Baby Bag

,,ეს თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ'' - გიორგი ღოღობერიძე მოსახლეობას რჩევებს აძლევს

,,ეს თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ'' - გიორგი ღოღობერიძე მოსახლეობას რჩევებს აძლევს

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე კომპიუტერული ტომოგრაფიასთან დაკავშირებით მოსახლეობას რჩევებს აძლევს. გთავაზობთ მის ​რჩევებს სიტყვა-სიტყვით:

,,ვიყოთ ყურადღებით ...

არ გავიკეთოთ კომპიუტერული ტომოგრაფია, თუ გვაქვს კოვიდის მსუბუქი ან საშუალო ფორმა, ან ვართ პოსტკოვიდურ მდგომარეობაში!

ძალიან ბევრს ეშინია და აღელვების ფონზე ასეთ მავნე კვლევასაც იტარებს ექიმის გარეშე

დღეს კომპიუტერული ტომოგრაფია კოვიდის დროს გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების სიმძიმის ხარისხის შესაფასებლად და დინამიკაში დასაკვირვებლად!

როდესაც პაციენტი იტარებს გულ-მკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ის ერთ კვლევაზე იღებს 7 მილიზივერტ დასხივებას! ეს არის დასხივების ის დოზა, რასაც ჩვენი სხეული გარემოდან იღებს 730 დღის განმავლობაში!

ხშირი და გაუმართლებელი ტომოგრაფიის პირობებში, სულ მცირე, ზიანდება ფარისებრი ჯირკვალი, ძვლის ტვინი, გულის პერანგი და კანი!

იზრდება ისეთი 4 დაავადების განვითარების რისკი, როგორებიცაა:

1. ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომა! 
2. მწვავე მიელოგენური ლეიკემია! 
3. კანის ანგიოსარკომა!
4. რადიაციული მწვავე პერიკარდიტი!'' - აღნიშნავს ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე. 


„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანი...
„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე წერს. გთავაზობთ მის ნ...
,,იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმა გადაიტანეს, ზოგჯერ ვირუსს...
ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი სოციალურ ქსელში კორონავირუსზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:,,იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქ...
როგორ არ დაგვემართოს ან მსუბუქად გადავიტანოთ COVID-19 - 5 მედიკამენტის კომბინაცია, რომელსა...
როგორ არ დაგვემართოს ან მსუბუქად გადავიტანოთ COVID-19 - აღნიშნულ თემაზე ექიმი რეზიდენტიი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს...ერთ-ერთი კლინიკის პროტოკოლში საკმაოდ სანიტერესო კომბინაცია გაჩნდა ვიტამინების...
კარგი სიახლეები COVID-19-ის ახალ შტამზე
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე COVID-19-ის ახალ შტამზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი შტამი, ჯერ კიდევ სექტემბერში ფიქსირდებოდა:„საზოგადოებისთვის რამდენიმე დღე...

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსთან დაკავშირებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

კორონავირუსთან დაკავშირებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე წერტილოვანი შეზღუდვები შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ასევე ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლის წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება, დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან დაიწყება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

წაიკითხეთ სრულად