წყლის დალევა ჭამის დროს ან მის შემდეგ, აქვს თუ არა მას ზეგავლენა საჭმლის მონელებაზე ან წონაზე? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„არსებობს სპეკულაცია, რომ ჭამის შემდეგ წყლის დალევა ხელს უშლის მონელებას და წონის კლებას. სამწუხაროდ, ამ სპეკულაციის ავტორები ადამიანის ფიზიოლოგიაში ვერ ერკვევიან.
ეს არის რჩევა, რომელიც შეიძლება მოისმინოთ სადილის დროს მეგობრისგან ან ექიმისგან: „ჭამამდე, ჭამის დროს და ჭამის შემდეგ წყალი არ უნდა დალიო - ეს საჭმლის მონელებისთვის საზიანოა და წონის კლებაში ხელს შეგიშლის.“
ეს რეკომენდაცია მან შეიძლება წლების წინ გაიგო ან წაიკითხა საბჭოთა ლიტერატურაში და ჩათვალა, რომ სიმართლე იყო, ან ახლახან წაიკითხა ინტერნეტში, სადაც ასეთი არასარწმუნო ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და მარადიულად ცოცხლობს.
მოდით განვიხილოთ ეს საკითხი:
1. წყლის უარყოფითი გავლენა საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ არ შეესაბამება ადამიანის ნორმალურ ფიზიოლოგიას.
საჭმლის მონელების პროცესის სწრაფი მიმოხილვა:
საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუში, სადაც საჭმელი ქუცმაცდება და რბილდება - ფიზიკურად ღეჭვით და ქიმიურად სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი ფერმენტებით. შემდეგ საკვები საყლაპავის გავლით გადადის კუჭში, სადაც იშლება კუჭის მჟავა წვენით. ამის შედეგად მიღებული ნარევი გადადის წვრილ ნაწლავში.
ზემოთ მოცემულ ეტაპზე ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვის 75 პროცენტი.
დანარჩენი, რაც არ შეიწოვება გადამუშავდება მსხვილ ნაწლავში და შემდეგ გამოიყოფა.
მთელი პროცესი 24-დან 72 საათამდე გრძელდება.
მითი იმის შესახებ, რომ წყალი ახდენს კუჭის წვენის განზავებას, არ შეესაბამება ადამიანის ფიზიოლოგიას რამდენიმე მიზეზის გამო:
1. წყალი მიღების შემდეგ შეიწოვება კუჭში საკმაოდ სწრაფად - როგორც წესი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შესაძლო განზავება კუჭის წვენისა წყლით ტრანზიტორულია (გარდამავალი).
მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კუჭი წყლით მთლიანად სავსე იქნება, ეს ხელს არ შეუშლის საჭმლის მონელებას, რადგან წყალი ხელს არ შეუშლის ფერმენტების აქტივობას, რადგან ფერმენტები უერთდებიან და ზემოქმედებენ მხოლოდ საკვების ნაწილაკებს, იმის მიუხედავად რა რაოდენობის წყალია კუჭში.
2. ასევე არც წყალი არ მოქმედებს კუჭის მჟავიანობაზე.
კუჭი გამოყოფს და რეაგირებს იმდენი მჟავის გამოყოფით, რამდენიც საჭიროა კუჭში მოხვედრილი საკვების მოსანელებლად.
არ არსებობს კონკრეტული მჟავის გამოყოფის რაოდენობა, ის დამოკიდებულია კუჭში მოხვედრილი საკვების რაოდენობაზე.
3. მითია, რომ წყალი ანელებს ტემპს, რომლის დროსაც საკვები გადადის კუჭიდან წვრილ ნაწლავში, ასევე ეწინააღმდეგება ფიზიოლოგიას.
ჭამის დროს წყლის დალევა გავლენას არ ახდენს კუჭის დაცლის სიჩქარეზე.
პირიქით - ჭამის დროს წყლის დალევამ შეიძლება, ხელი შეუწყოს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ღეჭვის და ყლაპვის ეტაპზე, სადაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს საჭმლის დარბილებას და საყლაპავში გადატანას.
ასევე კარგად ჰიდრატირებული სხეული ეხმარება საჭმლის მონელებას ელიმინაციის ეტაპზე - ეხმარება განავალს დარბილებაში და ნაწლავში გადაადგილებაში, შესაბამისად, ამცირებს შეკრულობას.
ასევე ჭამის წინ წყლის დალევის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი არის ის, რომ წყალი დროებით (გახსოვდეთ, ის შეიწოვება დაახლოებით 20 წუთში) იკავებს ადგილს თქვენს კუჭში.
ეს ხელს შეუწყობს ჭამის დროს სავსეობის შეგრძნებას.
თუ თქვენ წონაში დაკლებას ცდილობთ, ჭამის წინ 1½ - 2 ჭიქა წყლის მიღება ასოცირდება ნაკლები საკვების მიღებასთან ჩატარებული კვლევების მიხედვით.
უფრო დეტალურად:
არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ წყალს შეუძლია განზავება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი წვენის ან ხელი შეუშალოს საჭმლის მონელებას.
შეუძლებელია კუჭის მჟავა წვენის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი განზავება წყლის მიღებით:
კუჭის მჟავის pH (მჟავიანობა) არის <1.
ეს ნიშნავს, რომ თქვენი კუჭის მჟავა 100 000-ჯერ უფრო მჟავურია ვიდრე წყალი (წყლის pH ~ 7).
You cannot dilute your stomach acid in any physiologically meaningful way (e.g. HURT the digestive system)1 by drinking water during a meal. The pH of stomach acid is <1. That means your stomach acid is 100,000 x more acidic than water (pH of ~7).
წყალმა შეიძლება შეამციროს მადა და შესაბამისად, მიღებული კალორიების რაოდენობა.
საჭმელთან ერთად წყლის დალევა ასევე დაგეხმარებათ პაუზის გაკეთებაში, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სიგნალი თქვენი შიმშილისა და სავსეობის შესახებ.
ამან შეიძლება, თავიდან აგაცილოთ ზედმეტი ჭამა და შესაძლოა, წონის დაკლებაშიც კი დაგეხმაროთ.
გარდა ამისა, ერთმა 12-კვირიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომლებიც სვამდნენ 17 უნცია წყალს (500 მლ) თითოეული ჭამის წინ, დაიკლეს 2 კგ-ით მეტი, ვიდრე მათ, ვინც არ იღებდა წყალს ჭამამდე.
საჭმელთან ერთად ან მის შემდეგ წყლის დალევა ხელს შეგიწყობთ მადის რეგულირებაში, ხელს შეუშლის ზედმეტი საკვების მიღებას და ხელს შეუწყობს წონის კლებას“, - წერს ექიმი ზაზა თელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მენსტრუალური ციკლის მოსვლა თუ აგვიანებს, გირჩევთ, ორსულობის ტესტი ჩაიტაროთ. სწორი პასუხის გასაგებად ტესტის ჩატარების ინსტრუქციას კარგად უნდა იცნობდეთ. თანამედროვე ქალბატონები სავარაუდო ორსულობის დადგენის მიზნით მარტივ ტესტს იყენებენ.
ორსულობის ტესტის გამოყენების ინსტრუქცია
ორსულობის ტესტის გამოყენება სხვადასხვა სახით შეგიძლიათ.
პირველ რიგში, ტესტი უნდა გახსნათ.
ტესტზე სპეციალური ხაზებით არის მონიშნული ის ადგილი, რომელიც შარდის ჭავლზე მგრძნობელობას ავლენს. იმისთვის, რომ ტესტმა ზუსტი პასუხი მოგცეთ, გირჩევთ შარდის ჭავლს ის დაახლოებით 7-10 წამის განმავლობაში მიუშვიროთ.
ტესტის სწორი პასუხის გასაგებად სხვაგვარი მეთოდის გამოყენებაც შეგიძლიათ. სტერილურ ჭურჭელში შარდი მოაგროვეთ და ტესტის ნიშნულებიანი თავი შარდში 10 წამის განმავლობაში მოათავსეთ.
ტესტი მშრალ, სუფთა ადგილას დადეთ და ხუთი წუთი დაელოდეთ. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ის ზუსტ პასუხს გიჩვენებთ.
ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია
უარყოფითი პასუხი
ტესტის ჩატარების შემდეგ მის ზედაპირზე ერთი ხაზი თუ ფიქსირდება, ორსულად არ ხართ. აღნიშნული საკონტროლო ხაზი, როგორც წესი, წითელი ფერისაა. მისი გამოჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ ტესტი ვარგისია.
დადებითი პასუხი
დადებითი პასუხის შემთხვევაში ტესტის ზედაპირზე ორი წითელი ხაზი გამოჩნდება. როგორც წესი, საკონტროლო წითელი ხაზი უფრო მუქია, ვიდრე ტესტის მეორე ხაზი. რაც უფრო მუქია ტესტის მეორე წითელი ხაზი, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ორსულად ხართ.
ტესტის არასწორი პასუხი
ტესტი არასწორ პასუხს იძლევა და გამოუსადეგარია, თუ მისი ჩატარების შემდეგ ცენტრალური საკონტროლო წითელი ხაზი არ ჩნდება.
ორსულობის ტესტის შენახვის პირობები
ორსულობის ტესტი ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ. არ გამოიყენოთ ტესტი, თუ მას ვარგისიანობის ვადა უკვე გასული აქვს. ტესტი მზის დასხივებას, ზედმეტ სიცხეს და ტენს უნდა მოარიდოთ.
გამოყენებული ტესტები ინფექციის გავრცელების რისკებს ზრდის, რის გამოც ტესტი გამოყენებისთანავე გადააგდეთ, ხელები კი საპნითა და ცხელი წყლით დაიბანეთ.