კინოა და ჩია - სასარგებლოა თუ არა ბავშვებისთვის? - ამ თემაზე ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ კინოა და ჩია საზოგადოებაში ცნობილია მარცვლეულად, ბურღულეულად და ხორბლის, სიმინდის, ბრინჯის და ა.შ. კატეგორიაში გაჰყავთ, სინამდვილეში არის თესლი. რას ცვლის ეს ყველაფერი? ცვლის გარკვეულწილად შემადგენლობას და მისი გამოყენების როლს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მარცვლეულსა და ბურღულეულზე, მათ სხვა დატვირთვით ვიყენებთ რაციონში, ჩია და კინოა კი გახლავთ თესლი. ორივე (ჩია და კინოა) ძალიან სასარგებლოა, მაგრამ იმის გამო, რომ სასარგებლოა, ნუ გავთამამდებით და მცირე ასაკის ბავშვებში, მათი მდგომარეობის გაუთვალისწინებლად, პედიატრთან შეთანხმების გარეშე არ ჩავრთოთ კვების რაციონში,“ - აღნიშნა მარი მალაზონიამ.
როგორც გადაცემის სტუმარმა ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ დასძინა, კინოა და ჩია სკოლის ასაკის ბავშვს შეიძლება კვირაში რამდენჯერმე შევთავაზოთ, განსაკუთრებით ჩია პერიოდულად კარგ ეფექტს გვაძლევს ნუტრიციული ყაბზობისას უჯრედისის შემადგენლობის გამო.
წყარო: „პირადი ექიმი მარი მალაზონია“
წაიკითხეთ სრულად