დღეს ვისაუბრებ ვიტამინებზე, მინერალებზე და პროდუქტებზე, რომლებიც ადამიანის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სიმაღლე უმეტესწილად დამოკიდებულია გენეტიკაზე, დღიურ რაციონში აუცილებელია საკმარისი საკვები ნივთიერებების მიღება სათანადო ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. ვიტამინები და მინერალები პასუხისმგებელია გამართული ძვალსახსროვანი სისტემის არსებობისთვის. მათგან უნდა გამოვყოთ: ვიტამინი D, B ვიტამინების ჯგუფი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, მაგნიუმი.
რაც შეეხება პროდუქტებს, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ რამდენიმე მათგანზე:
- ლობიო - ცილების განსაკუთრებით კარგი წყაროა. ნაჩვენებია, რომ ცილები ზრდიან ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორ 1-ის (IGF-1) სინთეზს, რომელიც არეგულირებს ზრდას ბავშვებში. ლობიო ასევე მდიდარია რკინით და B ჯგუფის ვიტამინებით, რაც ხელს შეუწყობს ანემიისგან დაცვას. გარდა ამისა, ლობიო მდიდარია რამდენიმე სხვა მინერალით: სპილენძი, მაგნიუმი, მანგანუმი და თუთია.
- ხორცეული - ცილებისა და ვიტამინების (განსაკუთრებით B12 ვიტამინი) შეუცვლელი წყარო. სასურველია, ხორცი ბავშვთა ასაკში კვირაში მინიმუმ 4 -5 ჯერ იყოს რაციონში.
- ნუში - მდიარია ვიტამინებით და მინერალებით. მნიშვნელოვანი როლი უკავია ძვალსახსროვანი სისტემის ფორმირებაში და ზრდის პროცესში.
- მწვანე ფოთლოვანი მცენარეები: ისპანახი, რუკოლა, კომბოსტო გამოირჩევიან C ვიტამინის, K ვიტამინის, კალციუმის, რკინის, მაგნიუმის და კალიუმის მდიდარი შემცველობით.
- ქინოა - შეიცავს ორგანიზმისთვის შეუცვლელ ამინომჟავებს, ასევე არის მაგნიუმის, ფოსფორის და კალციუმის შესანიშნავი წყარო, რითაც მნიშვნელოვან როლს იკავებს ძვლის სტრუქტურის სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
- კვერცხი - ცილებისა და ვიტამინ D-ს საუკეთესო წყარო.
- კენკროვნები - მოცვი, მარწყვი, მაყვალი და ჟოლო სავსეა მნიშვნელოვანი მინერალებით და ვიტამინებით, განსაკუთრებით მაღალია C ვიტამინის შემცველობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)