წყლის დალევა ჭამის დროს ან მის შემდეგ, აქვს თუ არა მას ზეგავლენა საჭმლის მონელებაზე ან წონაზე? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„არსებობს სპეკულაცია, რომ ჭამის შემდეგ წყლის დალევა ხელს უშლის მონელებას და წონის კლებას. სამწუხაროდ, ამ სპეკულაციის ავტორები ადამიანის ფიზიოლოგიაში ვერ ერკვევიან.
ეს არის რჩევა, რომელიც შეიძლება მოისმინოთ სადილის დროს მეგობრისგან ან ექიმისგან: „ჭამამდე, ჭამის დროს და ჭამის შემდეგ წყალი არ უნდა დალიო - ეს საჭმლის მონელებისთვის საზიანოა და წონის კლებაში ხელს შეგიშლის.“
ეს რეკომენდაცია მან შეიძლება წლების წინ გაიგო ან წაიკითხა საბჭოთა ლიტერატურაში და ჩათვალა, რომ სიმართლე იყო, ან ახლახან წაიკითხა ინტერნეტში, სადაც ასეთი არასარწმუნო ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და მარადიულად ცოცხლობს.
მოდით განვიხილოთ ეს საკითხი:
1. წყლის უარყოფითი გავლენა საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ არ შეესაბამება ადამიანის ნორმალურ ფიზიოლოგიას.
საჭმლის მონელების პროცესის სწრაფი მიმოხილვა:
საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუში, სადაც საჭმელი ქუცმაცდება და რბილდება - ფიზიკურად ღეჭვით და ქიმიურად სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი ფერმენტებით. შემდეგ საკვები საყლაპავის გავლით გადადის კუჭში, სადაც იშლება კუჭის მჟავა წვენით. ამის შედეგად მიღებული ნარევი გადადის წვრილ ნაწლავში.
ზემოთ მოცემულ ეტაპზე ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვის 75 პროცენტი.
დანარჩენი, რაც არ შეიწოვება გადამუშავდება მსხვილ ნაწლავში და შემდეგ გამოიყოფა.
მთელი პროცესი 24-დან 72 საათამდე გრძელდება.
მითი იმის შესახებ, რომ წყალი ახდენს კუჭის წვენის განზავებას, არ შეესაბამება ადამიანის ფიზიოლოგიას რამდენიმე მიზეზის გამო:
1. წყალი მიღების შემდეგ შეიწოვება კუჭში საკმაოდ სწრაფად - როგორც წესი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შესაძლო განზავება კუჭის წვენისა წყლით ტრანზიტორულია (გარდამავალი).
მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კუჭი წყლით მთლიანად სავსე იქნება, ეს ხელს არ შეუშლის საჭმლის მონელებას, რადგან წყალი ხელს არ შეუშლის ფერმენტების აქტივობას, რადგან ფერმენტები უერთდებიან და ზემოქმედებენ მხოლოდ საკვების ნაწილაკებს, იმის მიუხედავად რა რაოდენობის წყალია კუჭში.
2. ასევე არც წყალი არ მოქმედებს კუჭის მჟავიანობაზე.
კუჭი გამოყოფს და რეაგირებს იმდენი მჟავის გამოყოფით, რამდენიც საჭიროა კუჭში მოხვედრილი საკვების მოსანელებლად.
არ არსებობს კონკრეტული მჟავის გამოყოფის რაოდენობა, ის დამოკიდებულია კუჭში მოხვედრილი საკვების რაოდენობაზე.
3. მითია, რომ წყალი ანელებს ტემპს, რომლის დროსაც საკვები გადადის კუჭიდან წვრილ ნაწლავში, ასევე ეწინააღმდეგება ფიზიოლოგიას.
ჭამის დროს წყლის დალევა გავლენას არ ახდენს კუჭის დაცლის სიჩქარეზე.
პირიქით - ჭამის დროს წყლის დალევამ შეიძლება, ხელი შეუწყოს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ღეჭვის და ყლაპვის ეტაპზე, სადაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს საჭმლის დარბილებას და საყლაპავში გადატანას.
ასევე კარგად ჰიდრატირებული სხეული ეხმარება საჭმლის მონელებას ელიმინაციის ეტაპზე - ეხმარება განავალს დარბილებაში და ნაწლავში გადაადგილებაში, შესაბამისად, ამცირებს შეკრულობას.
ასევე ჭამის წინ წყლის დალევის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი არის ის, რომ წყალი დროებით (გახსოვდეთ, ის შეიწოვება დაახლოებით 20 წუთში) იკავებს ადგილს თქვენს კუჭში.
ეს ხელს შეუწყობს ჭამის დროს სავსეობის შეგრძნებას.
თუ თქვენ წონაში დაკლებას ცდილობთ, ჭამის წინ 1½ - 2 ჭიქა წყლის მიღება ასოცირდება ნაკლები საკვების მიღებასთან ჩატარებული კვლევების მიხედვით.
უფრო დეტალურად:
არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ წყალს შეუძლია განზავება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი წვენის ან ხელი შეუშალოს საჭმლის მონელებას.
შეუძლებელია კუჭის მჟავა წვენის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი განზავება წყლის მიღებით:
კუჭის მჟავის pH (მჟავიანობა) არის <1.
ეს ნიშნავს, რომ თქვენი კუჭის მჟავა 100 000-ჯერ უფრო მჟავურია ვიდრე წყალი (წყლის pH ~ 7).
You cannot dilute your stomach acid in any physiologically meaningful way (e.g. HURT the digestive system)1 by drinking water during a meal. The pH of stomach acid is <1. That means your stomach acid is 100,000 x more acidic than water (pH of ~7).
წყალმა შეიძლება შეამციროს მადა და შესაბამისად, მიღებული კალორიების რაოდენობა.
საჭმელთან ერთად წყლის დალევა ასევე დაგეხმარებათ პაუზის გაკეთებაში, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სიგნალი თქვენი შიმშილისა და სავსეობის შესახებ.
ამან შეიძლება, თავიდან აგაცილოთ ზედმეტი ჭამა და შესაძლოა, წონის დაკლებაშიც კი დაგეხმაროთ.
გარდა ამისა, ერთმა 12-კვირიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომლებიც სვამდნენ 17 უნცია წყალს (500 მლ) თითოეული ჭამის წინ, დაიკლეს 2 კგ-ით მეტი, ვიდრე მათ, ვინც არ იღებდა წყალს ჭამამდე.
საჭმელთან ერთად ან მის შემდეგ წყლის დალევა ხელს შეგიწყობთ მადის რეგულირებაში, ხელს შეუშლის ზედმეტი საკვების მიღებას და ხელს შეუწყობს წონის კლებას“, - წერს ექიმი ზაზა თელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
სტრესისა და შფოთვისგან გასათავისუფლებელი ვარჯიშები - ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე
ფსიქოთერაპევტმა დავით ანდღულაძემ ძლიერი შფოთვით მოცული ადამიანებისთვის გამოსადეგი და ეფექტიანი ვარჯიშების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანებს შეუძლიათ ამ დროს ყურადღება მიმართონ არა მედიკამენტებისკენ, არამედ კონკრეტული აქტივობებისკენ:
„როდესაც ატანილია შფოთვით ადამიანი, მოცულია შფოთვით და პანიკურ მდგომარეობაშია, რა უნდა გააკეთოს ამ მდგომარეობაში? ვერ გეტყვით, რომ ამ დროს ყურადღება გადაიტანოთ რამეზე. როგორც წესი, ამ დროს არ გაქვთ ამის საშუალება. ამ განსაკუთრებული შფოთვის დროს, რამდენ თქვენგანს გამოუყენებია პრეპარატი? ამოგიღიათ ჩანთიდან, ჯიბიდან, უჯრიდან, დალოდებიხართ რამდენიმე წუთს. თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ ყურადღება მიმართოთ იმ საცავისკენ, სადაც არის ეს წამალი. ამ დროს, როგორც წამლისკენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ყურადღება, ისევე შეგიძლიათ ყურადღება მიმართოთ რეალობისკენ, რომელიც ცოტა ხნის წინ დაკარგეთ. რომ არა ეს შფოთვა, რა მდგომარეობაში იქნებოდით ახლა, რას გააკეთებდით ახლა?!“
დავით ანდღულაძის თქმით, შფოთვის დროს ძალიან კარგია სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება:
„ამ დროს უპირატესობას ვანიჭებთ ფიზიკურ აქტივობას. ფიზიკური აქტივობაა სუნთქვაც. კარგია ღრმა ჩასუნთქვა და სუნთქვის შეკავება საკმაოდ დიდხანს. არის ასევე სხვა ტიპის აქტივობებიც, როგორიცაა ბოლთის ცემა. ამას ისედაც აკეთებთ ხოლმე. ამაზე უკეთესია სირბილი, ჩაბუქვნა. ამ დროს, რადგან ფიზიკურად იტვირთება ადამიანი, გული უჩქარდება. უნდა აუჩქარდეს კიდეც. შფოთვის დროს ადამიანს ისედაც აჩქარებული აქვს გული. გულის აჩქარება ისევ შფოთვასთან, საფრთხესთან არის ასოცირებული, ამიტომ მსგავსი აქტივობები არ ღირს. რა ტიპის აქტივობა გვირჩევნია?! უმჯობესია, მარტივია და პრაქტიკაში უკეთ გამოსაყენებელია მსუბუქი, განმეორებადი მოძრაობები.“
დავით ანდღულაძემ მჯდომარე პოზიციაში შესასრულებელ სპეციალურ ვარჯიშებზეც ისაუბრა, რომელთა დახმარებით ადამიანები შფოთვის დამარცხებას შეძლებენ:
„რომ ვზივარ, შემიძლია თავი ვაქნიო. ხომ ცუდად ვარ, ხომ წამოხტომა მინდა, მაგრამ თავი რომ გადავაქანო და გამოვაქანო, რა მიშლის ხელს?! ეს იმ შემთხვევაში გამოგვადგება, როდესაც პრობლემა არის მწვავე, მაგრამ არც იმდენად, რომ კისრის კუნთები იყოს ზედმეტად დაჭიმული. ვიღაცისთვის ეს შეიძლება აკვანთან ასოცირდებოდეს, ვიღაცისთვის ზღვაზე, გასაბერ ლეიბზე წოლასთან. მთავარი ის არის, რომ ეს განმეორებადი მოძრაობა ადვილად აღქმადია ჩვენი ცნობიერებისთვის, არის პროგნოზირებადი. შფოთვა-ფორიაქის დროს ვართ დაკარგულები. განცდა მაქვს, რომ არ ვიცი სად ვარ. ასევე შეგვიძლია კისრის განზრახ გადაწევა. შემიძლია თავი მოვაბრუნო მარჯვნივ, მოვაბრუნო მარცხნივ. რომელი მოძრაობის შესრულების საშუალებასაც მაძლევს ჩემი კისერი, იმას ვაკეთებ.“
დავით ანდღულაძის თქმით, შფოთვის დასაძლევი ვარჯიშების შესრულება ფეხზე დგომისასაც შეგვიძლია:
„იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ფეხზე მდგომმა. ხან ერთ ფეხზე გადავიტანთ სიმძიმეს, ხან მეორეზე. ფეხზე მდგომებს შეგვიძლია მთლიანად წავიდეთ მარჯვენა მხარეს, მარცხენა მხარეს. მერე უკვე ვნახავ, რომ ამ მოძრაობაზე გადადის ჩემი ყურადღება, შფოთვა თანდათანობით ქვეითდება, შინაგანი სიმშვიდის ხარისხი იმატებს. უფრო მარტივია, რომ ფიზიკურად ერთ ადგილზე ვიდგე, მაგრამ ტორსი მოვაბრუნო ჯერ ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს. ხელები რაც უფრო თავისუფალი იქნება, მით უკეთესი. ხელს მიმართულება არ უნდა მივცეთ. მოქნეული მხარი მას თავად წაიღებს და წამოიღებს.“
„შეგვიძლია ყურადღება მივიქციოთ ტაშის შემოკვრით. შეიძლება დავიწყო ნელა და მერე ავაჩქარო. შეიძლება ძალაზე ვიყო ორიენტირებული, ხელები კარგად ამეწვას. ეს არის არა თვითგვემა, თვითდაზიანება, არამედ ყურადღების გადატანის გზა და საშუალება. ეს ჩვევად არ უნდა იქცეს. ეს არის, რაც ყველაზე ნაკლებად გვაწყობს, მაგრამ უკეთესი თუ მიუწვდომელია იმ მომენტში, ასეთი აქტივობა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა,“ - აღნიშნა დავით ანდღულაძემ.