გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ შიშზე, პანიკაზე, ლოქდაუნზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„დამონების უძლიერესი და უმთავრესი იარაღია, შიში, დაპანიკება, გააზრებაზე უარის თქმა, ლოგიკის წესებზე უარის თქმა. მორჩილი ძალიან ბევრს უყვარს - ევროპაშიც და ამერიკაშიც, დემოკრატიაშიც და დიქტატურაშიც.
მე ვიფიქრებ თქვენ მაგიერო - ზუსტად ასეთი სიტყვებით მიმართა ხალხს ბავარიის პრეზიდენტმა და ხელუსუფალმა წინასააღდგომოდ.
ის, რომ ინტესიური საწოლების მხოლოდ 8% არის დაკავებული მართვითი სუნთქვის კორონიანი პაციენტებით და მაინც კოლაფსზე ვსაუბრობო, ამაზე ანგელა მერკელიც და სხვანიც არაფერს ამბობენ და განსჯის უნარდაპაუზებული ადამიანებიც არ აანალიზებენ ფაქტებს. გერმანიის ინტენსიური ადგილების 20% დალუქულია გადაუდებლობისათვის. დარჩენილი 28.000 საწოლიდან 12.000 ელექტიური მსუბუქი პაციენტია. 4.000-მდე კორონიანია და მათ შორის მხოლოდ ნახევარია მართვით სუნთქვაზე. დაახლოებით ამდენივე სხვა დაავადებიანი მძიმე ავადმყოფია. ოფიციალური ცარიელი ადგილია დაახლოებით ასევე 4.000-მდე.
და მაინც
საქართველოში 5.500-მდეა ინტენსიური საწოლი და იქაც სტატისტიკურად მსგავსი სიტუაციაა. კორონათი გარდაცვლილია საქართველოში 3.877 ადამიანი 14 თვეში და ამ პერიოდის საერთო და ბუნებრივი სიკვდილიანობა რამდენია, იანგარიშეთ - წლიური ბუნებრივი სიკვდილიანობა არის საუკეთესო შემთხვევაში 1% ანუ, 12 თვეშია 40.000-მდე და 14 თვეში კი 47 ათასამდეა.
რამდენი კორონიანი დაიღუპა საქართველოში იზოლაციის და უმოძრაობის თრომბოემბოლიით,
აქ, დიდ და დემოკრატიულ გერმანიაშიც.
სწორედ აი, ამ დასავლეთის ქვეყანაში ჩემი კლინიკის მთავარი უროლოგი, რომელიც 22 წელია განყოფილების თავკაცია, გაუშვეს „იძულებით შვებულებაში“ და სუსპენდირებული იყო რამდენიმე კვირა, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დააბრუნეს უკან.
გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში და საერთოდ დასავლეთში ჯერჯერობით შეგიძლია საკუთარი აზროვნების და სიტყვის უფლების დაცვა სასამართლოთი. ათიათასობით უკან დაბრუნებული თავისუფალი გადაადგილების თუ სხვა უფლებების აღდგენაა სასამართლოების ანგარიშზე.
საქართველოში ეს შეუძლებელია.
დასავლეთს თუ არადემოკრატიულ ქვეყნებს არ აწყობთ იმაზე დისკუსია, თუ რატომ ეტაკა დიდ ქალაქებს და კონგლომერატებს ასე მკაცრად კორონა.
ესაა ამბულატორიის სისტემის უქონლობა, - ესაა დამპინგური გროშები ავადმყოფის და მოხუცის მომვლელებზე,
- ესაა ტერიტორიულად არგაშლილი და გათავკომბალებური ჯანდაცვის სისტემა,
- ესაა მეგაკლინიკების მიერ მცირე კლინიკების გადაყლაპვა.
ამის მაგივრად მილიარდები მიდის დიდ და რელევანტურ ბიგ ბიზნესში.
ევროგაერთიანების მიერ კორონაზე გამოყოფილი 1000 მილიარდი ევროდან რომ 10% წასულიყო ავადმყოფისა და მოხუცის მოვლაში, არ იქნებოდა ამგვარი სიტუაცია
არ გამოაცხადეს ჯერ კიდევ ნოემბერში აფრიკის „გარდაცვალება“ ან ინდოეთის?
აი, ესაა პრობლემა და აი, ეს არაა იქ.
ჩაპაუზებულებმა უძახეთ ახლა ხან, ვის და ხან, ვის ანტივაქსერები.
ასობით მსგავსი სამედიცინო ნონსენსის მაგალითია, 100%-იანი ფაქტია და თქვენ ახლა მიაჩერდით მოჯადოებულნი ამ „კორონას ინციდენცის რიცხვს“, რომელიც საერთოდ არ ასახავს ავადმყოფობის არცერთ ასპექტს და უძახეთ ხალხს წაღმა-უკუღმა ანტივაქსერი.
ადამიანისთვის იმის დაბრალება, რაც არაა, ეს ძველისძველი და აპრობირებული მეთოდია.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)