ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:
„ახლა ვუსმენდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის და სამედიცინო ექსპერტის შეფასებებს.
„ვაქცინაცია დროებით შეჩერდა იმიტომ, რომ გვინდა დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში. ამ ეტაპზე სახიფათოა, რომ ადამიანებს მოუწოდო, როგორც აცრის გაკეთებაა, ასევე აცრის არგაკეთება. ჩვენ კვლევები არ დაგვისრულებია, დასრულდება და მერე ვაკეთოთ განცხადებები“.
როცა საქართველოში აკეთებ მსგავს განცხადებას, ავტომატურად ბულინგდები რამდენიმე „ექიმის“ მიერ და შენს კომპეტენციაზე საუბრობენ.
საქართველოა, ჩვენთან მიუღებელია დალოდება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს გაურკვევლობა და ხალხს ექნება ინფორმაცია, როგორ მოიქცნენ.
და კიდევ, თუ ელოდები, ანტივაქსერი ხარ მათი აზრით“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან მოქალაქეებმა მადლიერების ნიშნად თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებს აჩუქეს.
იდეის ერთ-ერთი ავტორია სოფო ახალაია, რომელმაც მეგობრებთან ერთად ტიტები კახეთში შეიძინა და კლინიკის ქალბატონებს მიუძღვნა.
გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის ისტორია, რომელიც პანდემიის გამო ტიტებს ვეღარ ყიდდა, რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებამგაავრცელა. 63 წლის მეყვავილეს ასეულობით უცნობი ადამიანი დაეხმარა. მეყვავილემ ტიტები ერთ დღეში სრულად გაყიდა. მას მოქალაქეებმა და კომპანიებმა იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე იზარალა.