„ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ - ეს არ არის სწორი
„ხშირად მესმის თქვენგან, „ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ ეს არ არის სწორი,“ - ამის შესახებ ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში შესახებ წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„მინდა გითხრათ, რომ ვირუსული ინფექციის დროს თითქმის ყოველთვის ადგილი აქვს ხახის ჰიპერემიას (გაწითლებას) ეს არის ადგილი, საიდანაც ძირითადად ხდება ვირუსის ორგანიზმში შეჭრა. ხახაში არის ვეგეტაციური ლიმფოიდური რგოლი, ნუშისებრი ჯირკვლები, ეგრეთწოდებული გლანდები, რომლის ზედაპირზეც შეიმჩნევა ლორწოვანის დეფექტი, შეჭრილი უცხო აგენტი ეწებება ლორწოვანს და ეძებს გასაგრძელებელ გზას, ორგანიზმში იწყება პანიკა, მობილიზებას განიცდიან მცველები, იმუნური უჯრედები, რომლებიც გამორბიან იმ უცხო აგენტის შესაცნობად, რათა ბრძოლა გამოუცხადონ მას. სწორედ იმ ლორწოვანის დეფექტის მეშვეობით ხვდებიან ისინი გლანდების ზედაპირზე და ომს უცხადებენ იმ უცხო აგენტს. მათ შორის ხელჩართული ბრძოლის შედეგია სწორედ ის, რომ ნუშისებრი ჯირკვლები (გლანდები) იბერება და წითლდება, ეს არის ადგილობრივი რეაქცია, რაც ტკივილსაც იწვევს.
არსებობს გლანდების მოცილების კრიტერიუმებიც, თუ ბავშვს წელიწადში ექვსჯერ მაინც აქვს ჩირქოვანი ანგინა და ინტოქსიკაციის ნიშნები: უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გულის რითმის ცვლილება, სახსრების ტკივილი, შეცვლილი ლაბორატორიული მონაცემები, რასაც თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კვლევებით გამოავლენთ, დადგება საკითხი ტონზილექტომიის აუცილებლობის შესახებ... ასე რომ, ყელის ტკივილი ვირუსული ინფექციის დროს სუსტ ლოკუსს სულაც არ ნიშნავს, იქ ბრძოლა მიმდინარეობს უცხო აგენტთან, რაც პირიქით ამ შემთხვევაში მისასალმებელია... ენდეთ თქვენს ექიმს,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს ძალიან წამყვანი მომენტია - კოვიდით ძირითადად იღუპებიან ის ადამიანები, ვისაც აქვს პარადოქსული შიში,“ - ვერიკო ბაზიარი
მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა სახლის პირობებში კოვიდ-19-ის მართვის საინტერესო რჩევები მოგვცა. მისი თქმით, მთავარია, ვირუსმა არ შეგვაშინოს:
„მთავარია, რომ ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს შიში. ემოციის მართვა უნდა ისწავლოს ადამიანმა. ძირითადად იღუპებიან ის ადამიანები, ვისაც აქვს პარადოქსული შიში. ეს ძალიან წამყვანი მომენტია. ჯერჯერობით ერთი რამ არის ცნობილი, რაზეც ყველა თანხმდება, C ვიტამინი, D ვიტამინი და ცინკი, ეს სამი რამ არის, რაც უნდა მიიღოს ადამიანმა. თუ ადამიანი ცინკს დროულად, კარგი დოზირებით იყენებს, გემოვნებისა და ყნოსვის აღდგენაში ეხმარება.“
ვერიკო ბაზიარის თქმით, თუ სიცხე ტემპერატურის დამწევს ემორჩილება, ზედმეტი შფოთვა საჭირო არ არის:
„ბებიის რეცეპტებით, მაგალითად, ჯინჯერით ვერ მიიღებ იმდენ C ვიტამინს, რამდენიც საჭიროა. სითხის მიღებისთვის, ციტრუსის გამოყენებით ჩაის სხვადასხვა სახეობის მიღება, რასაკვირველია, შეიძლება. სიცხის მატება, რომელიც ემორჩილება პარაცეტამოლს და შესაძლოა, დაიწიოს, უნდა მიიღო მშვიდად, იმიტომ, რომ ამ დროს შენი ორგანიზმი იბრძვის ვირუსის საწინააღმდეგოდ. არიქა, ორმოცამდე ადის სიცხე და ანტიბიოტიკის მიღება დაიწყოს ადამიანმა, ეს არ შეიძლება.“
„თუ ასე გაივლი ამას, ჟანგბადს ისუნთქებ, ივარჯიშებ, კარგია. არ შეიძლება ჩაუწვე და იკვნესო ადამიანმა. შენს თავს უნდა გადააბიჯო და ბუქნები მაინც გააკეთო. ბუშტს თუ ვერ ბერავ, წყალში ბუშტები გაუშვი და ამით ავარჯიშე შენი ფილტვები. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლითაც ძალიან მშვიდად შეიძლება გაიარო კოვიდის 12 დღიანი პერიოდი და ისე დამთავრდეს, რომ ვერც კი გაიგო,“- აღნიშნულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.