Baby Bag

,,პირველ რიგში უნდა მოხდეს ინფექციის კონტროლი'' - ​როგორ უნდა მოვიხმაროთ სწორად ნებულაიზერი და საინჰალაციო მოწყობილობები?

,,პირველ რიგში უნდა მოხდეს ინფექციის კონტროლი'' - ​როგორ უნდა მოვიხმაროთ სწორად ნებულაიზერი და საინჰალაციო მოწყობილობები?

როგორ უნდა მოვიხმაროთ სწორად ნებულაიზერი და საინჰალაციო მოწყობილობები? - აღნიშნულ თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონ​ია“ ექთანი თამარ დაუსი. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვ​ის“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„სიარულის დაწყების დროს ბავშვისთვის ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება არ არის რეკომენდებული,“ - ორთოპედი ლევან ქაჯაია

„სიარულის დაწყების დროს ბავშვისთვის ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება არ არის რეკომენდებული,“  - ორთოპედი ლევან ქაჯაია

ორთოპედმა ლევან ქაჯაიამ ბავშვებში ბრტყელტერფიანობის გამოვლენის ასაკსა და ტერფის პრობლემების პრევენციის გზებზე ისაუბრა:

„მშობელს არ უნდა შეეშინდეს იმის, როდესაც ეტყვიან, რომ თქვენს შვილს ტერფი ბრტყელი აქვს. ფიზიოლოგიურად როდესაც ნორმალურად ვითარდება ტერფი, წლის ასაკში ყველა ბავშვის ტერფი არის ბრტყელი. როდესაც ტერფი რიგიდულია, არ მოგვყვება, ეს უკვე რიგიდული ტერფია და მას ცალკე კვლევა სჭრიდება.“

ლევან ქაჯაიას თქმით, ტერფი ბრტყელია თუ არა, ამის დადგენა 4-5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი:

„წლინახევარი-ორი წლის ასაკში მშობლები აღნიშნავენ ხოლმე, ქუსლი გადაუტრიალდა ჩემს შვილს, შიგნით ჩაწეულია. ეს ქუსლის პოზიციურობაც, რომელიც შიგნით გადახრილია, თუ 5-7 გრადუსს არ აღემატება, ითვლება, როგორც ფიზიოლოგიური ნორმა. ეს ის წლებია, როდესაც ტერფი განიცდის ფორმირებას. 4-5 წლის ასაკში ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს ტერფი ბრტყელია, თუ არა.“

„სჭირდება თუ არა ბავშვს სიარულის დაწყების დროს ორთოპედიული ფეხსაცმელი ან სჭირდება თუ არა სუპინატორები? რა თქმა უნდა არა! სიარულის დაწყების დროს ბავშვისთვის ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება და დამატებით ღაბაშების ჩაფენა არ არის რეკომენდებული. ჩვენ სახლში რომ შევდივართ, ერთი სული გვაქვს, როდის გავიხდით ფეხსაცმელს. არ მგონია, ბავშვი კომფორტულად გრძნობდეს სახლში მყარ ფეხსაცმელში თავს. ერთი სული აქვს, როდის გაიხდის ფეხზე და ფეხშიშველი დაიწყებს სიარულს. ის, რომ ბავშვი ფეხშიშველი დადის, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ეს ერთგვარი ვარჯიშია ტერფისთვის,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან ქაჯაიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად