ძილის თემაზე ნევროლოგი მარინე ჯანელიძე საუბრობს. მისი თქმით, მელატონინი არის ნივთიერება, რომელიც გვაძინებს. ის გამომუშავდება მაშინ, როცა ბნელდება. გათენებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება:
,,არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები'' (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.''
ნევროლოგი უძილობის პრობლემასაც ეხება. მისი თქმით, უძილობას ძირითადად იწვევს შფოთვა:
,,ისეთი ცხოვრების რითმი გვაქვს, რომ შფოთვა და ფორიაქი გახდა ჩვენი თანმდევი. მთელი დღის განცდები, ძირითადად უარყოფითი და მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, ძილის მოგვრის საშაულებას არ გვაძლევს. ძილი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მას აქვს თავისი სტადიები - როცა სიზმარი გვესიზმრება, როცა ღრმად გვძინავს... ზოგადად, ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს ჩაძინების გაძნელებას.''
ნევროლოგი მარინე ჯანელიძე მათ, ვისაც ჩაძინების პრობლემა აქვთ, რჩევებსაც აძლევს:
,,ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,'' - აღნიშნა მარინე ჯანელიძემ.
ნევროლოგის თქმით, 6-დან 8 საათამდე უნდა გვეძინოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამდენი ხანი არ სძინავთ. მთავარია, როცა გავიღვიძებთ არ ვიყოთ დაღლილები, უნდა ვიყოთ ენერგიულები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ცოტა სძინავთ და მაინც აქტიურები არიან, თუმცა ასეთები ცოტანი არიან.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„15 000 პაციენტი გვყავს გატარებული და მათში მხოლოდ სამი იყო რეინფიცირების შემთხვევა,“ - ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა პანდემიის დასამარცხებლად პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„პანდემია განიცდის უკუგანვითარებას, როდესაც არსებობს პოპულაციური იმუნიტეტი. პოპულაციურ იმუნიტეტს წარმოქმნის ორი ფაქტორი: ვაქცინირებულები და ინფიცირებულები. თუ ჯამი შეადგენს 80 %-ს, ამის შემდეგ ინფექციის ჯაჭვის წყვეტის ალბათობა იზრდება. 15 000 პაციენტი გვყავს გატარებული და მათში მხოლოდ სამი იყო რეინფიცირების შემთხვევა. ძალიან მცირე პროცენტია რეინფიცირების მთელ მსოფლიოში.“
ლევან რატიანმა ის ფაქტორები დაასახელა, რომელმაც ვაქცინაციის შეფერხება გამოიწვია:
„დაავადებამ რომ უკუგანვითარება განიცადოს, 60-დან 80 %-მდე ადამიანი უნდა იყოს აცრილი. ვაქცინაციის პრობლემა გამოიწვია ბევრმა ფაქტორმა. ადამიანები ინფორმირებულები არ არიან, რა არის ვაქცინის ბიოლოგიური შინაარსი. კაცობრიობამ ვაქცინაციის შედეგად მოაღწია დღემდე. იყო წითელა, ყვავილი, რომელიც მასობრივად ხოცავდა ადამიანებს. როგორც კი შეიქმნა ვაქცინები, სამყაროში მათი ერთეული შემთხვევები აღიწერება.“
„თუ მასიურია ვაქცინაცია, ის არის ეფექტიანი. ათიდან ერთი რომ გაიკეთებს ვაქცინას, ეს არ ნიშნავს არაფერს. ყველას გვავიწყდება ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენისთვის რომ ვარსებობთ ადამიანები. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რამოდენიმე ადამიანი ერთად არ უნდა შეიკრიბოს. ეს ნიშნავს ინფექციის პროგრესულად გავრცელებას. თუ ეს არ გავაკეთეთ, ჩვენი ქვეყნის მედიცინა ძალიან მალე ჩიხში შევა,“-აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.