გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„დონალდ ტრამპს 5 წელი ვეძახეთ, ვაგინეთ, დავცინეთ, რომ ფაქტებს არაფრად აგდებს და საკუთარ ფაქტებს პროდუცირებსო, ამას ფეიკნიუსი დავარქვით.
ახლა რა დავარქვა მაგალითად მსოფლიოს კი არა, გერმანიის ნოსტრადამისეულ და დამპანიკებელ კორონას ინფო ბრძოლას და პროპაგანდას?
სტატისტიკური მონაცემები ყოველდღე აქტუალური. ვითვლით ინფიცირებულთა კი არა, ვირუსმატარებელთა რიცხვს და ვაპანიკებთ ადამიანებს, დავიღუპებითო.
დეკემბერში, როცა ახალვირუსმატარებელთა ყოველდღიური რიცხვი 20 ათასზე მეტი იყო გერმანიაში, ყოველღიური სიკვდილიანობა იყო ათასზე მეტი, ანუ საერთო ბუნებრივი სიკვდილიანობის დაახლოებით 30%. დღეს, როცა ახლადვირუსმატარებელთა იგივე და უფრო მეტი რიცხვია, სიკვდილიანობის მაჩვენებელია 5-ჯერ ნაკლები. კორონათი სიკვდილიანობა 6-ჯერ შემცირდა და შეადგენს ბუნებრივი სიკვდილიანობის 5%-საც კი არა.
ინფექციური დაავადებები ბუნებრივი სიკვდილიანობის დიდი წილით გამოირჩევა ყოველთვის. ასაკი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ინფექცია გახლავთ უდიდესი რისკი, ყოველთვის ასე იყო და ასე დარჩება. ამას თან ისიც ემატება, რომ კორონაგადატანილი უკვე 140 მილიონზე მეტი ადამიანიდან მეორედ კორონათი ინფიცირების 30-მდე ფაქტია მთელს მსოფლიოში დაფიქსირებული. ანუ, კორონაგადატანილი საუკეთესო დაცვითაც გამოირჩევა და სხვისთვის ყველაზე უსაფრთხოა. ამ ფაქტის სრულ უგულებელყოფას რა დავარქვა, ესეც არ ვიცი. კორონაგადატანილები აცრილთა დადებით სტატისტიკაშიც კი არ მოიხსენიება, გარდა შვედეთისა. შვედები უსაფრთხო პიროვნების პირველ საფეხურზე კორონაგადატანილს და მერე კი სრულად აცრილს ასახელებენ. კორონაგადატანილი, განსხვავებით აცრილისაგან, ვირუსის არც მატატრებელია უკვე მეთოთხმეტე თვეა და ამიტომ არც არავის არ გადასდებს. ამ ფაქტს უნდა უგულვებელვყოფდეთ თუ პირიქით? ვამბობდეთ მაინც!!!
არალოქდაუნის შვედების 146 ათასი კორონიანიდან აქტუალურად 391 ადამიანია ინტენსიურ განყოფილებაში.
გავჩუმდებოდი და მეც ვიძახებდი, ამოიკეტეთ სახლებში, იზოლაციაში წადით, გარეთ და ტყეშიც პირბადეები ატარეთ და ერთმანეთს ათ მეტრზე ახლოს ნუ მიეკარებით-მეთქი, მაგრამ ფაქტებს რა ვუქნათ?
ფაქტია ისიც, რომ რეგულარული 28 000 ინტენსიურის საწოლიდან გერმანიაში კორონათი ინფიცირებული 4 900 პაციენტია და მართვით სუნთქვაზე აყვანილი - 2 700 (ამ ორშაბათიდან უკვე არაინვაზიურ დახმარებით სუნთქვასაც „ინტუბირებულად“ აღრიცხავენ).
რას იზამ, ვინც ითვლის, ითვლის ისე, როგორც სურს და მაინც ფაქტი რჩება ფაქტად.
გერმანიის სტატისტიკურ ბუნდესამტს პატარა ცუღლუტი კი შეუძლია, მაგრამ გაყალბებით ვერაფერს გააყალბებს,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ხორცის ნახარში და ბულიონი ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის,“ - ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე
ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ ხორცის სწორად მომზადებისა და მიღების წესებზე ისაუბრა, რათა მისგან ორგანიზმმა რკინა მაქსიმალურად შეიწოვოს:
„რაოდენობრივად 100 გრამი პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს საქონლის წითელი ხორცი, საქონლის ენა. ხორცი უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული. მისი მომზადების პროცესში არ უნდა მოხდეს რკინის გარეთ გამორეცხვა. 100 გრამი ხორცის მიღება გაცილებით ადვილია, ვიდრე დიდი რაოდენობით ბოსტნეულის მიღება.“
ნინო შარაშენიძის თქმით, ხორცის მომზადების ორი მარტივი წესი არსებობს:
„მომზადება ძალიან მარტივია. არსებობს ხორცის მომზადების ორი მარტივი წესი. თუ გინდათ, რომ ბულიონი გამდიდრებული იყოს ნივთიერებებით, ხორცი უნდა ჩადოთ ცივ წყალში, რომ დუღილის პროცესში ეს ნივთიერებები ბულიონში გამოირეცხოს. თუ იღებთ ხორცს, როგორც სამკურნალო საშუალებას, სჯობს ჩადოთ ცხელ წყალში და ისე მოხარშოთ. საერთოდ ხორცის ნახარში და ბულიონი ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის. თუმცა არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლის დროსაც პროტეინებით მდიდარი ბულიონი ენიშნება ხოლმე პაციენტს.“
„ბულიონის ნახარშის გამოცვლა ხორცის კვებით ღირებულებაზე საერთოდ არ მოქმედებს. თქვენ შეგიძლიათ ბულიონს ხუთჯერ გამოუცვალოთ წყალი. მთავარია, რომ ის ყველა გამოცვლის დროს ცხელ წყალში მოათავსოთ,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო შარაშენიძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.