„ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ - ეს არ არის სწორი
„ხშირად მესმის თქვენგან, „ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ ეს არ არის სწორი,“ - ამის შესახებ ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში შესახებ წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„მინდა გითხრათ, რომ ვირუსული ინფექციის დროს თითქმის ყოველთვის ადგილი აქვს ხახის ჰიპერემიას (გაწითლებას) ეს არის ადგილი, საიდანაც ძირითადად ხდება ვირუსის ორგანიზმში შეჭრა. ხახაში არის ვეგეტაციური ლიმფოიდური რგოლი, ნუშისებრი ჯირკვლები, ეგრეთწოდებული გლანდები, რომლის ზედაპირზეც შეიმჩნევა ლორწოვანის დეფექტი, შეჭრილი უცხო აგენტი ეწებება ლორწოვანს და ეძებს გასაგრძელებელ გზას, ორგანიზმში იწყება პანიკა, მობილიზებას განიცდიან მცველები, იმუნური უჯრედები, რომლებიც გამორბიან იმ უცხო აგენტის შესაცნობად, რათა ბრძოლა გამოუცხადონ მას. სწორედ იმ ლორწოვანის დეფექტის მეშვეობით ხვდებიან ისინი გლანდების ზედაპირზე და ომს უცხადებენ იმ უცხო აგენტს. მათ შორის ხელჩართული ბრძოლის შედეგია სწორედ ის, რომ ნუშისებრი ჯირკვლები (გლანდები) იბერება და წითლდება, ეს არის ადგილობრივი რეაქცია, რაც ტკივილსაც იწვევს.
არსებობს გლანდების მოცილების კრიტერიუმებიც, თუ ბავშვს წელიწადში ექვსჯერ მაინც აქვს ჩირქოვანი ანგინა და ინტოქსიკაციის ნიშნები: უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გულის რითმის ცვლილება, სახსრების ტკივილი, შეცვლილი ლაბორატორიული მონაცემები, რასაც თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კვლევებით გამოავლენთ, დადგება საკითხი ტონზილექტომიის აუცილებლობის შესახებ... ასე რომ, ყელის ტკივილი ვირუსული ინფექციის დროს სუსტ ლოკუსს სულაც არ ნიშნავს, იქ ბრძოლა მიმდინარეობს უცხო აგენტთან, რაც პირიქით ამ შემთხვევაში მისასალმებელია... ენდეთ თქვენს ექიმს,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ქალს აქვს იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია,“ - მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა
მეან-გინეკოლოგმა თიკო გოთუამ საქართველოში საკეისრო კვეთის გაზრდილი რიცხვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საკეისრო კვეთასთან შედარებით უპირატესობები აქვს:
„შედარებას თუ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიური მშობიარობა სჯობს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის. ნაყოფი თვითონ არის ჩართული თავის დაბადებაში, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, როდის მოევლინოს ქვეყნიერებას. ფიზიოლოგიურ მშობიარობას ერთი-ორი დღე აქვს რეაბილიტაციის პერიოდი, საკეისრო კვეთას - უფრო ხანგრძლივი. გართულებები საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო დიდი და სავალალოა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს.“
„ჩვენთან ძნელია ზღვარი გაავლო, სად არის ფიზიოლოგია და პათოლოგია. საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს ჩვენებით. სამწუხაროდ, მაღალია საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. ამას ისიც ემატება, რომ საკეისრო კვეთის ჩარევის ჩვენებები გაიზარდა. ამას ემატება ქალის იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია. პირველი იანვრიდან კიდევ მკაცრდება საკეისრო კვეთის ჩარევებთან მიმართებაში სახელმწიფოსგან წესები,“ - აღნიშნულ საკითხზე თიკო გოთუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.