COVID-19-თან დაკავშირებული ხელების ხშირი დაბანით, ასევე ხელის სადეზინფექციო ხსნარით და სამედიცინო ხელთათმანების გამოყენებით გამოწვეული მშრალი კანის პრობლემა - რა უნდა ვიცოდეთ და რით შეიძლება მასთან გამკლავება? - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის რჩევებს:
- ა. რომელიც შეიცავს მინერალურ ზეთს (mineral oil) ან ვაზელინს (petroleum jelly),
- ბ. გამოდის ტუბის სახით, ვიდრე ტუმბო-ბოთლის სახით,
- გ. არის პარფიუმის გარეშე (fragrance-free) და საღებავის, მღებავი ნივთიერების გარეშე (dye-free) - უსუნო!!
- დ. ან შეიცავს შარდოვანას (Urea) და ცერამიდს (Ceramide)
4. როდესაც იყენებთ ხელის სადეზინფექციო ხსნარს, წაისვით დამატენიანებელი კრემი ან მალამო დაუყოვნებლივ (immediately) როგორც კი სადეზინფექციო ხსნარი შეშრება. (რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, ხელის სადეზინფექციო ხსნარი შეიცავს მინიმუმ 60% ალკოჰოლს იმისათვის, რომ მოკლას მიკრობი, ამიტომ ის ძალიან აშრობს კანს);
5. უფრო ძვირი პროდუქცია არ ნიშნავს უფრო უკეთესს, ან ეფექტურს - არ მოტყუვდეთ;
6. მიკრობების ათვისების რისკი იზრდება მშრალი კანის შემთხვევაში, ამიტომ ხელების დაბანასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელების დატენიანება,“ - წერს ექიმი ზაზა თელია.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)