Baby Bag

როგორ უნდა დაადგინოთ, გაქვთ თუ არა თრომბოზი და რეალურად რომელი წამალია თრომბოზის დროს ეფექტური?

როგორ უნდა დაადგინოთ, გაქვთ თუ არა თრომბოზი და რეალურად რომელი წამალია თრომბოზის დროს ეფექტური?
როგორ უნდა დაადგინოთ, გაქვს თუ არა თრომბოზი და რომელი წამალია თრომბოზის დროს ეფექტური, კარდიომაგნილი, ქსარელტო, კლექსანი? - აღნიშნულ თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: ,,პოსტ ალიონი''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედებ​ის ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

„ბავშვმა ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში შაქრის შემცველი პროდუქტების გამოყენების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დაუშვებელია ბავშვებისთვის ფაფების დატკბობა:

„ფაფების დატკბობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შაქარი და მარილი - ეს არის ორი მავნე პროდუქტი. ორივე ადამიანის ჯანმრთელობის ფარული მტერია. მშობლებს კატეგორიულად ვაფრთხილებ ხოლმე, ბავშვმა მინიმუმ ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული. არანაირი დამტკბარი ფაფა! ბავშვს ვაძლევთ მხოლოდ მარცვლეულის ფაფას. თავიდან ვიწყებთ ურძეო ფაფებით და ნელ-ნელა გადაგვყავს რძიან ფაფებზე. ​არავითარი შაქრის დანამატი არც ფაფაში და არც შემდგომ სხვა საკვებ პროდუქტებში არ უნდა იყოს.“

ანა მაღრაძის თქმით, ტკბილეული ორ წლამდე ასაკის ბავშვებში კატეგორიულად იკრძალება:

„ტკბილეულს კატეგორიულად ვკრძალავთ ორ წლამდე. ​დღის განმავლობაში შაქრის რაოდენობა მაქსიმუმ 30-40 გრამია. ამაზე მეტი რაოდენობის შაქარი არ უნდა მიიღოს ბავშვმა. ტკბილეულის სახით ბავშვი არანაირ ტკბილს არ უნდა იღებდეს მინიმუმ ხუთ წლამდე ასაკში, არანაირ ტკბილ სითხეს, არანაირ ტკბილ საკვებ ნივთიერებას, მათ შორის ოჯახში გამომცხვარ კექსებს. ხშირად ამბობენ ხოლმე: არ ვყიდულობ, მაგრამ სახლში ვუკეთებ. სახლში გაკეთებულიც არ უნდა იყოს შაქრის შემცველობით. კი ბატონო, გაუმზადეთ ბავშვს სახლში ორცხობილა თუ ნამცხვარი, ოღონდ გააკეთეთ შაქრის გარეშე. თუ გინდათ, რომ არომატი ჰქონდეს, გაუკეთეთ ცოცხალი ხილი.“

„შაქარი არღვევს მეტაბოლიზმს ორგანიზმში, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ინსულინი, ხდება ინსულინარული აპარატის გამოფიტვა. ეს შეიძლება იყოს მომავალში დიაბეტის წინაპირობა,​ ბავშვობის ასაკში კი სიმსუქნის წინაპირობა. ბავშვთა ასაკში განვითარებული სიმსუქნე, მოზრდილ ასაკში სწორედ დიაბეტის განვითარების წინაპირობაა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ანა მაღრაძემ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად