დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა განიხილავს საკვების კომბინაციებს, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
1. ბანანი და რძე - საკვები კომბინაცია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ტოქსინის გამომუშავებას, იგი ადუნებს ორგანიზმს. ალბათ შეგიმჩნევიათ რამდენად იმატებს ძილიანობა ბანანის სმუზის მიღების შემდეგ. ეს კომბინაცია იწვევს სხეულში ნახველისა და ლორწოს მომატებულ დონეს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილონ განსაკუთრებით სხვადასხვა ინფექციით ინფიცირებულმა ან უბრალოდ გაციებულმა ბავშვებმა. ბანანი და რძის კომბინაცია ასევე რისკის ფაქტორია ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის.
2. ჩაი და რძე - ჩაის უმეტესობაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მაგრამ თუ დავუმატებთ რძეს, რძეში შემავალი ცილები უკავშირდება ჩაის ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის მათ ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
3. ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაცია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს იზრდება გულის შეტევის, არტერიული ჰიპერტენზიის და არითმიის (გულის წუთმოცულობის დარღვევა) რისკი.
4. პური და ჯემი - სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების ნაზავი, რომლებიც შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ერთ-ერთი წამყვანი კომბინაციაა წონის მატებაში.
5. ხილი და ბოსტნეული - ორივე არის პროდუქტთა განსხვავებული ჯგუფი და მათი მონელება წარმოებს განსხვავებულად. ხილი მონელდება პირველი, რაც უკვე ხელს შეუშლის შემდგომ ბოსტნეულების მონელებას და მათგან საჭირო ვიტამინების და მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ.
6. ცილა და სახამებელი (ხორცი და მაკარონი, ყველი, ხორცი და მაკარონი, კარტოფილი, ხორცი და ყველი და ა.შ.) - მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაგ: ჩიზბურგერები, ცილა ნელდება კუჭში მჟავას მეშვეობით, ხოლო სახამებელი, ფუნთუშა ან მაკარონი იწვევს ისეთი ფერმენტის გამოყოფას, რომელიც ქმნის ტუტე მდგომარეობას და შესაბამისად, ანეიტრალებს ცილისთვის საჭირო მჟავე გარემოს, ამიტომ ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია კუჭ-ნაწლავის სისტემის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)
„როდესაც ფეხები არის ცოტა მოღუნული, ნუ ღელავთ, ჯანმრთელ ბავშვებს ეს ორ წლამდე თავისით გაუსწორდებათ,“ - ნინო ჭოლოკავა
ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ძვლის სტრუქტურული თავისებურებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვების ძვლები უფრო ელასტიური და პლასტიურია:
„ბავშვის ძვლის სტრუქტურა აბსოლუტურად განსხვავდება დიდების ძვლისგან, არის პლასტიური და ელასტიური. ეს ყველაფერი ეხმარება მას ადვილად გადაიტანოს ის ტრავმები, რომლებიც ჩვენთვის უკვე ძალიან საზიანო და ტრაგიკული იქნებოდა. ბავშვებისთვის ეს არის მარტივი ყოველგვარი შემდგომი ზიანის გარეშე. გარდა იმისა, რომ ბავშვებს ახასიათებთ მოტეხილობის შედარებით მსუბუქი ფორმები, მათ აქვთ რემოდელირების უნარი. ეს მდგომარეობს იმაში, რომ მოტეხილობა, რომელიც შეხორცდა არასწორი კუთხით, დიდი ალბათობით გასწორდება და ზრდასრულ ასაკში მივიღებთ სრულყოფილ ჩონჩხს.“
ნინო ჭოლოკავას თქმით, მშობლები პატარების სიარულის მანერის გამო ხშირად ღელავენ, რაც, როგორც წესი, გადაჭარბებულია:
„მშობლები ძალიან ნერვიულობენ სიარულის მანერაზე. იმისთვის, რომ ბავშვი დაიბადოს, მას თავისებური ჩონჩხი აქვს, რომელიც შემდგომ განიცდის რემოდელირებას. თუ ავიღებთ ბარძაყის თავს, ნორმალურ ადამიანს წინ შებრუნება აქვს 11 გრადუსი. როდესაც ბავშვი იბადება, მას აქვს 35 გრადუსი. მას უწევს ფეხების ცოტა შიგნით შეტანა, რომ კარგად იაროს. ყოველთვის ვეუბნები მშობლებს: „ნუ ღელავთ, თქვენი შვილი, რომელიც არის ერთი წლის და დადის ისე, როგორც თქვენ არ მოგწონთ, არ ნიშნავს, რომ ის ივლის ასე. დააცადეთ, ცოტა მოთმინება და ყველაფერი კარგად იქნება.“
„შემდეგი მომენტი, რაზეც მშობლები ღელავენ, ეს არის, როდესაც ფეხები არის ცოტა მოღუნული. უფრო ხშირად ბავშვები იბადებიას „ო“- ს მაგვარი ფეხებით. ამაზეც ვეუბნები მშობლებს, ნუ ღელავთ! ჯანმრთელ ბავშვებს ეს ორ წლამდე თავისით გაუსწორდებათ. დაახლოებით ექვს წლამდე ის სწორია, პუბერტატში იქსისებრი ხდება, შემდეგ ისევ სწორდება. ეს არის ის ფაზები, რომლებსაც ჯანმრთელი ბავშვი, როგორც წესი, გაივლის,“ - აღნიშნულ საკითხე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.