დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა განიხილავს საკვების კომბინაციებს, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
1. ბანანი და რძე - საკვები კომბინაცია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ტოქსინის გამომუშავებას, იგი ადუნებს ორგანიზმს. ალბათ შეგიმჩნევიათ რამდენად იმატებს ძილიანობა ბანანის სმუზის მიღების შემდეგ. ეს კომბინაცია იწვევს სხეულში ნახველისა და ლორწოს მომატებულ დონეს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილონ განსაკუთრებით სხვადასხვა ინფექციით ინფიცირებულმა ან უბრალოდ გაციებულმა ბავშვებმა. ბანანი და რძის კომბინაცია ასევე რისკის ფაქტორია ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის.
2. ჩაი და რძე - ჩაის უმეტესობაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მაგრამ თუ დავუმატებთ რძეს, რძეში შემავალი ცილები უკავშირდება ჩაის ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის მათ ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
3. ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაცია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს იზრდება გულის შეტევის, არტერიული ჰიპერტენზიის და არითმიის (გულის წუთმოცულობის დარღვევა) რისკი.
4. პური და ჯემი - სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების ნაზავი, რომლებიც შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ერთ-ერთი წამყვანი კომბინაციაა წონის მატებაში.
5. ხილი და ბოსტნეული - ორივე არის პროდუქტთა განსხვავებული ჯგუფი და მათი მონელება წარმოებს განსხვავებულად. ხილი მონელდება პირველი, რაც უკვე ხელს შეუშლის შემდგომ ბოსტნეულების მონელებას და მათგან საჭირო ვიტამინების და მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ.
6. ცილა და სახამებელი (ხორცი და მაკარონი, ყველი, ხორცი და მაკარონი, კარტოფილი, ხორცი და ყველი და ა.შ.) - მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაგ: ჩიზბურგერები, ცილა ნელდება კუჭში მჟავას მეშვეობით, ხოლო სახამებელი, ფუნთუშა ან მაკარონი იწვევს ისეთი ფერმენტის გამოყოფას, რომელიც ქმნის ტუტე მდგომარეობას და შესაბამისად, ანეიტრალებს ცილისთვის საჭირო მჟავე გარემოს, ამიტომ ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია კუჭ-ნაწლავის სისტემის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგისრეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ქალების ინტიმური ჰიგიენაზემოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
ქალის ჯანმრთელობაში დიდი როლი უჭირავს ინტიმურ ჰიგიენას. ინტიმური ზონის ჰიგიენა წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესს და მისი მოვლა უნდა დაიწყოს ქალის დაბადებიდანვე. დაბანა წარმოადგენს ჰიგიენურ პროცედურას გარეთა სასქესო ორგანოებისა და ანუსის ჰიგიენისთვის.
რა ძირითადი წესების დაცვაა აუცილებელი ინტიმური ზონების სისუფთავისთვის?
პირველ რიგში აუცილებელია:
რეგულარული დაბანა ყოველდღიურად, მინიმუმ ერთხელ დღეში. კრიტიკული დღეების დროს კი დაბანის რიცხვი უნდა გაიზარდოს, ყოველი პაკეტის შეცვლისას სასურველია დაბანა. თუ ქალი სქესობრივად აქტიურია, აუცილებელია სქესობრივ აქტამდე და აქტის შემდეგ დაბანა.
ჰიგიენური პროცედურის დროს სასურველია სპეციალურად ინტიმური ზონისთვის განკუთვნილი საშუალებების გამოყენება (ინტიმ გელი, ქაფი და საპონი - უშუალოდ ინტიმური ზონისთვის განკუთვნილი).
ზიანის მომტანია ისეთი არასაჭირო საშუალებების გამოყენება, როგორებიცაა: სარეცხი საპონი, დუშ-გელი, სოდა, შამპუნი და ა.შ. - ისინი არღვევენ ინტიმური ზონის მჟავა-ტუტოვან ბალანსს, რასაც მივყავართ აღნიშნული ზონის გაღიზიანებამდე, ინფექციური აგენტებისადმი მგრძნობელობამდე, რაც იწვევს გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების სიმშრალეს, აპროვოცირებს სოკოსა და ბაქტერიების ზრდას.
არომატიზირებული საპნები არ წარმოადგენენ ინტიმური ჰიგიენის საშუალებას, ვინაიდან მათმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
უშალოდ პროცედურის დროს:
წყალი უნდა იყოს გამდინარე თბილი და არავითარ შემთხვევაში ცხელი (ქალებს გვიყვარს ცხელი წყლით ბანაობა, თუმცა ინტიმური ზონის დაბანა ცხელი წყლით არ არის რეკომენდებული).
არ გამოიყენოთ ინტიმური ზონის დასაბანად ღრუბელი, ვინაიდან დასაბანი ღრუბელი წარმოადგენს მიკრობების ზრდის ადგილს, ასევე დააზიანებს ინტიმური ზონის ნაზ კანს.
მოძრაობა - უნდა მოხდეს წინიდან უკან - ბოქვენიდან ანუსის მიმართულებით და არა პირიქით, ვინაიდან არასწორი მოძრაობით გადაიტანთ ანუსიდან საშოსკენ ნაწლავში არსებულ მიკროორგანიზმებს.
ინტიმური ჰიგიენის დროს უპირატესობა ენიჭება შხაპის მიღებას და არა აბაზანაში ჩაწოლას. აბაზანაში ჩაწოლა ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას, რასაც მივყავართ ბაქტერიულ ვაგინიტამდე. ასევე აბაზანაში ჩაწოლა აპროვოცირებს ცისტიის განვითარებას (ნაწლავის ჩხირი - რომელიც სწორ ნაწლავსა და ანუსის სიახლოვეს ბინადრობს, შესაძლებელია გადაინაცვლოს საშოს ლორწოვანზე ან შარდსადენზე, რაც გამოიწვევს ცისტიტის განვითარებას).
დაუშვებელია საშოს შიგნიდან გამორეცხვა (გარდა ვაგინალური სპრეის გამოყენებისა, ისიც სამედიცინო ჩვენებით).
ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური პირსახოცი, დაუშვებელია სხვა ოჯახის წევრების პირსახოცის გამოყენება.
პარტნიორმაც აუცილებლად უნდა დაიცვას ინტიმური ჰიგიენის ნორმები.
საცვლები უნდა ატარებდეს ჰაერს. სინთეტიკური მასალისგან დამზადებულმა საცვლებმა შესაძლოა, გააღიზიანოს კანი და გამოიწვიოს სასქესო ორგანოების ჩახუთვა.
თუ კი მოგზაურობთ და არ გაქვთ დიდი ხნის განმავლობაში ჰიგინეური პროცედურების ცატარების შესაძლებლობა, გამოიყენეთ უშუალოდ ინტიმური ზონისთვის განკუთვნილი სველი ხელსახოცები.
როგორია ინტიმური ჰიგიენა კრიტიკული დღეების დროს?
აუცილებელია ტამპონის გამოცვლა 3-4 სთ-ში. თუ იყენებთ პაკეტს, მისი გამოცვლა აუცილებელია 4-5 სთ-ში. სასურველია ყოველი გამოცვლის შემდეგ ინტიმური ჰიგიენის ჩატარება - დაბანა გამდინარე თბილი წყლით. ყოველი დაბანის დროს არ არის აუცილებელი ინტიმური ჰიგიენის საშუალებების გამოყენება. ტამპონისა და პაკეტის გამოცვლისას ხელები უნდა იყოს აუცილებლად დაბანილი.
როგორ შევარჩიოთ ინტიმური ჰიგიენის საშუალება?
ინტიმური ჰიგიენის საშუალებების PH-არ უნდა აღემატებოდეს 5,5. ინტიმური ჰიგიენის საშუალებების არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მცირე დოზებით შეიცავს ლაურილის სულფატს. ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობით შემცველობის შემთხვევაში იწვევს ალერგიულ რეაქციებს.