როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში? მოწამლულია ყველაფერი, ჩვენ საკუთარი ხელით მოვწამლეთ საკვები და ჰაერი,“ - დეკანოზი შალვა კეკელია
დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანებში უმადური თვისებების გამოვლენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანები ხშირად უსამართლოდ ადანაშაულებენ ღმერთს საკუთარ პრობლემებში:
„რამდენჯერ გვისაუბრია ღმერთზე: „ღმერთო, თუ მართლა სამართლიანი ხარ, ამდენი ბოროტება რატომ არსებობს? თუ კეთილი ხარ, რატომ იბადებიან ბავშვები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან? ღმერთო, თუ მართლა კეთილი ხარ, მაშინ ახალგაზრდები რატომ კვდებიან? ღმერთო, თუ შენ ასეთი კეთილი ხარ, მაშინ ამდენი დაავადება რატომ არის ამ ქვეყანაზე?“ ჩვენ, ადამიანები ამ ყველაფერს ვაბრალებთ ღმერთს.“
მამა შალვას თქმით, ადამიანებმა თავიანთი ხელით გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს:
„ადამიანები ღმერთს ვაბრალებთ ჩვენს დანაშაულებს. ჩვენ, ადამიანებმა საკუთარი ხელით გამოვუტანეთ განაჩენი ჩვენს თავს. ჩვენივე ხელით მოვწამლეთ ჰაერი, ჩვენ გამოვიგონეთ ისეთი რაღაცები, რითაც ეს ჰაერი იწამლება, ჩვენ კარგ ჰაერს ვერ ვსუნთქავთ. როგორი შექმნა ღმერთმა ეს სამყარო? აბა, გადით, სადაც ადამიანის ხელი არ არის შეხებული, ნახეთ, როგორი ჰაერია იქ. სადაც ადამიანმა არ მოსპო ბუნება, ნახეთ იქ როგორი ჰაერია. აბა იცხოვრეთ ასეთ ჰაერზე, მიიღეთ ნატურალური პროდუქტი, ერთმანეთის მიმართ გქონდეთ სიყვარული, სითბო, არ გქონდეთ სიძულვილი და ნახავთ, თუ დაგიზიანდებათ ისე ფიზიკური სხეული.“
„საიდან არის ამდენი დაავადება? რატომ იბადებიან ბავშვები ასე? ჩვენი ბოღმის, ჩვენი ბოროტების გამოა. მოწამლულია ყველაფერი, საკვები მოწამლულია. ჩვენ ადამიანებმა საკუთარი ხელით მოვწამლეთ საკვები. ღმერთმა მოგვცა ნატურალური საკვები და ჩვენ, ადამიანები, იმიტომ, რომ ბევრი გავყიდოთ, ამ გაუბედურებულ საკვებს ვჭამთ. მერე ვიძახით, რატომ არის ბევრი დაავადებაო. თურმე ღმერთია დამნაშავე, ღმერთმა ადამიანი სამოთხეში დაბადა. ღმერთს ადამიანი არ დაუბადებია ცუდ ადგილზე,“ - აღნიშნა დეკანოზმა.