გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ შიშზე, პანიკაზე, ლოქდაუნზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„დამონების უძლიერესი და უმთავრესი იარაღია, შიში, დაპანიკება, გააზრებაზე უარის თქმა, ლოგიკის წესებზე უარის თქმა. მორჩილი ძალიან ბევრს უყვარს - ევროპაშიც და ამერიკაშიც, დემოკრატიაშიც და დიქტატურაშიც.
მე ვიფიქრებ თქვენ მაგიერო - ზუსტად ასეთი სიტყვებით მიმართა ხალხს ბავარიის პრეზიდენტმა და ხელუსუფალმა წინასააღდგომოდ. თქვენ მარტოებმა სახლში ლოქდაუნში იყავით და ჩვენ ვიფიქრებთ ყველაფერზეო. მენდე, რომ ასე აუცილებელიაო.
ის, რომ ინტესიური საწოლების მხოლოდ 8% არის დაკავებული მართვითი სუნთქვის კორონიანი პაციენტებით და მაინც კოლაფსზე ვსაუბრობო, ამაზე ანგელა მერკელიც და სხვანიც არაფერს ამბობენ და განსჯის უნარდაპაუზებული ადამიანებიც არ აანალიზებენ ფაქტებს. გერმანიის ინტენსიური ადგილების 20% დალუქულია გადაუდებლობისათვის. დარჩენილი 28.000 საწოლიდან 12.000 ელექტიური მსუბუქი პაციენტია. 4.000-მდე კორონიანია და მათ შორის მხოლოდ ნახევარია მართვით სუნთქვაზე. დაახლოებით ამდენივე სხვა დაავადებიანი მძიმე ავადმყოფია. ოფიციალური ცარიელი ადგილია დაახლოებით ასევე 4.000-მდე.
და მაინც კოლაფსის სუგერირება მიდის.
საქართველოში 5.500-მდეა ინტენსიური საწოლი და იქაც სტატისტიკურად მსგავსი სიტუაციაა. კორონათი გარდაცვლილია საქართველოში 3.877 ადამიანი 14 თვეში და ამ პერიოდის საერთო და ბუნებრივი სიკვდილიანობა რამდენია, იანგარიშეთ - წლიური ბუნებრივი სიკვდილიანობა არის საუკეთესო შემთხვევაში 1% ანუ, 12 თვეშია 40.000-მდე და 14 თვეში კი 47 ათასამდეა.
რამდენი კორონიანი დაიღუპა საქართველოში იზოლაციის და უმოძრაობის თრომბოემბოლიით, რამდენი დაიღუპა და დამძიმდა არასწორი ნაადრევი ინტუბაციით? - ამაზე დისკუსია ბევრი დაპაუზებული ადამიანისათვის ნიშნავს უკვე „შეთქმულების თეორიას“ და „ანტივაქსერობას“.
აქ, დიდ და დემოკრატიულ გერმანიაშიც.
სწორედ აი, ამ დასავლეთის ქვეყანაში ჩემი კლინიკის მთავარი უროლოგი, რომელიც 22 წელია განყოფილების თავკაცია, გაუშვეს „იძულებით შვებულებაში“ და სუსპენდირებული იყო რამდენიმე კვირა, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დააბრუნეს უკან.
გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში და საერთოდ დასავლეთში ჯერჯერობით შეგიძლია საკუთარი აზროვნების და სიტყვის უფლების დაცვა სასამართლოთი. ათიათასობით უკან დაბრუნებული თავისუფალი გადაადგილების თუ სხვა უფლებების აღდგენაა სასამართლოების ანგარიშზე.
საქართველოში ეს შეუძლებელია.
დასავლეთს თუ არადემოკრატიულ ქვეყნებს არ აწყობთ იმაზე დისკუსია, თუ რატომ ეტაკა დიდ ქალაქებს და კონგლომერატებს ასე მკაცრად კორონა.
ესაა ამბულატორიის სისტემის უქონლობა,
ესაა დამპინგური გროშები ავადმყოფის და მოხუცის მომვლელებზე,
ესაა ტერიტორიულად არგაშლილი და გათავკომბალებური ჯანდაცვის სისტემა,
ესაა მეგაკლინიკების მიერ მცირე კლინიკების გადაყლაპვა.
ამის მაგივრად მილიარდები მიდის დიდ და რელევანტურ ბიგ ბიზნესში.
ევროგაერთიანების მიერ კორონაზე გამოყოფილი 1000 მილიარდი ევროდან რომ 10% წასულიყო ავადმყოფისა და მოხუცის მოვლაში, არ იქნებოდა ამგვარი სიტუაცია და მეორეც: დაფიქრებული ნაკლებად მინახავს, ვისაც უკითხავს, რაო აფრიკას არა აცრა, არა ამბულატორიული მედიცინა, არა ფართო საცხოვრებელი, მილიონიანი სლამები და ერთ ოთახში 5 ადამიანი, ნაკლები ლოქდაუნი და რა ხდება?
არ გამოაცხადეს ჯერ კიდევ ნოემბერში აფრიკის „გარდაცვალება“ ან ინდოეთის? სად არის თქვენ მიერ ნანოსტრადამული „კუბოები“ და „დაუკრძალავი“ გვამები? მალავენ? აი, აქაა მეორე პრობლემა, როცა ძაღლი თავის კუდს დასდევს და კბენს.
აი, ესაა პრობლემა და აი, ეს არაა იქ. იქ არაა პანიკა. იქ ხალხმა უბრალოდ 2% ალბათობაზე პანიკური კანკალი კი არ დაიწყო და კი არ გამოიკეტა, იქ ხალხმა 100%-იანი შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა ამჯობინა. გარეთ და შეძლებისდაგვარი ჰიგიენით, პირბადით.
ჩაპაუზებულებმა უძახეთ ახლა ხან, ვის და ხან, ვის ანტივაქსერები. ფაქტია, რომ 70%-ით ნაკლებმა მიიღო 2020 წელს ქიმიოთერაპია და შესაბამისად, მეტი გარდაიცვალა, 50%-ით ნაკლებმა მიიღო გულზე ჩარევა და შესაბამისად, მეტი გარდაიცვალა.
ასობით მსგავსი სამედიცინო ნონსენსის მაგალითია, 100%-იანი ფაქტია და თქვენ ახლა მიაჩერდით მოჯადოებულნი ამ „კორონას ინციდენცის რიცხვს“, რომელიც საერთოდ არ ასახავს ავადმყოფობის არცერთ ასპექტს და უძახეთ ხალხს წაღმა-უკუღმა ანტივაქსერი. არაუშავს, ყოველთვის ასე იყო, რომ ცოტანი იცავდნენ ბევრის უფლებას და თავისუფლებას. მე და ჩემნაერები არ დავყრით ფარხმალს და მოგაწოდებთ ცოტათი მაინც გამოსაფხიზლებელ საინფორმაციო აბებს.
ადამიანისთვის იმის დაბრალება, რაც არაა, ეს ძველისძველი და აპრობირებული მეთოდია. ამიტომაც, არაუშავს და ავიტანთ და რაც მთავარია, არ გინდათ ახლა დიდი ფიქრი ამ ყველაფერზე, ჩვენ ვიფიქრებთ თქვენს თავისუფლებაზეც და უფლებებზეც. შედით ბუტკაში. ამას თუ ცხოვრება ჰქვია და ამისთვის თუ გინდათ სიცოცხლე, რომ ლოქდაუნში გაატაროთ, არაა პრობლემა, თავდაცვა ყველას შეუძლია. ოღონდაც, ის მედიასივრცე თქვენ რომ ლოქდაუნით ტვინებს გიბრუჟებთ, არაა ლოქდაუნში, არც პოლიტიკაა ლოქდაუნში, არც თქვენს თავზე მჯდომი ელიტაა ლოქდაუნში. ლოქდაუნში ყოფნა სოციალური კიბეა - ხარ მაღლა და ხარ „კაი ტიპი“, არ ხარ ლოქდაუნში. მთავარია, სხვა უნდა იყოს ლოქდაუნში. 47 ტელევიზია მისი ათასობით თანამშრომლით საჭიროა და ერთი თეატრი ლოქდაუნში უნდა იყოს. ამაზეც თუ არ გეხსნებათ ლოგიკის კვანძი, მეტს ვერაფერს გეტყვით ვერავის. როგორაა იმ კაცის ამბავი „სულ კარგად მეყოლეთ და მე ქუდი დამიხურიაო“, თქვა ერთი ფილმის არასერიოზულმა სერიოზულმა,“ - წერს იაგო ფრანგიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,დასაშვებია იყოს მე-5, მე-6 ტალღაც... - მსუბუქად გადასატანად მთავარია ორი რამ''
,,დასაშვებია იყოს მე-5, მე-6 ტალღაც'' - აღნიშნულის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ტალღების მსუბუქად გადასავლელად აუცილებელია ორი რამ:
,,დასაშვებია იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც, მოგეხსენებათ ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა, მით უმეტეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი, კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი, სხვა კორონებიცაა, გრიპის ვირუსი და ა. შ.
მეხუთე ტალღისთვის საჭიროა ერთმანეთს მოვუწოდოთ, რომ გავიკეთოთ პირბადე, ეს არის ყველაზე დიდი დამცველი საშუალება და მისი ტარება ავიყვანოთ 95%-ზე. ასეთ შემთხვევაში დეკემბრისთვის გადავარჩენთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს.
თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ მეხუთე ტალღისთვის თუ შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მექვსე ტალღას.
მთავარია ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ იყოს კუმულაციური იმუნიტეტი და ვატაროთ პირბადე“, - დასძინაამირან გამყრელიძემ.