Baby Bag

როგორ უნდა გაზარდოთ ჰემოგლობინის დონე?

როგორ უნდა გაზარდოთ ჰემოგლობინის დონე?

რა იწვევს დაბალ ჰემოგლობინს და როგორ უნდა გაზარდოთ მისი დონე? - თემაზე გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

იხილეთ ვიდეო☝️

წყარო: Usmle


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

„სწორად მომზადებული 100 გრ. საქონლის ხორცი შეიცავს ყველაზე მეტ რკინას“ - ჰემატოლოგი ნინო შ...
​რომელი საკვები მივიღოთ, რომ არ განვითარდეს ანემია? -  ამ თემაზე ექიმმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ ისაუბრა.„ანემია არსებობს ძალიან ბევრნაირი. შესაბამისად, იმისდა მიხედვით, რა ფო...
„გავრცელებული მოსაზრება, რომ წითელი ფერის პროდუქტებით და შავი ღვინით ჰემოგლობინის მომატება...
​ძირითადად რა იწვევს ანემიას, როგორ გამოიხატება მოზრდილებში და რა სიმპტომები გვაფიქრებინებს ანემიაზე? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმ...

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული?

რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული?

რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ინფექციონისტი ია ჯალაღანია ესაუბრა.

- ზოგადად რომ ვისაუბროთ, რა არის ნაწლავური ინფექცია?

-ნაწლავური ინფექცია, როგორც სახელი მიგვანიშნებს, ინფექციური პათოლოგიაა, რომლის დროსაც ვითარდება ნაწლავის ანთება. კლინიკურად მისთვის დამახასიათებელია ნაწლავთა მოქმედების ცვლილება, უპირატესად დიარეა (დღის მანძილზე სამჯერ ან მეტჯერ არსებულ ნაწლავთა მოქმედება უპირატესად სითხისშემცველი მასებით),თუმცა დიარეა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ საქმე ნაწლავურ ინფექციასთან გვაქვს.

- რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელი უფრო გავრცელებულია?

დაავადება წლის ყველა პერიოდში გვხვდება, თუმცა ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით ხშირია ნაწლავთა ვირუსული ინფექციები, ზაფხულში - ბაქტერიული ინფექციები. აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებასთან მეტი კონტაქტიაექსკურსიების, ლაშქრობების, დასვენების სახით.ამასთან, ჰიგიენური ნორმების დარღვევა ცნობიერად თუ არაცნობიერად, მოგეხსენებათ, პატარებს დამოუკიდებლად უჭირთ პირადი ჰიგიენის დაცვა.

- რა არისნაწლავური ინფექციების გამომწვევი მიზეზი?

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ბაქტერიები (კამპილობაქტერია, სალმონელა, შიგელა) ;
  • ვირუსები (როტავირუსი და ნოროვირუსი);
  • პარაზიტული აგენტები (კრიპტოსპორიდია და ლამბლია);
  • ჰელმინთები და ზოგიერთი პარაზიტული ინფექციები(Isospora Belli, Strongyloides Stercocalis, Trichuris trichiura, Entamoeba Histolytica).

- რა სიმპტომებით ხასიათდება?

- ძირითადი და მთავარი სიმპტომებია: დიარეა, გულისრევა, ღებინება, მოვლითი ხასიათის მუცლის ტკივილი, უმადობა, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის ნიშნები, ტემპერატურის მატება.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებასთან ერთად, ზუსტი დიაგნოსტირებისთვის საჭიროა დამატებით ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.ნებისმიერი ინფექციური აგენტით გამოწვეული დიარეა დაახლოებით ერთნაირი კლინიკით ვლინდება, თუმცა მკურნალობის სწორი ტაქტიკისთვის მნიშვნელოვანია გამომწვევი შესაძლო მიზეზის იდენტიფიცირება (პირველადი და ძირითადი კვლევა განავლის საერთო ანალიზია). ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა სისხლიანი დიარეის არსებობა, ვინაიდან აღნიშნულის შესაძლო, მძიმე და საშიში გართულებაა ჰემორაგიულ-ურემიული სინდრომი (HUS), რომლისთვისაც დამახასიათებელია თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება). რაც შეეხება მკურნალობას, აქ უმთავრესია სწორად და მდგომარეობის შესაბამისად მიწოდებული სარეჰიდრატაციო საშუალებები, სიმპტომური მკურნალობა და მართვა. ბინაზე უმართავი მდგომარეობისა და ჩივილების ინტენსივობის მატების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა დროულად მოხდეს დეჰიდრატაციის რისკის შეფასება და ჰოსპიტალიზაციის ჩვენების არსებობა/არარსებობა.

- პრევნეციის საშუალებებზეც რომ ვისაუბროთ.

- მთავარი და ძირითადი ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვაა, რაც გულისხმობს ხელების ჰიგიენას, საკვები პროდუქტების სწორ დამუშავებას, ინდივიდუალური ჰიგიენური ნივთების გამოყენებას, ინფიცირებულთან კონტაქტის არიდებას.

R. 

წაიკითხეთ სრულად