Baby Bag

„ბავშვებში კოვიდ-19-ით ინფიცირებისას ცხვირიდან გამონადენი არის წყალივით, როგორც ალერგიული სურდოს დროს,“ - ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე

„ბავშვებში კოვიდ-19-ით ინფიცირებისას ცხვირიდან გამონადენი არის წყალივით, როგორც ალერგიული სურდოს დროს,“ - ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე

ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ბავშვებში გავრცელებულ კოვიდ-19-ის სიმპტომებზე საუბრობს. მისი თქმით, ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ყველაზე აშკარა სიმპტომია:

„როდესაც ​ყნოსვის დაკარგვაზე ვსაუბრობთ, სხვანაირად არის საქმე. ასე უეცრად ყნოსვის დაკარგვა არ ვითარდება, ეს იშვიათი სიმპტომია და ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ვვარაუდობთ, რომ კოვიდთან გვაქვს საქმე.“

ლიკა ლომიძის თქმით, კოვიდ-19-ს ალერგიული სურდოსთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს:

​რაც შეეხება ყელის ტკივილს და თუნდაც რინორეას, რომელიც ახასიათებს კოვიდს, ვგულისხმობ ცხვირიდან გამონადენს, კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს არის წყალივით გამონადენი, როგორც ალერგიულ სურდოს ახასიათებს ისეთი. მას არ ახასიათებს ის სქელი გამონადენი, რომელიც ვირუსული ინფექციის გამწვავების დროს იცის. ტიპიურია, რომ შევხედავთ, თითქოს ალერგია გვეგონება, მაგრამ არის გაუთავებელი და ​არ შველის ცხვირში ჩასაწვეთებლები. წვეთებს მხოლოდ რამდენიმე ხნით, 2-3 საათით შეუძლია მდგომარეობის შემსუბუქება.“

„რაც შეეხება ყელის ტკივილს, ის ბევრნაირია. ​შესაძლოა, იყოს მწვავე ტონზილიტი, იგივე ანგინა, ნებისმიერი ტიპის ანგინით შეიძლება გამოვლინდეს. ეს იქნება კატარალურით დაწყებული, თუ ჩირქოვანი ნადებით დამთავრებული. ტონზილიტზე უკვე უნდა ავიღოთ ეჭვი, რომ ყველა ვარიანტში გაკეთდეს გამოკვლევა,“ - აცხადებს მარი ლომიძე.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„როდესაც გვაქვს მწვავე სურდო ან მწვავე ბაქტერიული ინფექცია, შვიდი-თოთხმეტი დღე სისხლძარღვ...
​​ოტორინოლარინგოლოგი ქეთი გოცაძე მედიკამენტოზური რინიტის პრობლემაზე საუბრობს, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. მისი თქმით, სისხლძარღვთა შემავიწროვებელზე დამოკიდებულება სერიოზული პრობლემაა:„...

შეიძლება დაინტერესდეთ

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 145 პაციენტი მკურნალობს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 145 პაციენტი მკურნალობს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. „ბავშვთა ახალი კლინიკის“ დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ მიმართვიანობა გაზრდილია:

„მიმართვიანობა გაიზარდა ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში,​ შესაბამისად კლინიკაში პაციენტების რაოდენობამ იმატა. ამ ეტაპზე გვყავს 145 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 24 პაციენტი მკურნალობს. აქ შეზღუდულები ვართ, იმიტომ, რომ სულ 25 საწოლზე გვაქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილება.“

​ამ ეტაპზე არ გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომელსაც აპარატული მხარდაჭერა ესაჭიროება,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით რეხვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ პირველი არხი

წაიკითხეთ სრულად