დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა განიხილავს საკვების კომბინაციებს, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
1. ბანანი და რძე - საკვები კომბინაცია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ტოქსინის გამომუშავებას, იგი ადუნებს ორგანიზმს. ალბათ შეგიმჩნევიათ რამდენად იმატებს ძილიანობა ბანანის სმუზის მიღების შემდეგ. ეს კომბინაცია იწვევს სხეულში ნახველისა და ლორწოს მომატებულ დონეს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილონ განსაკუთრებით სხვადასხვა ინფექციით ინფიცირებულმა ან უბრალოდ გაციებულმა ბავშვებმა. ბანანი და რძის კომბინაცია ასევე რისკის ფაქტორია ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის.
2. ჩაი და რძე - ჩაის უმეტესობაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მაგრამ თუ დავუმატებთ რძეს, რძეში შემავალი ცილები უკავშირდება ჩაის ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის მათ ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
3. ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაცია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს იზრდება გულის შეტევის, არტერიული ჰიპერტენზიის და არითმიის (გულის წუთმოცულობის დარღვევა) რისკი.
4. პური და ჯემი - სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების ნაზავი, რომლებიც შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ერთ-ერთი წამყვანი კომბინაციაა წონის მატებაში.
5. ხილი და ბოსტნეული - ორივე არის პროდუქტთა განსხვავებული ჯგუფი და მათი მონელება წარმოებს განსხვავებულად. ხილი მონელდება პირველი, რაც უკვე ხელს შეუშლის შემდგომ ბოსტნეულების მონელებას და მათგან საჭირო ვიტამინების და მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ.
6. ცილა და სახამებელი (ხორცი და მაკარონი, ყველი, ხორცი და მაკარონი, კარტოფილი, ხორცი და ყველი და ა.შ.) - მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაგ: ჩიზბურგერები, ცილა ნელდება კუჭში მჟავას მეშვეობით, ხოლო სახამებელი, ფუნთუშა ან მაკარონი იწვევს ისეთი ფერმენტის გამოყოფას, რომელიც ქმნის ტუტე მდგომარეობას და შესაბამისად, ანეიტრალებს ცილისთვის საჭირო მჟავე გარემოს, ამიტომ ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია კუჭ-ნაწლავის სისტემის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)
„უხილავი მტერი არის სწორედ ტყვია, რომელიც წლების განმავლობაში მეთოდურად აზიანებს ბავშვის ორგანიზმს,“ - ივანე ჩხაიძე
პედიატრი ივანე ჩხაიძე ბავშვების ტყვიით მოწამვლის საფრთხის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თანამედროვე სამყაროში უხილავი მტერი სწორედ ტყვიაა, რომელიც ბავშვის ორგანიზმს უდიდეს ზიანს აყენებს:
„უხილავი მტერი არის სწორედ ტყვია, რომელსაც ვერავინ ხედავს, არავინ იცის, სად არის. ეს არის მტერი, რომელიც წლების განმავლობაში მეთოდურად აზიანებს ბავშვის ორგანიზმს. პედიატრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი ზემოქმედება თავის ტვინზე. ის მოქმედებს თავის ტვინზე, რითიც აფერხებს ბავშვის განვითარებას. ის ზემოქმედებს სისხლზე, იწვევს ანემიას. ბავშვი გვიან იწყებს წინადადებებით საუბარს, არ შეუძლია ბაღში ან სკოლაში ლექსის დასწავლა, სკოლაში პრობლემები აქვს მათემატიკასა და ლიტერატურაში. ნიშნები შესამჩნევი ხდება მოგვიანებით, როდესაც ტყვიის ზემოქმედება თვეებისა და წლების განმავლობაში გრძელდება.“
ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვის ორგანიზმში ტყვიის ჭარბი შემცველობის დადგენა ორიდან შვიდ წლამდე ასაკში უნდა მოხდეს, რადგან შემდეგ ბავშვს ვერაფრით დავეხმარებით:
„ითვლება, რომ ტყვია ადამიანის ორგანიზმში საერთოდ არ უნდა იყოს, ნული უნდა იყოს მისი შემცველობა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიხედვით, ხუთამდე ტყვიის შემცველობა მისაღები მაჩვენებელია. ხუთის ზემოთ უკვე იწყება შემოწმება. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით მეტ პრობლემას გვიქმნის ბავშვის ორგანიზმში. ჩვენ გამოყოფილი გვაქვს ორიდან შვიდ წლამდე ასაკი, როდესაც თქვენ ეს შეგიძლიათ ნახოთ, შემდეგ უკვე გვიან არის. შვიდი წლის შემდეგ თქვენ ბავშვს ვერაფერს შველით. ბავშვი ჩამორჩება გონებრივ განვითარებაში, რაც შემდეგ უკვე შეუქცევადი ხდება.“
ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ბავშვებისთვის ძალიან დიდი საფრთხეა უხარისხო სათამაშოებით თამაში, ბიჟუტერიისა და კოსმეტიკის გამოყენება:
„ბავშვებში ძალიან გვეშინია სათამაშოების. შეღებილი, უხარისხო სათამაშოების პირში ჩადება გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. თქვენ ამას ვერ ამჩნევთ, გიხარიათ, რომ ბავშვი თამაშობს, მაგრამ სათამაშო თუ დაფარულია უხარისხო საღებავით, ჩათვალეთ, რომ დღეების განმავლობაში ბავშვი ჭამს ტყვიას. ყველა პროდუქტს, რომელიც იღებება, უნდა ჰქონდეს აღნიშნვა ტყვიის შემცველობის. გოგონებისთვის ერთ-ერთი დიდი რისკი არის პარფიუმერული ნაწარმი და ბიჟუტერია, რომელსაც ქუჩაში ყიდულობთ ყოველგვარი გარანტიის გარეშე. გოგონებს ძალიან უყვართ გაპრანჭვა, პომადა. ეს ყველაფერი არის ტყვიის შემცველი. ამ გზითაც შეიძლება, რომ ბავშვის ორგანიზმში მოხვდეს ტყვია.“
„ჩვენ გვაქვს სირაქლემას პოზიცია მეტყველებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი დედა ამბობს: „მე ხუთი წლისამ დავიწყე ლაპარაკი, მამამისი ხუთი წლის ასაკში ალაპარაკდა.“ ეს არის ძალიან ცუდი, ეს არის ხელისშემშლელი. როდესაც თქვენ ელოდებით, წლინახევრის ბავშვი, რომელიც ერთ სიტყვას ვერ ამბობს, როდის დაიწყებს ლაპარაკს და ამბობთ, რომ მამამისიც ასე იყო, რის გამოც სამ წლამდე არ მიდიხართ ექიმთან, ეს შეცდომაა,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.