- საშოსა და ვულვის ქავილი
- ტკივილის შეგრძნება საშოში
- ტკივილი სექსუალური აქტის დროს
- ტკივილი შარდვისას
- გამონადენი საშოდან
2. ბაქტერიული ვაგინიტი - ის უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კანდიდოზი. რის გამოც უფრო გავრცელებულია ვაგინალურ ინფექციებს შორის 15-45 წლის ასაკის ქალებში. ინფექცია იწყება მაშინ, როდესაც საშოში ჭარბი რაოდენობით არის გარკვეული ტიპის ბაქტერიები, უფრო ხშირია სქესობრივად აქტიურ ქალბატონებში. ბაქტერიული ვაგინიტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მისთვის დამახასიათებელია შემდეგი ჩვილები:
- თხიერი თეთრი ან ნაცრისფერი გამონადენი საშოდან
- ვაგინალური ტკივილი
- ქავილი საშოში ან გარეთა სასქესო ორგანოების არეში
- ე.წ. თევზის სუნი
- წვა შარდვისას
3. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - იწვევენ სხვადასხვა ჩივილს ვულვის ქავილის ჩათვლით. ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძირითადად ქავილს იწვევენ ტრიხამონიაზი და ბოქვენის ტილი. შესაძლოა, იყოს შემდეგი ჩივილები:
- ვულვისა და საშოს ქავილი
- არასასიამოვნო სუნის მქონე გამონადენი საშოდან
- წვა გენიტალიების არეში
- სიწითლე გენიტალიების არეში
ბოქვენის ტილები იწვევენ ვულვის ქავილს, უპირატესად ღამით. მათი დანახვა თავადაც შეგიძლიათ. ამის არსებობის შემთხვევაში აუცილებელი ტილების მოშორება ტანსაცმლიდან, თეთრეულიდან. ასევე აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
4. გაღიზიანება ან ალერგიული რეაქციები
ზოგჯერ ვულვის ქავილს იწვევს გარე გამღიზიანებელი ან ალერგიული რეაქცია. სხვადასხვა ქიმიურ საშუალებას შეუძლია დააზიანოს ვულვის ზედაპირი, რაც შემდეგში გამოიწვევს მის ქავილს.
- საპონი
- ქაფიანი აბაზანა
- დასაბანი საშუალებები
- ტანსაცმლის გარკვეული ტიპები
საშოს გამოსარეცხი საშუალებები - სპერმიციდები
- ლუბრიკანტები
- ტალკი
- მედიკამენტები
- საბავშვო სველი ხელსახოცები
- პრეზერვატივი
- საფენები (ყოველდღიური)
- საცვლები
თუ ახალი ჰიგიენური საშუალების გამოყენებისას დაგეწყოთ ვულვის ქავილი, უმჯობესია, რამდენიმე დღით შეწყვიტოთ მისი გამოყენება და დააკვირდეთ, გაუმჯობესდება თუ არა თქვენი მდგომარეობა!
5. წითელი ბრტყელი ლიქენი - მას შეუძლია სხეულის სხვადასხვა ადგილის დაზიანება: კანის, თმების, ფრჩხილების და ლორწოვანი გარსების.
როდესაც დაავადება ვითარდება საშოში, საშოს ლორწოვანზე ჩნდება თეთრი ლაქები და წყლულები, რომლებიც შესაძლოა, იყოს მტკივნეული. თუ პროცესი ვითარდება ვულვაზე, იწვევს ქავილს და ვულვაზე ჩნდება ბრტყელი მუწუკები.
ზემოთ აღნიშული ჩივილებიდან გამომდინარე უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას, დაგათვალიერებთ სარკეებში, აგიღებთ საშოს ნაცხს და გადაწყვეტს თქვენი მკურნალობის ტაქტიკას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)