როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგისრეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია გარეთა სასქესო ორგანოების ქავილზემოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
რა იწვევს გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს?
ვულვის ქავილი იწვევს გარეგანი სასქესო ორგანოების დაზიანებას. ქავილი შესაძლოა, დღის ნებისმიერ მონკვეთში დაიწყოს, თუმცა მეტად შესამჩნევია ღამის საათებში.
ვუვლვის ქავილის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. უნდა გავარკვიოთ გამომწვევი მიზეზი.
1. ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი მიზეზია სოკოვანი დაავადება - კანდიდოზი.
ქალების 20%-ში კანდიდოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში კანდიდას ტიპის სოკო მრავლდება და იწვევს სოკოვან ინფექციას.
კანდიდას ტიპის სოკოვანი ინფექციები შესაძლოა, იწვევდეს შემდეგ ჩივილებს:
საშოსა და ვულვის ქავილი
ტკივილის შეგრძნება საშოში
ტკივილი სექსუალური აქტის დროს
ტკივილი შარდვისას
გამონადენი საშოდან
2. ბაქტერიული ვაგინიტი - ის უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კანდიდოზი. რის გამოც უფრო გავრცელებულია ვაგინალურ ინფექციებს შორის 15-45 წლის ასაკის ქალებში. ინფექცია იწყება მაშინ, როდესაც საშოში ჭარბი რაოდენობით არის გარკვეული ტიპის ბაქტერიები, უფრო ხშირია სქესობრივად აქტიურ ქალბატონებში. ბაქტერიული ვაგინიტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მისთვის დამახასიათებელია შემდეგი ჩვილები:
თხიერი თეთრი ან ნაცრისფერი გამონადენი საშოდან
ვაგინალური ტკივილი
ქავილი საშოში ან გარეთა სასქესო ორგანოების არეში
ე.წ. თევზის სუნი
წვა შარდვისას
3. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - იწვევენ სხვადასხვა ჩივილს ვულვის ქავილის ჩათვლით. ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძირითადად ქავილს იწვევენ ტრიხამონიაზი და ბოქვენის ტილი. შესაძლოა, იყოს შემდეგი ჩივილები:
ვულვისა და საშოს ქავილი
არასასიამოვნო სუნის მქონე გამონადენი საშოდან
წვა გენიტალიების არეში
სიწითლე გენიტალიების არეში
ბოქვენის ტილები იწვევენ ვულვის ქავილს, უპირატესად ღამით. მათი დანახვა თავადაც შეგიძლიათ. ამის არსებობის შემთხვევაში აუცილებელი ტილების მოშორება ტანსაცმლიდან, თეთრეულიდან. ასევე აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
4. გაღიზიანება ან ალერგიული რეაქციები
ზოგჯერ ვულვის ქავილს იწვევს გარე გამღიზიანებელი ან ალერგიული რეაქცია. სხვადასხვა ქიმიურ საშუალებას შეუძლია დააზიანოს ვულვის ზედაპირი, რაც შემდეგში გამოიწვევს მის ქავილს.
გამღიზიანებლებსა და ალერგენებში შედის:
საპონი
ქაფიანი აბაზანა
დასაბანი საშუალებები
ტანსაცმლის გარკვეული ტიპები
საშოს გამოსარეცხი საშუალებები
სპერმიციდები
ლუბრიკანტები
ტალკი
მედიკამენტები
საბავშვო სველი ხელსახოცები
პრეზერვატივი
საფენები (ყოველდღიური)
საცვლები
თუ ახალი ჰიგიენური საშუალების გამოყენებისას დაგეწყოთ ვულვის ქავილი, უმჯობესია, რამდენიმე დღით შეწყვიტოთ მისი გამოყენება და დააკვირდეთ, გაუმჯობესდება თუ არა თქვენი მდგომარეობა!
5. წითელი ბრტყელი ლიქენი - მას შეუძლია სხეულის სხვადასხვა ადგილის დაზიანება: კანის, თმების, ფრჩხილების და ლორწოვანი გარსების.
როდესაც დაავადება ვითარდება საშოში, საშოს ლორწოვანზე ჩნდება თეთრი ლაქები და წყლულები, რომლებიც შესაძლოა, იყოს მტკივნეული. თუ პროცესი ვითარდება ვულვაზე, იწვევს ქავილს და ვულვაზე ჩნდება ბრტყელი მუწუკები.
ზემოთ აღნიშული ჩივილებიდან გამომდინარე უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას, დაგათვალიერებთ სარკეებში, აგიღებთ საშოს ნაცხს და გადაწყვეტს თქვენი მკურნალობის ტაქტიკას.