დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. საქართველოში განსაკუთრებით დღესასწაულების შემდგომ აქტუალური ხდება ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ამ მხრივ ჩივილები - როგორიცაა: დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის შებერილობა,შეკრულობა - ფაღარათის მონაცველეობა, უსიამოვნო გამო პირის ღრუში და სხვა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები. ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
მიუხედავად იმისა გაწუხდებთ თუ არა ზემოთ აღნიშნული ჩივილები, ყოველთვის რეკომენდებულია თქვენი სხეულის ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და საკვების მიღება, რომელიც შეიცავს მცირე ოდენობით ცხიმებს, არის ზომიერი კალორიულობის და მდიდარია ბოჭკოებით (მცენარეული საკვები).
ქვემოთ ჩამოთვლილია საკვები, რომელიც არ აღიზიანებს ნაღვლის ბუშტს და მოაქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის:
ახალი ხილი და ბოსტნეული
მთელი მარცვლეული (მთლიანი ხორბლის პური, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, ქატოს ბურღულეული)
უცხიმო საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი
უცხიმო რძის პროდუქტები
რომელი საკვები უნდა შევზღუდოთ რაციონში ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს? - შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ან შეზღუდოთ:
შემწვარი საკვები
მცენარეული ზეთების ჭარბი მოხმარება
საკონდიტრო ნაწარმი
ცხიამიანი წითელი ხორცი
ტრანსცხიმების შემცველი საკვები ( „სწრაფი კვება“)
ალკოჰოლი
თამბაქო
სწორი საკვების მიღება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ასევე შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„გადამეტებული ულუფებით კვება აბსოლუტურად დაუშვებელია,“ - ბაკურ კოტეტიშვილი ბავშვის სწორი კვების შესახებ
ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის სწორი კვების წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეჟიმული კვება ბავშვის ბიოლოგიური რიტმის ცოდნას გულისხმობს:
„სიტყვა „რეჟიმი“ ხშირად გაგებულია მკაცრად დეტერმინირებულ ფორმად. არავითარ შემთხვევაში! რეჟიმით კვება ნიშნავს ბავშვის ბიოლოგიური რიტმის ცოდნას. ბავშვმა ცხრაზე, თორმეტსა და სამზე კი არ უნდა ჭამოს, არამედ მისი ბიოლოგიური რიტმის მიხედვით. ამ ბიოლოგიურ რიტმს მისი ტვინი განაპირობებს. გადამეტებული ულუფებით კვება აბსოლუტურად დაუშვებელია. გადამეტებული ულუფის შემდეგ ირთვება ნერვული სისტემის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც გაცხარებულად მუშაობს ამ პერიოდში. ის აქტიურ ცხოვრების წესს ანელებს. მონელება არ უნდა მოხდეს სირბილის დროს. მონელება მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა მოხდეს. ბავშვი გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში და ძილიანობა ჭარბობს გაკვეთილებზე. რა თქმა უნდა, ეს სწავლის პროცესის შემაფერხებელია.“
„ძალიან ბევრი სტერეოტიპული უზუსტობებია. სტერეოტიპია, რომ ცხიმი ცუდია, მძიმეა და ა.შ. ცხიმის გარეშე არ არსებობს ჩვენი ჯანმრთელი ორგანიზმი. ოჯახში თევზისადმი არის ძალიან მანკიერი განწყობა. ოდითგანვე თევზი ძალიან მალფუჭებადი პროდუქტი იყო. ტექნოლოგიების წყალობით შენახვის პირობები სხვაა. არის კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც ყველას ყურში ჩაგვესმის ბავშვობიდან: „ფრთხილად ჭამე, ფხა არ გაგეჩხიროს.“ ეს გარკვეული შიში ბავშვში თევზის მიმართ, იწვევს თევზის მიღების დაკეტვას საერთოდ. რაციონიდან ამოდის თევზეული და ეს ძალიან მანკიერი რამ არის ტვინის განვითარებისთვის.“
„რაც უფრო მრავალფეროვანია საკვები, ტვინის განვითარება მით უფრო სწორად მიდის. სამწუხაროდ, ესეც სტერეოტიპია, რომ ბავშვმა უნდა ჭამოს რაღაც. უნდა არის კატეგორიული ფენომენი. ის, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს წვნიანი, არანაირად არ არის სწორი. ბავშვმა წვნიანი უნდა ჭამოს, მაგრამ აუცილებლად არ უნდა ჭამოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.