Baby Bag

რა იწვევს გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას?

რა იწვევს გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას?
რა იწვევს გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას? - 
ამ თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

ნახეთ ვიდეო ☝️

​​

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

არასოდეს დაუშვათ ეს შეცდომა - რა არ შეიძლება მაღალი წნევის დროს?
​არასოდეს დაუშვა ეს შეცდომა - რა არ შეიძლება მაღალი წნევის დროს? - ამ თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. ნახეთ ვიდეო ☝️

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს მჟავა შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობა იწვევს დაავადებას

ეს მჟავა შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობა იწვევს დაავადებას

​​გრანიტის ზედაპირიანი ალუმინის ტაფების დამზადების პროცესში ხშირად გამოიყენება პერფტოროცტანული მჟავა, რომელიც კარცენოგენად არის აღიარებული.

პროფესორმა დევიდ ბონდმა გრანიტის ზედაპირიანი ტაფებისა და ქვაბების უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა და პერფტოროცტანული მჟავის მოქმედების მექანიზმი გაგვაცნო:

„პერფტოროცტანული მჟავა იწვევს კიბოს, მენტალურ აშლილობას, იმუნურ დისფუნქციას, უნაყოფობას მამაკაცებში. ეს უკვე კვლევებით დადასტურებულია. ეს დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დადგინდა იმ ადამიანებზე დაკვირვებით, რომლებიც საწარმოში მუშაობდნენ, სადაც ამ ტიპის ტაფებსა და ქვაბებს ამზადებდნენ.“

„პერფტოროცტანული მჟავა არის საშიში მცენარეებისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის, რადგან ის შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობაც კი იწვევს ამ დაავადებას. ეს მჟავა ლაბორატორიაში შექმნილი სინთეტიკური ნივთიერებაა და მას ბუნებრივად ვერაფერი დაშლის. მჟავა ვერ მოხვდება ადამიანის ორგანიზმში ტაფებიდან და ქვაბებიდან,​ რადგან მათი დამზადების პროცესში ის მთლიანად გამოდის ჭურჭლიდან. მჟავა ზიანს აყენებს ქარხანაში მომუშავე ადამიანებსა და გარემოს. სწორედ ამის გამო აიკრძალა მისი გამოყენება ბევრ ქვეყანაში. გაცილებით საშიშია ამ მჟავით დაბინძურებული წყალი, ჰაერი. გარემოში მოხვედრის შემდეგ ის წყლის ან სხვა საშუალებით ხვდება ადამიანის ორგანიზმში,“ - აღნიშნულ საკითხზე პროფესორმა ბონდმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად