როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„კულტურას დავარტყით და ქართველი წარმოვიდგინეთ, რომ დიდი ღიპი აქვს, სვამს და უსაქმურია,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე
ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში არსებული ტენდენციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი სისტემა მოშლილია:
„კულტურას დავარტყით და ქართველი წარმოვიდგინეთ, რომ დიდი ღიპი აქვს, სვამს და უსაქმურია. ეს ხატი ჩაიდო ახალგაზრდებში. გაჩნდა სიტყვა „ღრუზინული,“ ანუ სასაცილო. არ არის მოდაში, რომ ქართველად წარმოჩინდე. ქუჩაში ნორმატიული წესები (მე არ ვლაპარაკობ ქურდულ მენტალიტეტზე) შეიცვალა. მე რომ ვიყავი სკოლაში, მეცხრე-მეათე კლასში ბიჭებში ჩხუბები და გარჩევები სულ იყო, მაგრამ იმ ნორმებით ჩხუბის დროს დანის წაღება არ შეიძლებოდა. არა იურიდიული, პოლიციური, არამედ ქუჩის ნორმებით არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ახლა თუ გინდა ბენზო ხერხი წაიღე ან ოცმა კაცმა ცემეთ ერთი. ეს ნორმატივიც მოიშალა.“
„სასწავლებლებს აეკრძალათ აღმზრდელობითი ფუნქცია. ოჯახზეც უკვე სერიოზული შეტევაა. დისკრედიტირებულია მშობლების თაობა. მე ვსაუბრობ იმაზე, რა ტენდენციებია. ორიენტირი აღარ არის. მივიღეთ ჯგუფები, რომლებიც ერთი სხვა გავლენის ქვეშაა, მეორე - სხვა გავლენის ქვეშ. ორიენტირის გარეშე ადამიანს უჭირს, რომ შეაფასოს თავისივე ქცევა,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურა მხეიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.