როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მთავარი შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ, არის დაუკვირვებლობა მაშინ, როდესაც პატარა ტირის,“ - ექიმი რობერტ ჰამილტონი
ექიმმა რობერტ ჰამილტონმა ატირებული ბავშვის დამშვიდების ცნობილ მეთოდზე ისაუბრა, რომელიც მისი აღმოჩენაა:
„როდესაც ბავშვი გვიჭირავს, მას ხელებს თავისი სხეულის გარშემო ვახვევინებთ და ვარწევთ ზემოდან ქვემოთ. ეს პოზა მას ახსენებს პერიოდს, როდესაც დედის მუცელში იყო. სწორედ ეს მოქმედებს დამამშვიდებლად. არსებითად რასაც ვაკეთებთ, არის ბავშვის სწორად რწევა. ამით ვუქმნით მას კომფორტს.“
რობერტ ჰამილტონის თქმით, მისი მეთოდი ყველაზე მეტად სამ თვემდე ასაკის ბავშვებთან ამართლებს:
„ეს მეთოდი ყველაზე მეტად გამოსადეგია დაბადებიდან სამ თვემდე. ამის შემდეგ ბავშვი მძიმდება და მისი დაჭერა ძნელდება. სამი თვის შემდეგ ეს მეთოდიც აღარ მოქმედებს. ჩვენ ვსაუბრობთ სიცოცხლის პირველ სამ თვეზე. ასეთ სიტუაციაში, ვფიქრობ, იდეალურია ჩვილის ყოფნა დედის მკლავებში. ეს ასეც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, არ ვღელავ, რომ ბავშვს მუდმივად ხელში აყვანის სურვილი ექნება.“
„არავის სურს, რომ თავისი პატარა გაურკვევლად ტიროდეს. მშობლები ერიდებიან ბავშვს შეუქმნან კომფორტი. ჩემი აზრით, ბავშვს ზოგჯერ უბრალოდ სურს, რომ დედამ აიყვანოს. ამ დროს მშობლებს არ სურთ, რომ გაანებივრონ იგი, ამიტომ უარს ეუბნებიან დამშვიდებასა და მოვლაზე. მთავარი შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ, არის დაუკვირვებლობა მაშინ, როდესაც პატარა ტირის,“ - აღნიშნულ საკითხზე ექიმმა ჰამილტონმა LIFE FM -ის გადაცემაში FM პედიატრი ისაუბრა.