Baby Bag

​კბილების ამოსვლის უმტკივნეულო გზა

​კბილების ამოსვლის უმტკივნეულო გზა

ჩვენი პატარების ცხოვრებაში, კბილის ამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ თან – მტკივნეული და ხანდახან გაუსაძლისი პროცესია. ისინი სწორედ ამ დროს ხდებიან ყველაზე მტირალები, ჭირვეულები და ნერვიულები და ერთადერთი, რასაც ჩვენგან ელიან, ამ ტკივილის შემსუბუქებაა. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ინოვაციური და უსაფრთხო საშუალება, რომელიც ბავშვის ღრძილებს გამჭვირვალე, დამცავ შრედ ეფინება და სწრაფად ეხმარება დისკომფორტის, სიწითლისა და ტკივილის მოხსნაში. ამ ყველაფერთან ერთად კი, ბანანის გემო აქვს!

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ის მომენტები, როცა პატარები სამყაროს შეცნობას იწყებენ, ყველაზე ჯადოსნურია. საოცარია, როცა გვიყურებენ და გვიმახსოვრებენ, იმახსოვრებენ ჩვენს სუნს, ხმასა და შეხებას. ბავშვებს ვგონივართ სუპერგმირები, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ: იქნება ეს საჭმლის გაჩენა თუ ტკივილის შემსუბუქება. ამიტომ, როცა პირველი კბილები ამოსდით და ვერ ხვდებიან, რა და რატომ აწუხებთ, მხოლოდ ჩვენს იმედზე რჩებიან. ამიტომაცაა, რომ ამ პროცესს ერთდროულად სიხარულიც მოაქვს და თავის ტკივილიც.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბავშვს 1 წლამდე ერთი კბილიც არ ამოუვიდეს, ღრძილის კონკრეტული ნაწილის გამაგრებისთანავე იწყება საერთო და ნაცნობი პრობლემები – ტკივილი, დისკომფორტი, სიწითლე, სხეულის ტემპერატურის მატება და ა.შ. ეს სიმპტომები კი იმდენჯერ მეორდება, რამდენჯერაც ახალი კბილი ამოდის.

ამ დროს ყველაზე ნაცადი ხერხებია მსუბუქი მასაჟი სუფთა ხელებით, ცივი წყლით სავსე საღეჭი სათამაშო, ან ცივ წყალში დასველებული პირსახოცის ნაჭერი, რომელიც პატარას დისკომფორტის შემსუბუქებაში ეხმარება. ბავშვებს ხშირად აძლევენ შოთის პურის ნატეხსაც, რაც ცუდი სულაც არ არის, მაგრამ განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს.

საბედნიეროდ, არსებობს უფრო უსაფრთხო, აპრობირებული, ჯანსაღი და მარტივი გზაც: თუ თქვენი პატარა ხშირად ტირის, წუხს და კბილების ამოსვლა ხასიათს უფუჭებს, შეგიძლიათ, სცადოთ გელი ბუნებრივი კომპონენტებით, რომელიც უკვე თქვენს მეზობელ აფთიაქშია. ბავშვს გელი ღრძილების დაზიანებულ ადგილებზე უნდა წაუსვათ თანდართული სილიკონის ჯაგრისით, რომელიც გელის წასმისას ღრძილებს მსუბუქად ამასაჟებს, პარალელურად კი სიწითლეს, დისკომფორტსა და ტკივილს ამცირებს.

ბევრი დედის გამოცდილებით გირჩევთ, რომ უფრო ეფექტური და ხანგრძლივი შედეგისთვის, მცენარეული გელები ჭამის შემდეგ და ძილის წინ გამოიყენოთ, შეგიძლიათ, ბავშვს ღრძილებზე წაუსვათ ყოველ ჯერზე, როცა ტკივილი გაუმეორდება. თუ ასე მოიქცევით, თქვენი პატარა უფრო ხშირად გაიცინებს და თქვენც უფრო ხშირად გექნებათ შანსი, რომ ახლად ამოსულ კბილ(ებ)ს თვალი შეავლოთ!

მოკლედ, თუ ჩვენც დაგვიჯერებთ და თუ თქვენს პატარასთან კბილის ფერიებმა მუშაობა უკვე დაიწყეს, მაშინ გახსოვდეთ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ბავშვმა ღრძილების ტკივილს გაუძლოს, თქვენ კი – მის ტირილსა და ნერვიულობას. სრულებით შესაძლებელია, ეს პროცესი შეამსუბუქოთ, მეტად უმტკივნეულო გახადოთ და სასიამოვნო მოგონებად ფოტოებზეც ფართო ღიმილით აღიბეჭდოთ.

პ.ს. როცა დარწმუნდებით, რომ საინტერესო გელს მიაგენით, არ დაგავიწყდეთ, სხვა მშობლებსაც გაუზიაროთ!

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კბილის პასტების გამოყენება არ არის აუცილებელი“ - რა სახის მოვლა სჭირდება პირველ კბილებს?

„წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კბილის პასტების გამოყენება არ არის აუცილებელი“ - რა სახის მოვლა სჭირდება პირველ კბილებს?

რა სახის მოვლა სჭირდება პირველ კბილებს და რა ასაკი უნდა მივიჩნიოთ საგანგაშოდ, თუკი ბავშვს ჯერ კიდევ არ ამოსვლია არცერთი კბილი? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი ორთოდონტი ლელა შამათავა.

- როდის უნდა ამოვიდეს პირველი კბილი და ზოგადად, რა თანმიმდევრობით?
- პირველი კბილი დაახლოებით 6-7 თვის ასაკში ამოიჭრება. ეს არის ქვედა ყბის პირველი საჭრელი კბილები, ამას მოჰყვება ზედა ყბის პირველი საჭრელი კბილები. შემდგომ ზედა ყბის მეორე საჭრელები, რამდენიმე თვეში კი ქვედაზეც ამოიჭრება მეორე საჭრელი კბილები, ამის შემდეგ ამოდის მეოთხე კბილები, ანუ საღეჭი კბილები, ქვედა და ზედა ყბაზე. შემდგომ ეშვები (მესამე კბილები), ბოლოს მე-5 კბილები, მეორე საღეჭი კბილები. 3 წლის ასაკისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს ოცივე სარძევე კბილი.
- რა სახის მოვლა სჭირდება პირველ კბილებს?

​- პირის ღრუს მოვლა დაბადებიდან იწყება. დედამ პერიოდულად უნდა გამოუსუფთავოს ახალშობილს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი თბილ, სოდიან წყალში დასველებული მარლით. პირველი კბილის ამოჭრიდან იწყება კბილების მოვლის რუტინა. ძალიან კარგი და მოსახერხებელია თითზე ჩამოსაცმელი ჯაგრისები. წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კბილის პასტების გამოყენება არ არის აუცილებელი, ხოლო 1-2-წლიდან მცირე რაოდენობით, მხოლოდ ასაკობრივი კბილის პასტები. 3 წლიდან რეკომენდებულია საბავშვო ელექტრო ჯაგრისების გამოყენებაც, იგი ამარტივებს პროცედურას და რაც მთავარია, აუმჯობესებს ჰიგიენის ხარისხს.
- რა ასაკი უნდა მივიჩნიოთ საგანგაშოდ, თუკი ბავშვს ჯერ კიდევ არ ამოსვლია არცერთი კბილი?
- როგორც უკვე აღვნიშნე, 6 თვიდან უნდა დაიწყოს კბილთა ამოჭრა. ნაადრევად ითვლება, როდესაც ოთხი თვიდან ჩნდება სარძევე კბილები პირის ღრუში. ხოლო 9-10 თვის ასაკში თუ კბილი არ არის ამოჭრილი, დაგვიანებულად ითვლება. 1 წლის ბავშვს, თუ კბილი ისევ არ აქვს, ეს უკვე საგანგაშოა და საჭიროა დამატებითი კვლევები მიზეზის დასადგენად. კბილთა ამოჭრის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს, ენდოკრინული სისტემის პათოლოგია, კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, ჰიპოფიზის ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა, ასევე მინერალური ცვლის დარღვევა, ავიტამინოზი. შესაძლოა, ყბის ძვალში საერთოდ არ იყოს ჩანასახი, ამიტომ აუცილებელია პროცესის მართვაში ჩაერთოს პედიატრი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი და სტომატოლოგი.
- როგორ დავეხმაროთ პატარას ამ მტკივნეული პროცესის დროს?
- კბილების ამოჭრის პროცესი ინდივიდუალურად მიმდინარეობს, ზოგისთვის საერთოდ უმტკივნეულოდ, ზოგისთვის პირიქით. შესაძლოა, თან ახლდეს სუბფებრილური ტემპერატურა, ამ დროს ბავშვს შეგვიძლია გაღიზიანებულ ღრძილებზე წავუსვათ სპეციალური გელი, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ადგილობრივად ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი საშუალებები. ამოჭრის პროცესში ძალიან კარგია, ბავშვს ჰქონდეს ღრძილების მასაჟორი, იგი ხელს უწყობს პროცესის დადებით მიმდინარეობას.
- ზოგადად, სარძევე კბილების მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ და შესაძლოა თუ არა, ამან გამოიწვიოს რაიმე სახის გართულება?
- სარძევე კბილები ძალიან მნიშვნელოვანია პატარებისთვის, მათი მეშვეობით ხორციელდება სრულფასოვანი კბეჩა, ღეჭვა, ასევე მეტყველება. გარდა ამისა, სარძევე კბილების ერთ-ერთი დანიშნულებაა მუდმივი კბილებისთვის ადგილის შენარჩუნება, ამიტომ საყურადღებოა სარძევე კბილების მოვლა, რადგან მათი ნაადრევი დაკარგვა იწვევს სამომავლოდ ბევრ პრობლემას, როგორებიცაა: თანკბილვის დარღვევები, კბილთა რკალში მუდმივი კბილებისთვის არასაკმარისი ადგილი, რაც იწვევს მუდმივ კბილთა მჭიდრო დგომას. შესაძლოა, საერთოდ ვერ ამოიჭრას მუდმივი კბილი ადგილის უქონლობის გამო. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სარძევე კბილების ანატომიური თავისებურების გამო ინფექცია სწრაფად ვრცელდება ყბის ძვალზე და მუდმივი კბილის ჩანასახზე, მისი დაზიანება ან კვდომა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელია ბავშვთა ასაკში სარძევე კბილების სრულფასოვანი მოვლა და სტომატოლოგთან ვიზიტი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად