დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. საქართველოში განსაკუთრებით დღესასწაულების შემდგომ აქტუალური ხდება ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ამ მხრივ ჩივილები - როგორიცაა: დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის შებერილობა,შეკრულობა - ფაღარათის მონაცველეობა, უსიამოვნო გამო პირის ღრუში და სხვა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები. ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
მიუხედავად იმისა გაწუხდებთ თუ არა ზემოთ აღნიშნული ჩივილები, ყოველთვის რეკომენდებულია თქვენი სხეულის ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და საკვების მიღება, რომელიც შეიცავს მცირე ოდენობით ცხიმებს, არის ზომიერი კალორიულობის და მდიდარია ბოჭკოებით (მცენარეული საკვები).
ქვემოთ ჩამოთვლილია საკვები, რომელიც არ აღიზიანებს ნაღვლის ბუშტს და მოაქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის:
ახალი ხილი და ბოსტნეული
მთელი მარცვლეული (მთლიანი ხორბლის პური, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, ქატოს ბურღულეული)
უცხიმო საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი
უცხიმო რძის პროდუქტები
რომელი საკვები უნდა შევზღუდოთ რაციონში ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს? - შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ან შეზღუდოთ:
შემწვარი საკვები
მცენარეული ზეთების ჭარბი მოხმარება
საკონდიტრო ნაწარმი
ცხიამიანი წითელი ხორცი
ტრანსცხიმების შემცველი საკვები ( „სწრაფი კვება“)
ალკოჰოლი
თამბაქო
სწორი საკვების მიღება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ასევე შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რატომ არ უნდა აიღოთ შარდი ანალიზისათვის ბამბის ტამპონის გაწურვით და როგორია შარდის სწორი შეგროვების წესები ჩვილებში
რატომ არ უნდა აიღოთ შარდი ანალიზისათვის ბამბის ტამპონის გაწურვით და როგორია შარდის სწორი შეგროვების წესები ჩვილებში, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ჩვილებში შარდის შეგროვება მართლა რთული მისიაა. პატარა ხომ თქვენს თხოვნასა და სურვილს მოშარადვასთან დაკავშირებით ვერაფრით დაემორჩილება?! არადა, ექიმმა სწორედ შარდის ანალზის ჩატარება გირჩიათ. შარდის ასაღებად და შესაგროვებლად ორი მეთოდი არსებობს - შეგროვება კონტეინერში (ქილაში, რომელსაც სახურავი აქვს) და შეგროვება სპეციალურ პაკეტ-კოლექტორში, რომელიც ჩვილის შორისის მიდამოში მაგრდება. ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ადვილი მოსახმარია.
კოლექტორი უნდა მიამაგროთ შორისის მოდამოში ისე, რომ გოგონას სასაქეო ბაგეებს სრულად ფარავდეს, ხოლო ვაჟებში სასქესო ასო მოთავსებული იყოს მის შიგნით.
პაკეტის ზემოდან არ ჩააცვათ საფენი, რათა მისი მიჭლყეტა არ მოხდეს. ამ შემთხვევში შარდს ვერ შეაგროვებთ.
მოშარდვას დააჩქარებთ, თუ პატარას ძუძუს, ხელოვნურ ნარევს ან რაიმე სითხეს მისცემთ.
მოშრადვამდე ბავშვი ვერტიკალურად ხელში ვერტიკალურად გეჭიროთ, რათა პაკეტიდან შარდის გადადინება და დაკარგვა არ მოხდეს.
მოშარდვის შემდეგ მოხსენით პაკეტი, გადაასხით შიგთავსი სტერილურ ქილაში და რაც შეიძლება სწრაფად წაიღეთ ლაბორატორიაში.
რა არ შეიძლება?
დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მოხმარებამდე არ მოხსნათ თავსახური ქილა-კონტეინერს. საქმის გასაიოლებლად საფენის ქვეშ არ მოათავსოთ ნაჭერი ან ბამბის ტამპონი, რომელსაც მოშარდვის შემდეგ გაწურავთ. ამგვარად აღებული შარდი დაბინძურებულია ბაქტერიებით და რაც მთავარია, გაფილტრულია, შესაბამისად, ანალიზის პასუხი აუცილებლად მცდარი იქნება,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.