დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. საქართველოში განსაკუთრებით დღესასწაულების შემდგომ აქტუალური ხდება ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ამ მხრივ ჩივილები - როგორიცაა: დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის შებერილობა,შეკრულობა - ფაღარათის მონაცველეობა, უსიამოვნო გამო პირის ღრუში და სხვა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები. ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
მიუხედავად იმისა გაწუხდებთ თუ არა ზემოთ აღნიშნული ჩივილები, ყოველთვის რეკომენდებულია თქვენი სხეულის ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და საკვების მიღება, რომელიც შეიცავს მცირე ოდენობით ცხიმებს, არის ზომიერი კალორიულობის და მდიდარია ბოჭკოებით (მცენარეული საკვები).
ქვემოთ ჩამოთვლილია საკვები, რომელიც არ აღიზიანებს ნაღვლის ბუშტს და მოაქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის:
ახალი ხილი და ბოსტნეული
მთელი მარცვლეული (მთლიანი ხორბლის პური, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, ქატოს ბურღულეული)
უცხიმო საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი
უცხიმო რძის პროდუქტები
რომელი საკვები უნდა შევზღუდოთ რაციონში ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს? - შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ან შეზღუდოთ:
შემწვარი საკვები
მცენარეული ზეთების ჭარბი მოხმარება
საკონდიტრო ნაწარმი
ცხიამიანი წითელი ხორცი
ტრანსცხიმების შემცველი საკვები ( „სწრაფი კვება“)
ალკოჰოლი
თამბაქო
სწორი საკვების მიღება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ასევე შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„პანდემიამ მოგვიტანა ახალი მითი: დაწყვილდა ხელების დაბუჟება და D-დიმერის მატება,“- ნევროლოგი გვანცა გიორგაძე
ნევროლოგმა გვანცა გიორგაძემ დაბუჟებასა და D-დიმერის მატებას შორის არსებული კავშირის შესახებ პანდემიის პირობებში გავრცელებული მითის შესახებ ისაუბრა:
„პანდემიამ მოგვიტანა ახალი მითი. ჩვენ გვქონდა ძველი მითი, რომ პროთრომბინის ინდექსის მომატება იწვევს ხელების ან ფეხების დაბუჟებას, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს და არის მითი. ახლა დაწყვილდა ხელების დაბუჟება და D - დიმერი. დაბუჟება უხშირესად არის ნეიროპათიული სიმპტომი და არ არის არანაირად დაკავშირებული სისხლის შედედების კომპონენტების ცვლილებებთან. მტევნების ან ტერფების დაბუჟების შემთხვევაში, თუ ამას არ ახლავს კიდურის ფერის ცვლილება, სიცივე და არ არის ერთ კიდურში გამოხატული, რაც შეიძლება მიუთითებდეს ვასკულურ ცვლილებებზე, კიდურის სიმეტრიული დაბუჟება, რომელსაც არ ახლავს კიდურის ფერისა და ტემპერატურის ცვლილება, არ შეიძლება დაკავშირებული იყოს პროთრომბინის ინდექსის, D-დიმერის მატებასთან ან თრომბოზთან.“
„ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს პაციენტის ნევროლოგიური შეფასება. შესაძლებელია, ეს სუბიექტური შეგრძნებები საერთოდ არ იყოს არცერთ ორგანულ პრობლემასთან დაკავშირებული და იყოს სუბიექტური შეგრძნება, რაც ყველაზე უფრო ხშირია, ან დაკავშირებული იყოს ისეთ გავრცელებულ პათოლოგიებთან, როგორიც არის მაჯის გვირაბის სინდრომი, რაც დაბუჟების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია და არა პროთრომბინის და D-დიმერის მატება. ასეთ დროს არ არის საჭირო თვითნებურად რაიმე ანალიზების ჩატარება, D-დიმერის გაზომვა. თუნდაც ამ დროს კოვიდი ჰქონდეს პაციენტს, ეს არ ნიშნავს, რომ D-დიმერი ან პროთრომბინი უნდა გავზომოთ. უნდა მივმართოთ ოჯახის ექიმს ან ნევროლოგს შემდგომი მართვის გადასაწყვეტად,“- აღნიშნულ საკითხზე გვანცა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა