ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ისტორიული დღის, ანუ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცების შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
,,ისტორიული დღე იყო 2020 წლის 10 დეკემბერი. FDA-მ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. 17 ხმა 4-ის წინააღმდეგ. ერთმა თავი შეიკავა. დარწმუნებული ვარ, იმ 17-დან ვერცერთი ვერ დაიძინებდა ამ საღამოს მშვიდად.
ნაცნობი შეგრძნებაა. სიკვდილთან ყოველი დამარცხებისას განუწყვეტლივ ფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა კიდევ რამის გაკეთება და შეცდომა ხომ არ დაუშვი სადმე; იქნებ ვერ იყავი საკმარისად გაბედული; იქნებ უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყავი; იქნებ... იქნებ .. იქნებ ის ოთხი ადამიანი იყო მართალი; ისინიც ხომ ექსპერტები არიან? იქნებ ... იქნებ ...
დიახ, აქვს ვაქცინებს თავისი გართულებები. ყველამ ვიცით. მაგრამ კაცობრიობამ მიიღო მათი გამოყენების რისკი. პლანეტა ვერ გაჩერდება. ადამიანთა სამყარომ მიიღო და გაითავისა საკუთარ არსებობასთან დაკავშირებული ხიფათები, გათვალა უპირატესობები და პრაგმატული ნაბიჯებით გააგრძელა წინსვლა.
კოვიდმა მთელი წლით გაყინა პლანეტა; გადაასხვაფერა. ესპანური გრიპი ბევრად უფრო ფატალური პანდემია იყო, მაგრამ კოვიდი რატომღაც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ მსოფლიო საოცრად დაპატარავდა და თან აჩქარდა. ინტერნეტმა შექმნა ეს ილუზია. ქვეყნებმა ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგარი კორპუსების მაცხოვრებლებივით დაიწყეს ერთმანეთის ფანჯრებში ჭვრიტინი, დაწვრილებით შეისწავლეს მეზობლების ქცევა, რუტინა; მოწმეები გახდნენ ერთმანეთის ბედნიერებისა და უბედურების, სიხარულისა და შიშის.
ნეტავ როგორ გავიხსენებთ ამ დღეს რამდენიმე წლის შემდეგ?
როგორც კაცობრიობის დიდი გამარჯვების დღეს? ასეთი სისწრაფით არასოდეს უმუშავია პლანეტის გაერთიანებულ გონს მიკროსამყაროს წინააღმდეგ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შეიქმნა ვაქცინა, ყველაზე ეფექტური და გამანადგურებელი იარაღი სამყაროთაშორის ბრძოლაში. რა სიზუსტის აღმოჩნდება ეს იარაღი? გასროლისას მსროლელსაც ხომ არ დააზიანებს? არავინ იცის აბსოლუტური სიზუსტით, მაგრამ მოცდა აღარ შეიძლება. მხოლოდ ვირუსი არ ემუქრება პლანეტას, შეუცნობელის მოლოდინის შიში დათრგუნავს და დააძაბუნებს.
ექიმებზე უკეთ არავინ იცის ამ შიშის ძალა. უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტი ხომ შიშით მანამ კვდება, სანამ თავად დაავადება მოერევა ორგანიზმს. ამ შიშის გავრცელება უნდა აღიკვეთოს. ვაქცინა იმედია, რწმენაა და იმდენად რაციონალურია ეს რწმენა, რამდენადაც მსოფლიო გონი ენდობა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს.
შეუცნობლის მიმართ შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე, მაგრამ ეს შიში აუცილებლად გაიფანტება დროთა განმავლობაში. როგორც კი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება დაგროვდება, შიშის მოქმედების არეალიც შემცირდება.
მაგრამ, მაინც ... ნეტავ ვის უფრო მშვიდად სძინავს ამ ღამით, იმ 17-ს თუ იმ 4-ს?
ალბათ ერთ დღეს გავიგებთ. მანამ კი ყველას გილოცავთ პირველ ნაბიჯს ჩვენი ეგზომ მობეზრებული და ეგზომ მონატრებული რუტინის დასაბრუნებელ გზაზე,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„იქ, სადაც დელტა ვირუსი „მძვინვარებს“ არის 5-ჯერ ნაკლები ინფიცირებულიც და გარდაცვლილიც“
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს:
„ავსტრიაში გასტრონომია, სასტუმრო, კლუბები, დასასვენებელი ობიექტები ყველაფერი გახსნილია და ამას ემატება „პირბადის გარეშე“ 1-ლი ივლისიდან.
პირბადე 1-ლი ივლისიდან მხოლოდ და მხოლოდ იქნება საზ. ტრანსპორტში და მუზეუმებში, რესტორანში არა, კლუბში არა, სასტუმროში არა. ახლა მხოლოდ სასტუმროშია.
ავსტრიას აქვს ინციდენცი, ანუ 7 დღის მანძილზე ახლადინფიცირებულთა რაოდენობა 100.000 მოსახლეზე 7,6. ანუ, ეს ნიშნავს რომ, 100.000 მოსახლიდან დღეში 1 ახალი ინფექციაა. ავსტრიას ტურისტების ბუმი აქვს, განსაკუთრრებით, დიდ ქალაქებს. და ეს უკვე მაისის დასაწყისიდან ანუ უკვე 2 თვეა.
ეს ფაქტები დადეთ ახლა ერთ მხარეს. მეორე მხარეს კი დადეთ აი ეს ინფორმაცია - ავსტრიის ჯანდაცვის განცხადებით, ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 15% არის დამტკიცებულად და გენეტიკურად დელტა ვირუსი.
ახლა კი, მესამე მხარეს დადეთ აი ეს ინფორმაცია - მსოფლიო ჯანდაცვის და დიდი ბრიტანეთის ვირუსოლოგთა ვარაუდით, ინდური ვარიანტი დელტა ვირუსი არის განსაკუთრებით სწრაფად გადამდები. ამიტომ ჩაიკეტა დიდი ბრიტანეთი თუ იკეტება.
და კიდევ ერთი ინფორმაცია - მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით, ინდოეთს 1 მილიონ მოსახლეზე ჰყავს 21.800 ახლადინფიცირებული და 281 გარდაცვლილი. შედარებისათვის, ამერიკის შეეღტებულ შტატებს 103.000 და 1.861 არის შესაბამისი რიცხვები. გერმანიაში 44.500 და 1.090 ბრაზილიას საერთოდ 86.060 და 2.400. ანუ, იქ, სადაც დელტა ვირუსი „მძვინვარებს“ არის 5-ჯერ ნაკლები ინფიცირებულიც და გარდაცვლილიც.
თუ ასე „უსწრაფესად გადამდებია“, ავსტრიამ 15%-იანი დელტა ვირუსის ქვოტით, როგორ მოახერხა და ისე დაამუხრუჭა იფექცია, რომ 7-დღიანი ინფექციის ინციდენცის რიცხვი 7-მდე დააგდო და ყველაფერს ხსნის?
ან დელტა ვირუსვარიანტი (და არა მუტანტი, რამეთუ, მუტანტია დამოუკიდებლად მოარსებე ცოცხალი ორგანიზმი და სხვა ყველაფერს მუტაცია, ანუ ვარიანტი ჰქვია) არ ვიცით, რა და როგორია ან ეს ინფორმაციაა გადაჭარბებული და გაურჩხულებული. ან ბრიტანეთია პანიკაში და მთელი მსოფლიო პანიკის ახალი სპირალისაკენ მიდის.
სხვათა შორის, გერმანიის ყველაზე დიდი ბუნდესლანდის, 18-მილიონიანი ნორდრაინ ვესტფალენის ექიმთა ჟურნალში გამოქვეყნდა დიდი კვლევა, მთელი გასული წლისა და ამა წლის აპრილის ჩათვლით, რომელიც ეხება ბუნებრვ სიკვდილიანობას, კოვიდით სიკვდილიანობას, ჭარბსიკვდილიანობას და 80 წელზე ასაკოვან ადამიანთა რაოდენობას.
ბოლოდან დავიწყებ და თავიდანვე გეტყვით, რომ გერმანიაში დაახლოებით წლიურად 2,5-დან 3%-ით იზრდება 80 წელზე ასაკოვანთა ნაწილი და ეს ზრდა არ შეჩერებულა. 2017-დან 2021 წლის მაისამდე 80 წელს გადაცილებულთა ზრდა იყო წინა წლების მაქსიმუმი და შეადგინა 13%.
ზედმეტსიკვდილიანობა ამ გასული 16 თვიდან იყო მხოლოდ 4 თვე წინა წლებთან შედარებით და ეს თვეები იყო ორი ძლიერსიცხიანი ზაფხულის თვე შარშან და 2 ცივი ზამთრის თვე ანუ იანვარ-დეკემბერი.
საერთოდ კი, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაახლოებით, საშუალოდ 5%-ით იკლო, გარკვეულ თვეებში 15%-ითაც კი.
აი, იმ კვლევაში განსაკუთრებით უარყოფით კონტექსტშია მოხსენებული პანიკის თესვა და განსაკუთრებით ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტ ზოდერის საკმაოდ შავი გამოთქმა „წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე ერთი თვითმფრინავი ვარდება ერთ დიდ ქალაქშიო“. აი, ამგვარი სიტუაცია არ ყოფილა და ავიაკატასტროფასთან შედარება უბრალოდ არასასიამოვნო უგემოვნებად ჩაუთვალეს ამ სახელმწიფო კვლევის ავტორებმა, ჰიგიენური და ინფექციური ინსტუტის დირექტორიატმა ნორდრაინ ვესტფალენის მიწის ქალაქ ესენიდან. იქაა ეს ინსტიტუცია განთავსებული.
ამ კვლევის ავტორების თანახმად, გამოქვეყნებული ინფორმაცია არის მთელ გერმანეულ სახელმწიფოზეც გამოკვლეული, ოღონდაც გერმანიის მასშტაბური კვლევა ჯერ არ გამოქვეყნებულაო, შედეგები კი ზუსტად იგივეა, რაც ნრვ ს რურის მხარეშიო.
ანუ, ბუნდესრესპუბლიკური, ანუ საერთოგერმანული კვლევაც დასრულებულია, შედეგებიც იგივეა, ოღონდაც ჯერ არ გამოქვეყნებულაო.
ეს სტატია არის მხოლოდ ექიმებისათვის მისაწვდომი, ბოლო, მეშვიდე გამოცემაში და არაა არაპრინტულ სივრცეში. ალბათ რამდენიმე კვირაში იქნება. იმედი მაქვს, და გერმანიის მთლიან კვლევის შედეგებსაც დადებენ.
კიდევ ერთხელ, კვლევის ავტორია 18-მილიონიანი და ყველაზე დიდი ბუნდესლანდის ნრვს ეპიდემიოლოგიის ინსტუტი ქალაქ ესენში არსებული და მისი შეფები და სტატიის ავტორებია: პროფესორი კარლ ჰაინც იოკელი პროფესორი ანდრეას შტანგი და კვლევის კოორდინატორია პრივატდოცენტი და ჰაბილიტირებული დოქტორი ამავე ინსტიტუტისა ბერნდ კოვალი“