„არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს“, - ამის შესახებ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„10-მილიონიან შვედეთს 376 კორონიანი უწევს ინტენსიურში. ნუთუ ამას ამდენი არითმეტიკა უნდა, რომ, რაც მეტია ინფიცირებული და ნაკლებია ავადმყოფი, მით უფრო მეტია იმუნიტეტი?
ამ ზაფხულში მთელი შვედეთი გადაიტანს ამ დაავადებას. შვედები ითვლიან არა ინფიცირებულს, არამედ ავადმყოფს, ისევე, ზუსტად ისევე, როგორც ეს 2019 წლის მსოფლიო პანდემიის გლოსარში წერია.
არის პანდემია? არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს.
ნუთუ ასე ძნელია ამის ყველაფრის აღქმა?
მიდის ახლა დიდი ბრიტანეთის გაზეთებში პროპაგანდა, რომ შვედეთს თურმე ყველაზე მაღალი „ახალინფიცირებულის“ რიცხვი აქვსო. „ვირუსმატარებლის“ რიცხვია ეს და ავადმყოფი სხვაა,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ნოდარ დუმბაძის ეს ორი წიგნი კორონავირუსით გამოწვეული სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ
MomsEdu.ge გთავაზობთ კარანტინის დროს წასაკითხ ორ წიგნს - ნოდარ დუმბაძის პირველ და ბოლო რომანს.
მწერლის პირველი რომანია ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", უკანასკნელი კი ,,მარადისობის კანონი'' .
1. ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" - ნოდარ დუმბაძის პირველი და ყველაზე პოპულარული რომანი. ნაწარმოების მთავარი გმირი, მთხრობელი ზურიკელა ვაშალომიძე გურიის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს ბებიასთან ერთად. ბებიას შვილიშვილის აღზრდაში მეზობლები, ილიკო და ილარიონი ეხმარებიან. ნაწარმოების მოქმედება დიდი სამამულო ომის დროს ვითარდება. რომანის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი.
2. ,,მარადისობის კანონი'' - ნოდარ დუმბაძის ბოლო რომანია. სიკეთისა და ბოროტების მუდმივი ბრძოლის თემა მწერლის არც ამ ნაწარმოებს ტოვებს. რომანის მთავარი გმირის, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბაჩანას აზრით, მხოლოდ ხელოვნური გულის მქონე ადამიანს შეუძლია ბოროტებას მშიდად უცქიროს. ის საკუთარ ექიმს ეუბნება:,,სანამ ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს სულებს უკვდავების მოპოვებაში ...".
წაიკითხეთ წიგნები და არ დაგავიწყდეთ!!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)