დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა განიხილავს საკვების კომბინაციებს, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
1. ბანანი და რძე - საკვები კომბინაცია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ტოქსინის გამომუშავებას, იგი ადუნებს ორგანიზმს. ალბათ შეგიმჩნევიათ რამდენად იმატებს ძილიანობა ბანანის სმუზის მიღების შემდეგ. ეს კომბინაცია იწვევს სხეულში ნახველისა და ლორწოს მომატებულ დონეს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილონ განსაკუთრებით სხვადასხვა ინფექციით ინფიცირებულმა ან უბრალოდ გაციებულმა ბავშვებმა. ბანანი და რძის კომბინაცია ასევე რისკის ფაქტორია ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის.
2. ჩაი და რძე - ჩაის უმეტესობაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მაგრამ თუ დავუმატებთ რძეს, რძეში შემავალი ცილები უკავშირდება ჩაის ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის მათ ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
3. ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაცია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს იზრდება გულის შეტევის, არტერიული ჰიპერტენზიის და არითმიის (გულის წუთმოცულობის დარღვევა) რისკი.
4. პური და ჯემი - სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების ნაზავი, რომლებიც შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ერთ-ერთი წამყვანი კომბინაციაა წონის მატებაში.
5. ხილი და ბოსტნეული - ორივე არის პროდუქტთა განსხვავებული ჯგუფი და მათი მონელება წარმოებს განსხვავებულად. ხილი მონელდება პირველი, რაც უკვე ხელს შეუშლის შემდგომ ბოსტნეულების მონელებას და მათგან საჭირო ვიტამინების და მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ.
6. ცილა და სახამებელი (ხორცი და მაკარონი, ყველი, ხორცი და მაკარონი, კარტოფილი, ხორცი და ყველი და ა.შ.) - მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაგ: ჩიზბურგერები, ცილა ნელდება კუჭში მჟავას მეშვეობით, ხოლო სახამებელი, ფუნთუშა ან მაკარონი იწვევს ისეთი ფერმენტის გამოყოფას, რომელიც ქმნის ტუტე მდგომარეობას და შესაბამისად, ანეიტრალებს ცილისთვის საჭირო მჟავე გარემოს, ამიტომ ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია კუჭ-ნაწლავის სისტემის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)
რა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სიმაღლეში ზრდის შეფერხება და რა მეთოდებით ხდება დიაგნოზის დადგენა?
რა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სიმაღლეში ზრდის შეფერხება და რა მეთოდებით ხდება დიაგნოზის დადგენა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ენდოკრინოლოგი მაია რეხვიაშვილი.
- რა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს მოზარდის სიმაღლეში ზრდის შეფერხება და რა მიზეზები იწვევს ამ დაავადებებს?
- სიმაღლეში ზრდა ბავშვთა და მოზარდთა ნორმალური ფიზიკური განვითარების ინდიკატორია. ბავშვთა ფიზიკური ზრდა-განვითარების შეფერხება საკმაოდ ხშირად გვხვდება ენდოკრინოლოგიურ პრაქტიკაში. ზრდაში ჩამორჩენა ასევე სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებათა მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ასეთებია: საკვების მონელება, შეწოვის დარღვევებით მიმდინარე ავადმყოფობები, გენეტიკური დარღვევები, ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის, მაგალითად, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის თანდაყოლილი მანკები და ა.შ. ზრდის შეფერხება მიუთითებს, რომ ორგანიზმი იმყოფებოდა ან იმყოფება არახელსაყრელ პირობებში ინდივიდუალური გავითარების რომელიღაც ეტაპზე, დაწყებული ჯერ კიდევ საშვილოსნოს შიდა განვითარების პერიოდიდან. გასათვალისწინებელია დედის ქრონიკული დაავადებები და არასრულფასოვანი კვება, ალკოჰოლის ან ნიკოტინის გამოყენება (ორსულობის დროს), სამშობიარო გზებში განვითარებული ნაყოფის ტრავმული დაზიანებები და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფსიქო-სოციალური პრობლემებით გამოწვეულ ზრდაში ჩამორჩენას. აქედან გამომდინარე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი იყოს ის გარემო და ურთიერთობები, რომელშიც ბავშვი იზრდება – დედისა და ბავშვის, ბავშვისა და ოჯახის.
- თუ არსებობს ისეთი სიმპტომები (ნიშნები), რომელთა არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ბავშვი მივიყვანოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგთან?
- არსებობს მრავალი სიმპტომი, რომლის შენიშვნის შემდეგაც ბავშვმა უნდა გაიაროს ბავშვთა-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და თუ ეს საჭიროა, სპეციალური ლაბორატორიული თუ სხვა პარაკლინიკური გამოკვლევები. ესენია: ზრდის შეფერხება, ჭარბი წონა, მეორადი სასქესო ნიშნების ადრეული განვითარება ან სქესობრივი მომწიფების დაგვიანება. დროული დიაგნოსტიკა და საჭირო სამედიცინო ჩარევა ნაკლებ პრობლემებს უქმნის ბავშვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საბოლოო კარგი შედეგისთვის მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს.
- რა მეთოდებით ხდება დიაგნოზის დადგენა და მკურნალობის პროცესი?
- როგორც აღვნიშნე, ჩვენი მუშაობის ძირითადი მიზანი არის ზრდაში ჩამორჩენის მიზეზების დროული დაიგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. პაციენტის შეფასება ხდება მისი სიმაღლის, წონის, სხეულისი მასის ინდექსის, ძვლოვანი ასაკის დადგენის, გენეტიკური ანალიზის და ზრდის ჰორმონის კონცენტრაციის განმსაზღვრელი კვლევების ჩატარების შემდეგ. ხშირ შემთხვევაში საჭიროა სხვადასახვა ჰორმონული კვლევისა და თავის ტვინის კომპიუტერული გამოკვლევაც, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვლევის სქემა ინდივიდუალურად განისაზღვრება პაციენტის სუბიექტური და ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც შესაბამისი კვლევებით დადასტურდება დიაგნოზი, იწყება შესაბამისი მკურნალობა ზრდის ჰორმონით. საქართველოში ორ დიაგნოზზე - ზრდის ჰორმონის დეფიციტსა და ტერნერის სინდრომზე, როგორც იშვიათ დაავადებებზე, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მკურნალობა ზრდის ჰორმონით უფასოა. მკურნალობა ტარდება სამიზნე სიმაღლის მიღწევამდე, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება, ხოლო მედიკამენტის დოზირება ინიშნება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF