რომელი ტიპის შოკოლადია საუკეთესო გულისათვის? - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„შოკოლადი კარგია სისხლის მიმოქცევისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ის კარგია გულისთვის. მაგრამ ყველა შოკოლადი არ არის ერთნაირი და მისმა ჭარბმა მოხმარებამაც შესაძლებელია პრობლემები შექმნას.
შოკოლადი არის „ფლავონოიდი“ პარკოსანი კაკაოდან მიღებული, რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი - ეხმარება უჯრედულ რეგულაციურ აქტივობას, ებრძვის უჯრედის-დამაზიანებელი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომელიც თავისთავად იწვევს ორგანიზმზე ოქსიდაციურ სტრესს.
ეს ფლავონოიდები ეხმარება გულს შემდეგნაირად:
1. ახდენს ქოლესტერინის კონტროლს
2. ამცირებს სისხლის წნევას
3. ამცირებს სისხლის თრომბის წარმოქმნას
4. აინჰიბირებს წებოვანი თრომბოციტების წარმოქმნას
5. აუმჯობესებენ სისხლის მიდინებას ვისცერალურ ორგანოებამდე
შავი შოკოლადი არის საუკეთესო, რადგან ის არის ყველაზე ნაკლებად დამუშავებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე მაღალი პროცენტულობით შეიცავს „ფლავონოიდით“ სავსე პარკოსან კაკაოს.
უფრო დეტალურად, თუ რა შედის შიგნით:
ცნობილი როგორც, ნახევრად-ტკბილი შოკოლადი - შავი შოკოლადი შეიცავს სულ მცირე 35% კაკაოს.
დარჩენილი ნაწილი შედგება კაკაოს კარაქისგან (პარკოსანი კაკაოს ნატურალური ცხიმი), შაქრისგან, ემულგატორებისგან (ნივთიერებები, რომლებიც ინგრედიენტების ერთად არსებობას უზრუნველყოფს) და ვანილისგან. შესაძლებელია ასევე დამატებული იყოს რძე სტრუქტურის დასარბილებლად.
რეკომენდაცია
რაც უფრო „შავია“, მით უკეთესია.
მიირთვი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით - 70-85%.
მიირთვი დღეში - 28 გრამი, აკონტროლე კალორიების რაოდენობა.
სტანდარტული შოკოლადის ფირფიტა არის დაახლოებით - 100 გრამი, შესაბამისად, არ მიირთვა ფირფიტის 1/3-ზე მეტი.
კვებითი ღირებულება: 8-12 გრამი ცხიმი, 0 გრამი ტრანს-ცხიმი - ყოველ 28.4 გრამ პორციაზე - ამით ვიღებთ მაგნიუმს, რკინას, კალიუმს, კალციუმს და სხვადასხვა ვიტამინს.
რძიანი შოკოლადი
FDA-ი ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ რძიან შოკოლადში შედიოდეს სულ მცირე 10% კაკაო და სულ მცირე 12% მშრალი რძე.
დანარჩენი ნაწილი შავი შოკოლადის მსგავსად, შეიცავს კაკაოს კარაქს, შაქარს, ემულგატორებს და ვანილს.
რეკომენდაცია
ჭამე შეზღუდული რაოდენობით:
რძიანი შოკოლადი შეიცავს უფრო მეტ შაქარსა და ცხიმს ვიდრე შავი შოკოლადი.
კვებითი ღირებულება: >12 გრამი ცხიმი ყოველ 28.4 გრამ პორციაზე.
თეთრი შოკოლადი
შოკოლადის დერივატი (წარმოებული), შეიცავს 20% კაკაოს კარაქისგან და 55%-ზე მეტი შაქრისგან.
რეკომენდაცია - არ შეჭამო ან ჭამე ძალიან ცოტა რაოდენობით!!!!!!
ვერდიქტი
შოკოლადს 70% კაკაოს შემცველობით გააჩნია კარგი თვისებები ჯანმრთელობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უნდა მოხდეს მისი მცირე რაოდენობით გამოყენება: 100 გრამი შავი შოკოლადი=500 კალორიას.
დაუმტკბარი (unsweetened) შოკოლადი არის 100%-იანი კაკაო.
ის არის ძალიან მწარე და გამოიყენება მხოლოდ საკვების მოსამზადებლად.
სცადეთ გამოიყენოთ 100% კაკაოს ფხვნილი ცხელი კაკაოს მოსამზადებლად, სახლში დამზადებულ ნამცხვრებში (ჩაანაცვლეთ რძიანი შოკოლადი) ან დაამატეთ ის ყავაში ან იოგურტში,“ - წერს ექიმი ზაზა თელია.
„კორონა არასოდეს, არასოდეს კლავს უსიმპტომოდ და უჩივილოდ“
„კორონა არასოდეს, არასოდეს კლავს უსიმპტომოდ და უჩივილოდ, არასოდეს კლავს ისე, რომ ან სატურაცია და ან სხვა რაიმე ანალიზის ცვლილება არ მოგცეს,“ - ამის შესახებგერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს:
„ამაზრზენია გარდაცვლილის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, ამას არავითარი გამართლება არა აქვს. არადა, საშინელი პროპაგანდით მიდის. მედიის დონეზე, პოლიტიკის დონეზე და პარტიის დონეზეც. პოლიტიკური პარტიის დონეზეც. 50 წლის აბსოლუტურად უსიმპტომო ქალი, გარდაიცვალა არა კოვიდით, არამედ კოვიდით „გამართლებული“ უპასუხისმგებლო და უსახური შეზღუდვის და იმობილიზაციის გამო. იქნება იმ წამლობითაც, რასაც საქართველოში კოვიდიანს „პროფილაქტიკურად“ აძლევენ, მაგალითად, რემდესევირი. ახალგაზრდა ქალი, იზოლირებული სასტუმროში, უსიმპტომო, უჩივილო გარდაიცვალა. კორონა არასოდეს, არასოდეს კლავს უსიმპტომოდ და უჩივილოდ, არასოდეს კლავს ისე, რომ ან სატურაცია და ან სხვა რაიმე ანალიზის ცვლილება არ მოგცეს. ქალი, რომელსაც დასაწყისში ჰქონდა ტემპერატურა, მერე კი ბოლო სამი დღე საერთოდ არაფერი აწუხებდა და რომელსაც, როგორც ბათუმის ჯანდაცვა აცხადებს, არავითარი პათოლოგიური, ავადმყოფური ანალიზი თუ ჩივილი არ ჰქონდა, ფაქტობრივადაც და თეორიულადაც შეუძლებელია უწოდო „გარდაიცვალა კორონათი“.
ადამიანები იღუპებიან არასწორი მართვის, არასწორი შეზღუდვის, არასწორი გამოკეტვის, არასწორი პანიკის და იმობილიზირების, უმოძრაობით გამოწვეული ყველაზე ხშირი გართულების ფილტვის არტერიის ემბოლიის გამო, რომელიც შეიძლება პატარა ვენურმა თრობოზმაც გამოიწვიოს, ან უმოძრაობამ და კონტრაცეპტივამ, ან უმოძრაობამ და არითმიის თანხვედრობამ. ამიტომაც, უპირველესი, რაც აუცილებელია კოვიდით ინფიცირებისას, როცა არაა მძიმე ჩივილები, ესაა: მოძრაობა, სუფთა ჰაერი, ნაკლები წოლა, და თუ წოლა, ნახევრადჯდომით, ბევრი სითხე და ისევ და ისევ მოძრაობა და სუფთა ჰაერი.
დანაშაულია უსიმპტომოს და დაბალსიმპტომიანის გამოკეტვა, იზოლირება სხვაა და გამოკეტვა სხვაა. უნდა შეწყდეს და აილაგმოს „კოვიდის სასტუმროები“, როცა 8 კვადრატულ მეტრ საკანშია ადამიანი გამოკეტილი. გაუშვით დაცარიელებულ სოფლებში, გაუშვით ბაღში ან ტყეში ან გინდაც და ბუნებაში გაუშალეთ „პალატკა“, ოღონდაც ნუ გამოკეტავთ და მოეშვით ამ უსაშინლეს ვითომმედიცინას „ანტივურუსულ“ მედიკაციას, რაღაც ჰორენდული დოზირების სტეროიდების მიცემას და კიდევ ერთხელ, ისწავლეთ მარტივი განსხვავება პრედნიზოლონს და დექსამეტაზონს შორის, ნუ აძლევთ ადამიანებს დექსამეტაზონს პრედნიზოლონის დოზირებით. ეს უმეცრება კიარაა ან შეცდომა კიარაა, არამედ უბრალოდ დანაშაულია,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.