ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:
„ახლა ვუსმენდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის და სამედიცინო ექსპერტის შეფასებებს.
„ვაქცინაცია დროებით შეჩერდა იმიტომ, რომ გვინდა დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში. ამ ეტაპზე სახიფათოა, რომ ადამიანებს მოუწოდო, როგორც აცრის გაკეთებაა, ასევე აცრის არგაკეთება. ჩვენ კვლევები არ დაგვისრულებია, დასრულდება და მერე ვაკეთოთ განცხადებები“.
როცა საქართველოში აკეთებ მსგავს განცხადებას, ავტომატურად ბულინგდები რამდენიმე „ექიმის“ მიერ და შენს კომპეტენციაზე საუბრობენ.
საქართველოა, ჩვენთან მიუღებელია დალოდება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს გაურკვევლობა და ხალხს ექნება ინფორმაცია, როგორ მოიქცნენ.
და კიდევ, თუ ელოდები, ანტივაქსერი ხარ მათი აზრით“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.
ამ დროისთვის სოფელში ეპიდემიოლიგები მუშაობენ. 11 ადამიანს ბიოლოგიური ნიმუში უკვე გაგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. რაც შეეხება წყაროს, მისი დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.