Baby Bag

ამერიკელმა ქალმა ორსულობის შესახებ სამშობიარო ტკივილების დაწყების დროს შეიტყო

ამერიკელმა ქალმა ორსულობის შესახებ სამშობიარო ტკივილების დაწყების დროს შეიტყო

ამერიკელმა ელისონ ოფერმა ორსულობის შესახებ მხოლოდ სამშობიარო ტკივილების დაწყების დროს შეიტყო. აღნიშნულის შესახებ foxnews-ი წერს.

„სასწრაფო დახმარება მას შემდეგ გამოვიძახე, რაც ტკივილებმა შემაწუხა. თავიდან ექიმებს თირკმლის შეტევა ეგონათ. თუმცა თირკმელში კენჭების ნაცვლად, საშვილოსნოში ბავში აღმოაჩინეს,“ - აღნიშნავს ელისონი. 

22 წლის ელისონს ბიჭი შეეძინა. მან შვილს ოლივერი დაარქვა. 

როგორც თავად ამბობს, მან ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან არარეგულარული მენსტრუალური ციკლი მანამდეც ჰქონდა, წონაში მატება კი ცხოვრების მჯდომარე წესისა და არასწორი კვების ბრალი ეგონა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ომიკრონის შტამის მიმართ ყველაზე მაღალი დაცვის მქონე პირების შესახებ ისაუბრა:

„დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ომიკრონთან მიმართებაში დაცულობის მასშტაბი ასე ლაგდება: ორი ვაქცინით აცრილი, მერე ბუნებრივი გზით გადატანილი, მერე ბუსტერული დოზით აცრილი და შემდგომ გადატანილი და ბუსტერული დოზით აცრილი ადამიანი. ჩვენ თუ შევხედავთ, ახლა ეს გრადაციაა.“

„ყველაზე სუსტი დაცვა აქვს ორჯერ ვაქცინირებულს, მერე აქვს შედარებით უფრო ყოჩაღი ბუნებრივად გადატანილს, ოღონდ ახლოს არიან ესენი ძალიან და რეინფიცირების რისკები ძალიან ახლო-ახლოა. შემდგომ ყველაზე ეფექტიანი დაცვა, თითქმის 75% და 90%-ს უახლოვდება მძიმე დაავადებისგან დაცვა სამჯერ აცრილ ადამიანებში, თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს. ასეთი ტერმინიც კი შემოიტანეს. ის არის ყველაზე დაცული,“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“


წაიკითხეთ სრულად