რატომ არ უნდა აიღოთ შარდი ანალიზისათვის ბამბის ტამპონის გაწურვით და როგორია შარდის სწორი შეგროვების წესები ჩვილებში, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ჩვილებში შარდის შეგროვება მართლა რთული მისიაა. პატარა ხომ თქვენს თხოვნასა და სურვილს მოშარადვასთან დაკავშირებით ვერაფრით დაემორჩილება?! არადა, ექიმმა სწორედ შარდის ანალზის ჩატარება გირჩიათ.
შარდის ასაღებად და შესაგროვებლად ორი მეთოდი არსებობს - შეგროვება კონტეინერში (ქილაში, რომელსაც სახურავი აქვს) და შეგროვება სპეციალურ პაკეტ-კოლექტორში, რომელიც ჩვილის შორისის მიდამოში მაგრდება. ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ადვილი მოსახმარია.
რა დაგჭირდებათ?
- მისაწებებელი პაკეტი - კოლექტორი
- შარდის შესაგროვებელი ქილა - კონტეინერი
როგორ ავიღოთ მასალა კვლევისათვის
- პირველ რიგში, დაიბანეთ ხელები
- ჩვილი ჩაბანეთ, გამშრალეთ. დააწვინეთ ზურგზე.
- გახსენით პაკეტის შეფუთვა, მოხსენით პაკეტის მისაკრავად განკუთვნილ ბოლოებს წებვადი ლენტი.
- კოლექტორი უნდა მიამაგროთ შორისის მოდამოში ისე, რომ გოგონას სასაქეო ბაგეებს სრულად ფარავდეს, ხოლო ვაჟებში სასქესო ასო მოთავსებული იყოს მის შიგნით.
- პაკეტის ზემოდან არ ჩააცვათ საფენი, რათა მისი მიჭლყეტა არ მოხდეს. ამ შემთხვევში შარდს ვერ შეაგროვებთ.
- მოშარდვას დააჩქარებთ, თუ პატარას ძუძუს, ხელოვნურ ნარევს ან რაიმე სითხეს მისცემთ.
- მოშრადვამდე ბავშვი ვერტიკალურად ხელში ვერტიკალურად გეჭიროთ, რათა პაკეტიდან შარდის გადადინება და დაკარგვა არ მოხდეს.
- მოშარდვის შემდეგ მოხსენით პაკეტი, გადაასხით შიგთავსი სტერილურ ქილაში და რაც შეიძლება სწრაფად წაიღეთ ლაბორატორიაში.
რა არ შეიძლება?
დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მოხმარებამდე არ მოხსნათ თავსახური ქილა-კონტეინერს.
საქმის გასაიოლებლად საფენის ქვეშ არ მოათავსოთ ნაჭერი ან ბამბის ტამპონი, რომელსაც მოშარდვის შემდეგ გაწურავთ. ამგვარად აღებული შარდი დაბინძურებულია ბაქტერიებით და რაც მთავარია, გაფილტრულია, შესაბამისად, ანალიზის პასუხი აუცილებლად მცდარი იქნება,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.
წაიკითხეთ სრულად