ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე მორიგ საინტერესო თემაზე საუბრობს.
ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, თუ რა არ შეიძლება მშიერ კუჭზე.
წყარო: Usmle
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე მორიგ საინტერესო თემაზე საუბრობს.
ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, თუ რა არ შეიძლება მშიერ კუჭზე.
წყარო: Usmle
რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი, - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიიტყვა-სიტყვით:
ყოველწლიურად აშშ-ში დაახლოებით 3 500 ბავშვი კვდება უეცრად, ყოველგვარი წინასაწარი ფონის და დაავადების გარეშე. ყოველწლიურად სწორედ ამდენივე ოჯახი დგება ეჭვის ქვეშ, დადის დაკითხვებზე, ექვემდებარება სამართლდამცველთა მხრიდან დაკვირვებებს მანამ, სანამ საბოლოოდ დადგინდება - ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომია.
ეს არის სიკვდილი, რომლის მიზეზი არავინ იცის. სიკვდილისშემდგომი არცერთი კვლევით მისი მიზეზი არ დგინდება.
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ჰიპოთეზა, რაც შესაძლოა, ხსნიდეს მანამდე სრულიად ჯანმრთელი ჩვილის უეცარ სიკვდილს, მათ შორის, ცვლილებები თავის ტვინში, ჰიპოთალამუსის მიდამოში, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია და კვლევა-ძიება ისევ გრძელდება.
მიზეზები, როგორც უკვე გითხარით, უცნობია, თუმცა დადგენილია ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ჩვილთა უეცარ სიკვდილს:
ძირითადი რისკ-ფაქტორები: