გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„დონალდ ტრამპს 5 წელი ვეძახეთ, ვაგინეთ, დავცინეთ, რომ ფაქტებს არაფრად აგდებს და საკუთარ ფაქტებს პროდუცირებსო, ამას ფეიკნიუსი დავარქვით.
ახლა რა დავარქვა მაგალითად მსოფლიოს კი არა, გერმანიის ნოსტრადამისეულ და დამპანიკებელ კორონას ინფო ბრძოლას და პროპაგანდას?
სტატისტიკური მონაცემები ყოველდღე აქტუალური. ვითვლით ინფიცირებულთა კი არა, ვირუსმატარებელთა რიცხვს და ვაპანიკებთ ადამიანებს, დავიღუპებითო.
დეკემბერში, როცა ახალვირუსმატარებელთა ყოველდღიური რიცხვი 20 ათასზე მეტი იყო გერმანიაში, ყოველღიური სიკვდილიანობა იყო ათასზე მეტი, ანუ საერთო ბუნებრივი სიკვდილიანობის დაახლოებით 30%. დღეს, როცა ახლადვირუსმატარებელთა იგივე და უფრო მეტი რიცხვია, სიკვდილიანობის მაჩვენებელია 5-ჯერ ნაკლები. კორონათი სიკვდილიანობა 6-ჯერ შემცირდა და შეადგენს ბუნებრივი სიკვდილიანობის 5%-საც კი არა.
ინფექციური დაავადებები ბუნებრივი სიკვდილიანობის დიდი წილით გამოირჩევა ყოველთვის. ასაკი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ინფექცია გახლავთ უდიდესი რისკი, ყოველთვის ასე იყო და ასე დარჩება. ამას თან ისიც ემატება, რომ კორონაგადატანილი უკვე 140 მილიონზე მეტი ადამიანიდან მეორედ კორონათი ინფიცირების 30-მდე ფაქტია მთელს მსოფლიოში დაფიქსირებული. ანუ, კორონაგადატანილი საუკეთესო დაცვითაც გამოირჩევა და სხვისთვის ყველაზე უსაფრთხოა. ამ ფაქტის სრულ უგულებელყოფას რა დავარქვა, ესეც არ ვიცი. კორონაგადატანილები აცრილთა დადებით სტატისტიკაშიც კი არ მოიხსენიება, გარდა შვედეთისა. შვედები უსაფრთხო პიროვნების პირველ საფეხურზე კორონაგადატანილს და მერე კი სრულად აცრილს ასახელებენ. კორონაგადატანილი, განსხვავებით აცრილისაგან, ვირუსის არც მატატრებელია უკვე მეთოთხმეტე თვეა და ამიტომ არც არავის არ გადასდებს. ამ ფაქტს უნდა უგულვებელვყოფდეთ თუ პირიქით? ვამბობდეთ მაინც!!!
არალოქდაუნის შვედების 146 ათასი კორონიანიდან აქტუალურად 391 ადამიანია ინტენსიურ განყოფილებაში.
გავჩუმდებოდი და მეც ვიძახებდი, ამოიკეტეთ სახლებში, იზოლაციაში წადით, გარეთ და ტყეშიც პირბადეები ატარეთ და ერთმანეთს ათ მეტრზე ახლოს ნუ მიეკარებით-მეთქი, მაგრამ ფაქტებს რა ვუქნათ?
ფაქტია ისიც, რომ რეგულარული 28 000 ინტენსიურის საწოლიდან გერმანიაში კორონათი ინფიცირებული 4 900 პაციენტია და მართვით სუნთქვაზე აყვანილი - 2 700 (ამ ორშაბათიდან უკვე არაინვაზიურ დახმარებით სუნთქვასაც „ინტუბირებულად“ აღრიცხავენ).
რას იზამ, ვინც ითვლის, ითვლის ისე, როგორც სურს და მაინც ფაქტი რჩება ფაქტად.
გერმანიის სტატისტიკურ ბუნდესამტს პატარა ცუღლუტი კი შეუძლია, მაგრამ გაყალბებით ვერაფერს გააყალბებს,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს
პედიატრი, ყარამან ფაღავა საუბრობს, თუ რა უწყობს ხელს ბავშვის გაკაჟებას და რა დროს უშვებს მშობელი შეცდომას, როდესაც საქმე ბავშვის ავადობას ეხება.
,,სველი ტილოთი ტანის დაზელვა, ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ... მე 75 წლის გახლავართ. დაახლოებით, 40-50 წელია, სიცხე არ მქონია. რატომ? ყოველდღე ცივ წყალს ვიღებ, განა არ მეზარება - მეზარება, მაგრამ ამის შემდგომ თავს ისე კარგად ვგრძნობ. ჩვევაშიც მაქვს გადასული.
რასაკვირველია, არცერთ მშობელს აქვს სურვილი, რომ მისი შვილი ავად იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. ძირითადად, რასაკვირველია, უცოდინრობის გამო - საკუთარი ქცევით ხელს უწყობენ იმას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თავიდან დავიწყოთ - ჩასახვის პერიოდში დედ-მამა რომ ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იქნებიან, რა გასაკვირია, რომ ბავშვი ავად იქნება. იგივეა, როცა ორსულობის დროს ქალი სიგარეტს ეწევა", - აღნიშნავს ყარამან ფაღავა.