს წყლის დალევამ შეიძლება, ხელი შეუწყოს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ღეჭვის და ყლაპვის ეტაპზე, სადაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს საჭმლის დარბილებას და საყლაპავში გადატანას.
ასევე კარგად ჰიდრატირებული სხეული ეხმარება საჭმლის მონელებას ელიმინაციის ეტაპზე - ეხმარება განავალს დარბილებაში და ნაწლავში გადაადგილებაში, შესაბამისად, ამცირებს შეკრულობას.
ასევე ჭამის წინ წყლის დალევის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი არის ის, რომ წყალი დროებით (გახსოვდეთ, ის შეიწოვება დაახლოებით 20 წუთში) იკავებს ადგილს თქვენს კუჭში.
ეს ხელს შეუწყობს ჭამის დროს სავსეობის შეგრძნებას.
თუ თქვენ წონაში დაკლებას ცდილობთ, ჭამის წინ 1½ - 2 ჭიქა წყლის მიღება ასოცირდება ნაკლები საკვების მიღებასთან ჩატარებული კვლევების მიხედვით.
უფრო დეტალურად:
არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ წყალს შეუძლია განზავება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი წვენის ან ხელი შეუშალოს საჭმლის მონელებას.
შეუძლებელია კუჭის მჟავა წვენის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი განზავება წყლის მიღებით:
კუჭის მჟავის pH (მჟავიანობა) არის <1.
ეს ნიშნავს, რომ თქვენი კუჭის მჟავა 100 000-ჯერ უფრო მჟავურია ვიდრე წყალი (წყლის pH ~ 7).
You cannot dilute your stomach acid in any physiologically meaningful way (e.g. HURT the digestive system)1 by drinking water during a meal. The pH of stomach acid is <1. That means your stomach acid is 100,000 x more acidic than water (pH of ~7).
წყალმა შეიძლება შეამციროს მადა და შესაბამისად, მიღებული კალორიების რაოდენობა.
საჭმელთან ერთად წყლის დალევა ასევე დაგეხმარებათ პაუზის გაკეთებაში, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სიგნალი თქვენი შიმშილისა და სავსეობის შესახებ.
ამან შეიძლება, თავიდან აგაცილოთ ზედმეტი ჭამა და შესაძლოა, წონის დაკლებაშიც კი დაგეხმაროთ.
გარდა ამისა, ერთმა 12-კვირიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომლებიც სვამდნენ 17 უნცია წყალს (500 მლ) თითოეული ჭამის წინ, დაიკლეს 2 კგ-ით მეტი, ვიდრე მათ, ვინც არ იღებდა წყალს ჭამამდე.
საჭმელთან ერთად ან მის შემდეგ წყლის დალევა ხელს შეგიწყობთ მადის რეგულირებაში, ხელს შეუშლის ზედმეტი საკვების მიღებას და ხელს შეუწყობს წონის კლებას“, - წერს ექიმი ზაზა თელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ცრუ სტერეოტიპია გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში, თუ დაუბუჟდათ ხელი, პირველ რიგში კარდიოლოგს მიმართავენ,“ - ნევროლოგი მადონა სეხნიაშვილი
ნევროლოგი მადონა სეხნიაშვილი ხელების დაბუჟების პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული სიმპტომი უმეტესად ნერვის პრობლემებზე მიგვანიშნებს:
„ტკივილს და დაბუჟებას აქვს დამცველობითი ფუნქცია. ის გვაფრთხილებს, რომ გარკვეულ პოზიციაში ნერვი არ არის კომფორტულად. ასეთ დროს უნდა შევიცვალოთ პოზიცია. ხელების დაბუჟება უხშირესად ნერვის ბრალია. ხელების დაბუჟება არის შეგრძნება, რომელსაც ნერვული კაბელი აღიქვამს. დაბუჟების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ უხშირესად ეს უნდა იყოს ნერვის პრობლემა. ცრუ სტერეოტიპია გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში, თუ დაუბუჟდათ ხელი, მიმართავენ პირველ რიგში კარდიოლოგს, აკონტროლებენ სისხლის შედედების პრობლემას. თუ ეს სისხლის შედედების პრობლემაა, რატომ არის მხოლოდ ერთი ხელისთვის ეს სისხლი ბლანტი და რატომ არ არის მეორე კიდურისთვის? უფრო კრიტიკულად თუ მივუდგებით, ცალ მხარეს, კონკრეტულად რომელიმე ადგილში დაბუჟება ყოველთვის ასოცირდება ნერვის რაიმე სახის პათოლოგიასთან.“
მადონა სეხნიაშვილის თქმით, დაბუჟებას უხერხულ პოზაში ხანგრძილვად ყოფნა იწვევს:
„თუ მთელი ხელის დაბუჟებაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში მხრის წნულის პრობლემაა. სავარაუდოდ ხდება მხრის წნულის მოჭყლეტვა. დღის განმავლობაში ჩვენ თუ უხერხულ პოზიციაში გვიდევს ხელი და დაგვიბუჟდა, რა თქმა უნდა, შევიცვლით პოზიციას. ძილის დროს ამას ვერ ვაკონტროლებთ. შესაბამისად, ძილის პროცესში კიდური შეიძლება ხანგრძლივად იყოს კომპრესირებული. ამ დროს ნერვს უფერხდება სისხლის მიმოქცევა, ის განიცდის იშემიას, სისხლნაკლებობას. ეს საკმაოდ უსიამოვნოა, თუმცა საშიშს ვერ დავარქმევთ. მნიშვნელოვანია იშემიის ხანგრძლივობა, ანუ რამდენ ხანს იყო ნერვი სისხლის მიმოქცევის გარეშე.“
მადონა სეხნიაშვილი თანამედროვე სამყაროში ყველაზე გავრცელებული ნეიროპათიის, მაჯის არხის სინდრომის შესახებ საუბრობს:
„დაბუჟებული ხელის სინდრომს სხვაგვარად შეყვარებულთა დამბლასაც ეძახიან. როდესაც შეყვარებულები ჩახუტებულები წვანან, პარტნიორის თავმა, შესაძლოა, მიაჭყლიტოს ნერვი მეორე პარტნიორის მხარზე. მსგავს ნეიროპათიებს შორის ყველაზე ხშირი არის მაჯის არხის სინდრომი. ამ დროს შუათანა ნერვი იჭყლიტება მაჯის გვირაბის მონაკვეთზე. ეს მდგომარეობა ასოცირებულია თითების განმეორებად მოძრაობასთან, მაგ. კომპიუტერთან ხანგრძლივად ბეჭდავთ, ქსოვთ. ამ დროს მაჯის მონაკვეთზე ზიანდება ნერვი. მაჯის გვირაბის დროს პაციენტებს ვურჩევთ ძილის განმავლობაში მაჯის ფიქსატორის გამოყენებას.“
„ნერვის მოჭყლეტვაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩივილები არის დაბუჟებასა და სისუსტეზე. პირველ რიგში ტკივილი იჩენს ხოლმე თავს და მოგვიანებით ერთვება დაბუჟება,“ - აღნიშნავს მადონა სეხნიაშვილი.