Baby Bag

,,ჩვენი შვილები პირისპირ დავტოვეთ კოვიდთან!!! ასე ვუფრთხილდებით ქვეყნის მომავალს!!! და ამ დროს ქვეყანა იხსნება!!!"

,,ჩვენი შვილები პირისპირ დავტოვეთ კოვიდთან!!! ასე ვუფრთხილდებით ქვეყნის მომავალს!!! და ამ დროს ქვეყანა იხსნება!!!"

პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ საბავშვო პირბადეებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში საბავშვო სამედიცინო პირბადე არ იყიდება:

,,ჩვენი შვილები პირისპირ დავტოვეთ კოვიდთან!!! ასე ვუფრთხილდებით ქვეყნის მომავალს!!! და ამ დროს ქვეყანა იხსნება!!!" - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

​საქართველოში კორონავირუსით ყოველი მეათე ინფიცირებული ბავშვია

​საქართველოში კორონავირუსით ყოველი მეათე ინფიცირებული ბავშვია

საქართველოში კორონავირუსით ყოველი მეათე ინფიცირებული ბავშვია, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია და სიფრთხილეა საჭირო.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, მიმართვიანობის მატების მიუხედავად, კვლავ შენარჩუნებულია შეფასება, რომ კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებად საშიშია და მათი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ზრდასრულებთან შედარებით, დაბალია.

„ციციშვილის კლინიკის მონაცემებით, ბოლო კვირებში ნაკადმა მოიმატა. ამასთან, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე მეტადაა გამოხატული, ვიდრე ნოემბერ-დეკემბერში იყო. ინფიცირებისას მეტი ორგანოა ჩართული და ფილტვის დაზიანებებიც უფრო რთულია, თუმცა ინფიცირებული ბავშვების მართვა, საბედნიეროდ, კარგად მიმდინარეობს,“ - განაცხადა ჩხაიძემ.

მედიკოსის ინფორმაციით, ნიღბის ტარება მხოლოდ მოზრდილებისთვისა არაა აუცილებელი და არსებული რეკომენდაციით, 12 წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა პირბადე უნდა ატაროს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინადე კი, სიფრთხილის ამ ზომის გამოყენება 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც საჭიროა.

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება უკვე არის იმდენად რთული, რომ ნიღაბი 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმაც ატარონ. ამიტომ მედიკოსი მიმართავს მშობლებსა და ბავშვების ყველა ახლობელს, შენობაში ყოფნისას ან გარეთ გასვლის შემთხვევაში დასახელებული ასაკის ბავშვებს ნიღაბი გაუკეთონ.

პედიატრის თქმით, საქართველოში ახლა ბრიტანული შტამი დომინირებს, რომლისთვისაც ახალგაზრდა პირებისა და ბავშვების ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია დამახასიათებელი, თუმცა დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს.

წყარო: ​jandacva.ge

წაიკითხეთ სრულად